ავადმყოფობა
აიურვედას ახსნით
თუ ავადმყოფ ადამიანს ესიზმრება, რომ ავადაა, ის მალე გამოკეთდება. თუ ავადმყოფობა დაესიზმრება ახალგაზრდას, ეს სიზმარი იქნება გაფრთხილება ცუდი კომპანიისა ან სიფიცხისგან. თუ დაგესიზმრათ, რომ ავად ხართ, ალბათ, გახდებით ცდუნების მსხვერპლი. თუ სიზმარში არ ეწინააღმდეგებით, ის დააზიანებს თქვენს ხასიათს.
ავადმყოფობა
აიურვედას მიხედვით
თუ ავადმყოფ ადამიანს ესიზმრება, რომ ავად არის - მალე გამოჯანმრთელდება. თუ ავადმყოფობა ახალგაზრდა მამაკაცს ესიზმრება, ეს იქნება გაფრთხილება ცუდი კამპანიისა და სიტუაციისგან თავის არიდების მიზნით. თუ თავად ხართ ავად, დიდი ალბათობით მოულოდნელი თავდასხმის მსხვერპლი გახდებით და თუ წინააღმდეგობას არ გაწევთ, თქვენს ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიადგება.
ავადმყოფობის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ავად ხართ, რეალობაში გარკვეული პრობლემები ან უსიამოვნო საუბარი გელით. როცა ახალგაზრდა ქალს ესიზმრება განუკურნებელი სენით ავად ყოფნა - ეს ნიშნავს, რომ მალე, ის ზუსტად შეაფასებს და ძალიან დააფასებს გასათხოვარი ქალის პოზიციაში ყოფნის უპირატესობებს. თუ სიზმარში ავადმყოფ ნათესავს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელი მოვლენა დაარღვევს თქვენს ოჯახურ სიმყუდროვეს. ცოფით ან წყლის შიშით დაავადების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენს მტრებს სასჯელი ელით. თუ სიზმარში ცოფიანი ცხოვრელი დაგკბენთ - რეალობაში შეეცადეთ სირთხილე გამოიჩინოთ და არ მოატყუებინოთ თავი ახლობელ ადამიანს. ტიფით დაავადების დასიზმრებასაც ერთგვარი დაცვის ფუნქცია აქვს: ყურადღებით იყავით მტრების მიმართ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ სიზმარში ტიფის ეპიდემიას ნახავთ - ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმე წარუმატებლად წავა. სიზმარში თუ წყლული გაწუხებთ, რეალობაში განიკურნებით თუკი რამე დაავადება გაწუხებთ. თუ წყლული სხვას აქვს - კარგ ამბებს ელოდეთ. სიზმარში განგრენის ნახვა, კარგს არაფერს მიანიშნებს სამომავლოდ. დიზინტერიის ქონა პირადად ან თუ ახლობლებს აქვთ - ასევე ცუდის მანიშნებელი სიზმარია. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით პირადი საკითხების მიმართ, რადგან არსებობს ალბათობა, რომ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვისი უყურადღებობა გახდეს. თუ სიზმარში ნახულობთ, რომ სულიერად დაავადებული ხართ - მიგანიშნებთ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ცუდ შედეგებზე ან ავადმყოფობაზე, რომელიც ყველაზე სამწუხარო კუთხით შეცვლის თქვენს წარმოდგენას მომავალზე. თუ სიზმარში ბოტკინი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, რთულ პრობლემებს მოაგვარებთ. თუ ბოტკინი სხვას აქვს - კომპანიონების მხრიდან იმედგაცრუება გელით და პერსპექტივები ხელიდან გამოგეცლებათ. თუ საკუთარი შვილი გესიზმრებათ, რომელსაც გულყრა აწუხებს - ეს მიანიშნებს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შიში მალე გადაგივლით და ყველაფერი კარგად იქნება. სიზმარში პოდაგრას ნახვა - ახლობელის სიჯიუტის გამო ძალიან გაღიზიანდებით, რაც საბოლოოდ მატერიალურ დანაკარგამდეც კი მიგიყვანთ. სიზმარში კეთრით დაავადება - მიგანიშნებთ რეალობაში ავად გახდომას, რომლის შედეგადაც დაკარგავთ ფულს და ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევთ. თუ ეს დაავადება სხვებს აქვთ, რეალობაში, საქმიანობასა და სიყვარუშლი სიტუაცია უარესობისკენ შეტრიალდება და ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი გამოჩნდება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც კიბოსგან განიკურნა - საქმეში წარმატება და გამდიდრება გელით. თუ კიბოთი თქვენ დაავადდით - საყვარელ ადამიანთან ჩხუბი გელით. ასეთი სიზმრის შემდეგ, ადამიანი შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს და საქმე გაიფუჭოს. აღარ გამოხატოს გრძნობები და მუდმივად შფოთვასა და მოუსვნერობაში გადაეზარდოს ამაზე ფიქრი. თუ გესიზმრებათ, რომ ქოლერაა მოდებული და ადამიანები იხოცებიან, რეალობაში ვირუსული ეპიდემიის გავრცელების ნიშანია, რაც ბევრ მწუხარე და საშიშ დღეებს მოიტანს. ზოგადად, ნებისმიერი სიზმარი, რომელიც ავადმყოფობას უკავშირდება, მიგანიშნებთ, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარი პერსონის მიმართ.
ავადმყოფობის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
განკურნებადი დაავადებების დასიზმრება მიანიშნებს თქვენს კეთილგანწყობაზე გარესამყაროს მიმართ. ბევრ ჩვენგანს სურს სჯეროდეს, რომ კეთილი ადამიანია და შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ზოგადად, ავადმყოფობის დასიზმრება მიანიშნებს დამანგრეველი ცხოვრების სტილის ქონაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაავადების შედეგად უუნარო ხდებით. თუ სიზმარში დაავადება სხვისგან გადაგედოთ, ეს ნიშნავს, რომ უარყოფითად ხართ განწყობილი თქვენს ცხოვრებაზე ამ ადამიანის გავლენის მიმართ. თუ დაავადება საშიშია, მაგალითად როგორც შიდსი ან სხვა ვენერიული დაავადება, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში ძალიან გაწუხებთ საკუთარი ცხოვრების მორალური მხარე. დაავადების დასიზმრება ასევე ასახავს, თქვენში არსებულ შიშებს. გაიხსენეთ სიზმარი, ჰქონდა თუ არა რაიმე განსაკუთრებული მახასიათებელი დაავადებას? მაგალითად, ამ დაავადების შესახებ ცნობილია კონკრეტული ადამიანების წრისთვის, თუ მასიურად ყველასთვის? სიზმარში ცდილობდით თუ არა დაავადების დამალვას? იქნებ პირიქით, ხმამაღლა აცხადებდით ამის შესახებ? - ეს დეტალები საჭიროა სიზმრის არსის უფრო სწორი ახსნისთვის.
ამპუტაციის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სიზმარში ადამიანი ხშირად ხედავს ისეთ სიტუაციას, როცა სხეულის რომელმე ნაწილს იზიანებს და ეს დაზიანებები სხვადასხვა ფორმისაა. მსგავსი ტიპის სიზმრები მიანიშნებენ ადამიანის ფიზიკურ სისუსტეზე ან თვითდესტრუქციულ ფსიქოლოგიურ საწყისზე. შეეცადეთ გაიხსენოთ, რა იყო ამპუტაციის მიზეზი, როგორ ჩატარდა ის, ასევე, ემოციეური მდგომარეობა, რომელიც ამ პროცესმა თქვენში გამოიწვია. გააანალიზეთ, რა გავლენა იქონია ამპუტაციამ თქვენს ცხოვრებაზე, რა სახის დისკომფორტი უკავშირდებოდა მას, ან იქნებ პირიქით, სულაც შვების გრძნობა გაგიჩინათ? დაფიქრდით იმაზეც, თუ რამდენად გჭირდებათ მოკვეთილი სხეულის ნაწილი სინამდვილეში და არის თუ არა ის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სიზმარში ამპუტაციის ნახვას, შესაძლოა ჰქონდეს რელიგიური, მორალური ან ეთიკური ქვეტექსტი. ზოგიერთი რელიგიის მიმდევარისთვის, საკუთარი სხეული უდიდესი მტერია იმ ფასეულობების და პრინციპების, რასაც სარწმუნოება ქადაგებს. ქრისტიანებს, მაგალითად, ძალიან სწამთ წმინდა წერილის, სადაც ნათქვამია, რომ უმჯობესია ამოთხარი თვალი, რომელიც გაცდუნებს, ვიდრე შეინარჩუნო ის, ჩაიდინო ცოდვა და მოხვდე ჯოჯოხეთში. ადამიანები ასეთ სტერეოტიპებს იცავენ ქვეცნობიერის დონეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ სხეულის ნაწილი სხვას მოკვეთეთ, საჭიროა გააანალიზოთ საკუთარი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ. თუ ეს საყვარელი ადამიანი იყო, მაშინ მოკვეთილი ნაწილი თქვენი ყველაზე სუსტი მხარის მიმანიშნებელია. კოლეგისთვის სხეულის დაზიანების მიყენება თუ ნახეთ სიზმარში - მასთან დაახლოება ან მისი გამოყენება გსურთ საკუთარ ინტერესებში. თუ სიზმარში მოკვეთილი ორგანო რეგენერაციას განიცდის - როგორც ჩანს თქვენს კოლეგას ან მეტოქეს ძალიან უმართლებს: ის არ ემორჩილება თქვენს გავლენას. ამპუტაციის ჩატარება უცნობი ადამიანისთვის - ნიშნავს, რომ უხერხულობის გრძნობით ხართ სავსე, რომელიც გიჩნდებათ ყოველდღიურად უამრავ უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამო.
ამპუტაციის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას ხედავთ - ეს ნიშნავს, რომ სამსახურებრივად პრობლემები ან დანაკარგი გექნებათ. სიზმარში ხელების ან ფეხების სრულად დაკარგვა - სავაჭრო საქმიანობაში ვარდნა და წარუმატებლობაა. მეზღვაურებისთვის ასთი სიზმარი ნიშნავს, რომ მალე შტორმი იქნება, ასევე შეიძლება ქონება დაკარგონ. მათთვის, ვინც დიდ უბედურებას განიცდის, მსგავსი სიზმარი სერიოზული მინიშნებაა.
ანგინას დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ანგინა გაწუხებთ, მოსაწყენი და უსიამოვნო სამუშაოს შესრულება გელით. თუ სხვები არიან ანგინით ავად - ეს ნიშნავს, რომ დაავადება თქვენი ღელვის მიზეზი გახდება, შესაძლოა ახლობელი ადამიანი ან ოჯახის წევრი გახდეს ცუდად.
ბრონქიტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ნახავთ, რომ ბრონქიტით ხართ დაავადებული, ეს მიგანიშნებთ დასახული გეგმების განხორციელებაში გართულებებზე, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს ახლობელი ადამიანის ავადმყოფობა. ზოგადად სიზმარში ამ დაავადების ქონა, წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივების გაჩენაზე მიუთითებს იმ მომენტში, როცა დიდი ხნის სასურველი ნივთის შეძენას გსურთ.
გულძმარვის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ნახეთ, რომ გულძმარვა გაწუხებდათ, რეალობაში ეს ნიშნავს პარტნიორისგან დაღლას, რომ ის მოგბეზრდათ და არ იცით როგორ მოახერხოთ მასთან სამუდამოდ დაშორება.
დაგესიზმრათ ავადმყოფობა
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, რომ ავად ხართ, მოასწავებს თქვენთვის ცუდად ყოფნას ან უსიამოვნო საუბრებს. ახალგაზრდა ქალისთვის თავისი თავის უკურნებელ ავადმყოფად ნახვა- ნიშNავს, რომ მალე ის დააფასებს გაუთხოვარი გოგოს მდგომარეობის მშვენიერებას. თუ სიზმარში ხედავთ ავადმყოფ ნათესავს- ნიშნავს, რომ მოულოდნელი მოვლენა დაარღვევს თქვენი სახლის კეთილდღეობას. ცოფით, წყლის შიშით დაავადება გაფრთხილებთ მტრების ბოროტებაზე. თუ სიზმარში გიკბენთ ცოფიანი ცხოველი,- რეალურ ცხოვრებაში ფრთხილად იყავით ახლო მეგობრის მხრიდან ტყუილთან. მუცლის ტიფი სიზმარში ასევე გაფრთხილებთ: ფრთხილად იყავით თქვენს მტრებთან და ყურადღებით თქვენი ჯანმრთელობის მიმართ. ტიფის ეპიდემიის დაკვირვება სიზმარში- თქვენი საქმის არაკეთილხელსაყრელი განვითარებისკენ. წყლის შიშით ავადმყოფობა სიზმარში- რამე სენისგან განკურნებისკენ. თუ ვინმე სხვა არის მითი დაავადებული- ელოდეთ კეთილ ამბებს. განგრენა სიზმარში არ მოასწავებს არაფერ კარგს. დიზენტერია სიზმარში თქვენ ან თქვენს ახლობლებს- ასევე ცუდი ნიშანია. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით თქვენი საქმეების მიმართ- შესაძლებელია წარუმატებლობები ვინმეს დაუდევრობის გარდა. თავისი თავის სულიერად ავადმყოფის ნახვა- თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მოულოდნელი ცუდი შედეგისკენ ან ავადმყოფობისკენ, რომელიც ცუდად შეცვლის თქვენს სამომავლო ხედვებს. ყვითელათი დაავადება სიზმარში ნიშნავს რთული პრობლემების მალე გადაწყვეტას. სხვების ნახვა ყვითელათი დაავადებულების- იმედგაცრუებისკენ კომპანიონებში და გულის ამაცრუებელი პერსპექტივებისკენ. სიზმარში ნახვა, რომ თქვენი შვილი ავადაა,- მთლიანობაში კარგი ნიშანია: ამაო შიშები შვილის გამო გაივლის, ხოლო სახლში თანხმობა დამკვიდრდება. პოდაგრა სიზმარში მოასწავებს არაჩვეულებრივ გაღიზიანებას ვინმე ნათესავის უაზრო სიჯიუტისგან , რაც გამოიწვევს მცირე მატერიალურ დანაკარგს. კეთრით დაავადება- ავადმყოფობას მოასწავებს, რომლის შედეგადაც დაკარგავთ ფულს და გამოიწვევთ ბევრი ადამიანის უკამყოფილებას. ამ დაავადებით სხვა ადამიანების ნახვა- თქვენს საქმეებში და სიყვარულში მოულოდნელი შემოტრიალებისკენ, რომელიც გულს გაგიცრუებთ. ვინმე განკურნება კიბოსგან- საქმეებში წარმატება და სიმდიდრე. კიბოთი დაავადება- საყვარელ არსებასთან ჩხუბი. ასეთი სიზმრის შემდეგ ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და მიუშვას თავისი საქმეები. შესაძლებელია სიყვარულის განელება, მღელვარება. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ აცარიელებს ქვეყანას ქოლერა, მოასწავებს ვირუსული დაავადების ეპიდემიას რეალობაში, ბევრ უბედურ და მღელვარე დღეს. საერთოდ ნებისმიერ სიზმარი ავადმყოფობის შესახებ ნიშNავს, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ.
ეპიდემიის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ საშიში ეპიდემიის შესახებ შეიტყვეთ - ეს მიანიშნებს თქვენს გონებრივ გადაღლას; გარდა ამისა, მოგიწევთ ჩახლართული საქმეების მოგვარება. სიზმარი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ახლობელი ადამიანის ავად გახდომაზე.
ექიმის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება ექიმი - ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სილამაზის შეწირვა მოუწევს ფუჭი გართობისთვის. თუ ქალი ავად არის და ამ დროს ესიზმრება ექიმი, ეს ავადმყოფობის გართულებას და მოუსვენრობას მოუტანს, ხოლო თუ სიზმარში ექიმი ნერვიულობს და შეწუხებულია, სამწუხაროდ ეს ავის ნიშანია და შეიძლება დიდი დანაკარგითა და მწუხარებით დასრულდეს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ექიმზე გათხოვებას აპირებს, მომავალში მოტყუებული დარჩება. თივთმარქვია ექიმის დასიზმრება, რომელიც თქვენს მკურნალობას ცდილობს, ნიშნავს, რომ სამომავლოდ შფოთვა და ავადმყოფობა გელით. თუ სიზმარში სტომატოლოგთან მიდიხართ - უახლოეს მომავალში იმედგაცრუება გელით. ახლობლების არაგულახდილმა დამოკიდებულებამ, შეიძლება გული გატკინოთ. თუ სიზმარში ხედავთ, რომ სტომატოლოგი მკურნალობს ახალგაზრდა ქალს - რეალობაში ელოდეთ დიდი სკანდალს, თქვენს სამეგობრო წრეში.
ინფექციის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ჩვეულებრვ, ინფექცია ჩნდება, როცა ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილი უზიანდება. მსგავსი სიზმრის ასახსნელად საჭიროა ყურადღება მიაქციოთ რომელი ორგანო იყო დაინფიცირებული და როგორ. რატომ გაჩნდა ჭრილობა? შემთხვევით დაიზიანეთ სხეული თუ სხვა მოგაყენათ დაზიანება? რას გრძნობდით - სიკვდილის შიშს თუ დისკომფორტს?
კბილების დაცვენა
ისლამური ახსნის მიხედვით
ყურანის მიმდევრების განმარტება, სხვა ახსნებისგან სრულიად განსხვავებულია. კბილების რაოდენობას, ისინი უკავშირებენ ცხოვრების წლებს. რაც უფრო მეტ კბილს დაკარგავს ადამიანი სიზმარში, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრება ელის, მხოლოდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩამოვარდნილი კბილები ხელის გულებზე დავარდება. ზოგიერთი ისლამური სიზმრის ახსნა გვეუბნება, რომ ასეთი სიზმარი, ახლობელი ადმაიანის დაკარგვის ნიშანია. თუ ზედა ყბიდან ჩამოვარდება კბილი - მამაკაცი გარდაიცვლება, თუ ქვედა ყბიდან - ქალი. მარჯვენა საჭრელი კბილის დაკარგვა, მამის გარდაცვალების ნიშანია, მარცხენა კი - ბიძის. ეშვის დაკარგვა - თავად სიზმრის მნახველის გარდაცვალებაზე მიანიშნებს. თუ მამა და ბიძა უკვე ცოცხლები აღარ არიან, სიზმარი შეიძლება ახდეს მათ მეგობრებზე ან ამ ხაზის სხვა ახლობელ ადამიანებზე. თუ სიზმარში ყველა კბილს ერთიანად კარგავთ - კარგი ნიშანია, რომელიც ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს. როცა ადამიანს ვალები აქვს, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, მათ სრულად გაისტუმრებს.
კბილების დაცვენა
ფროიდის მიხედვით
როგორც ცნობილია, ფროიდი თვლიდა, რომ სიზმრის სცენარი ასახავს ჩვენს სექსუალურ ქცევას. კბილები სიზმარში მან დააკავშირა ადამიანის თვითკმაყოფილების მიღებისა და შიშის ქონის მიდრეკილებასთან. კბილის ნებისმიერი სახით დაკარგვა სიზმარში, მისი განმარტებით ნიშნავს, რომ რეალობაში ადამიანს ეშინია ონანიზმის გამო კასტრაცია არ ჩაუტარონ. თუ სიზმარში კბილს არყევთ მის ამოსაძრობად - ეს მიანიშნებს, რომ საკუთარი თავის დაკმაყოფილება უფრო შეგიძლიათ, ვიდრე საპირისპირო სქესთან კავშირის დამყარება.
კბილების დაცვენა
ლოფის მიხედვით
მსგავსი უსიამონო პროცესი, განსაკუთრებით კი წინა კბილების დაცვენა ნახვა, ადამიანს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და ის ყველანაირად ცდილობს ეს ფაქტი დამალოს. ლოფმა ასეთი სიზმრები დაუკავშირა ადამიანში არსებულ, უხერხულ სიტუაციებში საჯაროდ მოხვედრისა და შერცხვენის შიშს. ის ასევე თვლიდა, რომ მსგავს სიუჟეტებს შესაძლოა ჰქონდეთ სუფთა ფიზიოლოგიური საფუძველი - კბილების გაზრდილი მგრძნობელობა ან ძილში მათი კრაჭუნი.
კბილების დაცვენა
ეზოთერიკული ახსნის მიხედვით
თუ სიზმარში კბილები უმტკივნეულოდ და სისხლის გარეშე დაგცვივდათ, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი კავშირი, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ცხოვრებაში, თავისთავად გაწყდება. კბილების დაკარგვისას სიხლდენა - ასეთი ურთიერთობების რთულად დასრულების ნიშანია.
კბილების დაცვენაზე სიზმრის ახსნა
ვანგას მიხედვით
ბულგარელი წინასწარმეტყველი, სიზმარში კბილების დაცვენას უკავშირებდა სიზმრის მნახველის ახლო წრიდან ადამიანის გარდაცვალებას, ხოლო თუ ამ პროცესს სისხლდენაც ახლდა, ოჯახის წევრის ან ნათესავის დაკარგვას. თუ სიზმარში ადამიანი ხედავს, რომ კბილს აცლიან, რეალობაში ეს ნიშნავს, რომ გარდაცვალება ძალადობის შედეგი იქნება, თან დამნაშავე დაუსჯელი დარჩება. ასეთ სიტუაციებში, ვანგა ურჩევდა ყველას, რომ არ დაედანაშაულებინათ საკუთარი თავი და სიტუაცია მიეღოთ, როგორც ბედის უკუღმა დატრიალების ფაქტი. თუ პირის ღრუ სრულიად კბილების გარეშე დაგრჩათ - მოემზადეთ საინტერესო ცხოვრებისთვის, თუმცა, მის ბოლო ნაწილს მარტოობაში გაატარებთ, რადგან გარემოცვიდან თითქმის ყველას გამოიტირებთ.
კოჭლის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში კოჭლი ადამიანი ნახეთ, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ეს ასახავს თქვენს დამოკიდებულებას სექსის მიმართ - თქვენ თვლით საკუთარ თავს სუპერ ადამიანად, სუპერ საყვარლად, რომელიც ყველას სიყვარულს და სიამოვნებას ჩუქნის. გგონიათ, რომ გარშემო ყველას თქვენი სიყვარული სჭირდება, ამიტომ, უზიარებთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს - უმჯობესია, უფრო მარტივად მიუდგეთ საკუთარ თავს. თუ სიზმარში ფეხმოტეხილ ადამიანს ნახავთ - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში სიყვარულის და ყურადღების ნაკლებობას განიცდით, თუმცა, ეს პერიოდი მალე გაივლის და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. საკუთარი თავის კოჭლის როლში ნახვა, ნიშნავს, რომ პრობლემები გელით, რომლებიც პირველ რიგში ოჯახურ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა თქვენ თვლით, რომ ყველაფერი წესრგიში გაქვთ, რომ პრობლემები არ არის ოჯახში, თუმცა ცდებით, რადგან ამ ყველაფერმა დიდი ხნის წინ იჩინა თავი, განსაკუთრებით თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში. შეეცადეთ მომზადებული შეხვდეთ მოსალოდნელ რყევებს. მთლიანობაში, ეს არ არის კარგი სიზმარი. ის მიანიშნებს იმაზე, რომ შეიძლება ვენერიული დაავადება აღმოგაჩნდეთ, ან სერიოზული და გარდაუვალი პრობლემები გაგიჩნდეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ყველაფერი კი იმ ადამიანის ბრალი იქნება, რომელსაც ენდობით და თვლით, რომ მასაც კარგი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. ყურადღებით და ფრთხილად იყავით, ვიღაცას სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ ცხოვრება გაგიფუჭოთ და ამისთვის არაფერს დაიშურებს. საჭიროა გადაამოწმოთ ყველა, ვისთანაც კონტაქტობთ. ბოროტი ადამიანი აუცილებლად გამოვლინდება.
მედიკოსის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
მედიკოსის დასიზმრება ხშირად ხდება იმის გამო, რომ ამ პროფესიის ადამიანი, რეალურად არსებობს ჩვენს ცხვორებაში. თუმცა, ეს შეიძლება იყოს თქვენი პირველადი ცოდნის, სულიერი ძალის ან სხეულისა და სულის განკურნების სიმბოლო. ამ როლში შეიძლება გამოგვეცხადონ მრავალრიცხოვანი პერსონაჟები - უნობებით დაწყებული, ოჯახის წევრებით და მეგორებით დამთავრებული. მედიკოსი დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, განახლებასთან, იმედის მომცემ გრძნობასთან, უსაფრთხოებასთან, თუმცა გარკვეულწილად შფოთვის გაჩენის საბაბიც არის. უნდა გვესმოდეს, რომ ამ პერსონაჟის სიზმარში ნახვა, განასახიერებს წარსულისა და მომავლის, ცნობიერი და სულიერი საწყისების კავშირს. ამრიგად, მედიკოსის სიზმარში ნახვა, ხშირად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ოჯახის წევრების ან ახლობლების მკურნალის როლში? სიზმარში ნანახი მედიკოსი იყო სანდომიანი, კეთილგანწყობილი, საკუთარი საქმის მცოდნე თუ უცნაური, ვიდრე ჩვეულებრივი ექიმები არიან? - ამ მომენტების გაცნობიერებას და გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს სიზმრის სწორად ახსნისთვის
რატომ გვესიზმრება ავადმყოფები
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად ხართ ავად - ჯანმრთელობის და სასიხარულო ამბის გაგების ნიშანია; თუ სასიკვდილო ავადმყოფობა გესიზმრებათ - მავნე ან საბედისწერო ჩვევებზე მიანიშნებს; ასევე მსგავსი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს სურვილების და მიზნების მალე მიღწევას.
რატომ გვესიზმრება ავადმყოფობა
ვანგას მიხედვით
ამ სიზმრის ტრაგიკულად აღქმა საჭირო არ არის. ბიბლიური ახსნის მიხედვით, ავადმყოფობა ადამიანებს ევლინებათ სასჯელის სახით, რათა შეძლონ ჩადენილი დანაშაულის მონანიება და სულიერი განწმენდა. ასეთი სიზმარი ადამიანისთვის არის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დადგა დრო გადახედოს საკუთარ ცხოვრებას, შეხედულებებს, ქცევას და ფასეულობებს. სიზმარი, სადაც განუკურნებელი დაავადება გქონდათ, მიანიშნებს იმას, რომ ცუდი რამ გაქვთ ჩადენილი და შინაგანად განსჯით საკუთარ თავს ამ სისუსტის გამოჩენის გამო. თუ სიზმარში ახლობელ ადამიანს ხედავთ ავადმყოფის როლში - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. თუ სიზმარში ქუჩაში ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც მძიმე სენისგან კვდებოდნენ - ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება, რასაც გამოიწვევს ბაქტეოროლოგიური იარაღის გამოყენებას. შესაძლოა ამ კატასტროფის თვითმხილველი სწორედ თქვენ გახდეთ. თუ სიზმარში ავადმყოფობა დაძლიეთ და გამოჯანმრთელდით - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიტუაციებს. ახლობელი ადამიანის გარდაცვალება მძიმე სენით - რეალობაში ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა გაფუჭებული გაქვთ ან პირადი პრობლემების გამო ვერ თანხმდებით.
რატომ გვესიზმრება გიჟი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად ხართ გიჟი - წარმატება გელით; თუ გიჟს ხედავთ — მოულოდნელი სიხარული გელით; ბევრი გიჟის ერთად ნახვა — იმედები გაგიცრუვდებათ, ცრუ ინფორმაციას მიიღებთ;
რატომ გვესიზმრება ექიმი
ცვეტკოვის მიხედვით
დანახვა — ქალისთვის დანაკარგს ნიშნავს პირადში, მამაკაცისთვის — საქმეში; სტომატოლოგის ნახვა — ავად გახდომის ნიშანია; ექიმთან შეხვედრა საზოგადოებაში, კამპანიაში - ნიშნავს, რომ წარმატება გელით. ქალს თუ ესიზმრება, სასიყვარულო კავშირი ელის, მამაკაცს - ცხოვრებისეული წინსვლა; ექიმთან მიღებაზე თუ ხართ ჩაწერილი — ფულს იშოვით, თუ ექიმი ასაკოვანია - დაცვას, პროეტქციას მიიღებთ, თუ სიზმარში ქალ ექიმს ხედავთ - ავადმყოფობა და სხვა უსიამოვნება მალე გაივლის.
რატომ გვესიზმრება ინვალიდი (უნარშეზღუდული)
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად ხართ უნაშეზღუდული - წარუმატებლობა და წინააღმდეგობები გელით სიჯიუტის გამო; თუ ხედავთ ასეთ ადამიანს - მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდებით, მსგავსი სიზმარი ასევე არის გარკვეული გაფრთხილება; თუ უვლით უნარშეზღუდულს - ავადმყოფობა გელით.
რატომ გვესიზმრება კბილების დაცვენა
ნოსტრადამუსის მიხედვით
თუ კბილების დაკარგვის სიუჟეტს ადამიანი მაშინ ნახულობს, როცა გლობალური მიზნები აქვს - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა მობილიზება და მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ინერტულობის გამო, მისი საქმე ცუდად წავა, გეგმები კი ჩაეშლება სრულად. თუ კბილის დაკარგვის შემდეგ ღრძილში ხვრელი დაგრჩათ - ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სიბერე და სისუსტე იმაზე ადრე დადგება თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე წარმოგედგინათ.
რატომ გვესიზმრება კბილების დაცვენა
ცვეტკოვის მიხედვით
სიზმრის ახსნის ამ წიგნში, ყურადღება გამახვილებულია კბილის დაკარგვის ფორმაზე. თუ ის ჩხუბის დროს ჩამოგამტვრიეს - უსიამოვნებების ზღვარზე ხართ. კბილის ამოღება - ახლობლების წრიდან გაქრება ყველაზე მომაბეზრებელი პერსონა. კბილის დაკარგვის დროს სისხლის დენა - ახლო ნათესავის დაკარგვაზე მიანიშნებს.
რატომ გვესიზმრება კბილების დაცვენა
სიზმრის საერთო ახსნის მიხედვით
სიზმარი, რომელშიც კბილები სცვივა ადამიანს, ჩვეულებრივ მიანიშნებს ცუდი ამბის გაგებაზე. თუმცა, მისი ახნა, სხვადასხვა წყაროებში, სრულიად განსხვავებულია.
რატომ გვესიზმრება კბილების დაცვენა
მილერის მიხედვით
მსგავსი სიზმარი შეიძლება მიანიშნებდეს დიდი ხნით სერიოზულ ავადმყოფობაზე. თუ სრულიად უკბილოდ დარჩით, ეს კიდევ დამატებითი უსიამოვნებებისა და ავადმყოფობის გართულების მომასწავლებელია. ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს ასევე დაცვენილი კბილების რაოდენობა. თუ ერთი კბილი დაკარგეთ - მოგიწევთ გარემოებებთან შეგუება და დამორჩიელბა. ორი კბილის დაკარგვა - წარუმატებლობა საკუთარი გაუფრთხილებლობის გამო საკითხების გადაწყვეტის პროცესში. სამი კბილის დაკარგვა - სერიოზული პრობლემების გაჩენის ნიშანია და თუ ყველა კბილი დაკარგეთ - ტრაგედია ან უბედურებაა მოსალოდნელი.
რატომ გვესიზმრება კოჭლი
ცვეტკოვის მიხედვით
მოულოდნელი დახმარება, წარსულის დავიწყება; თუ გრშემო ბევრი კოჭლი ადამიანია - ეს ნიშნავს, რომ ახლობლებისა და მეგობრების მიმართ დიდი იმედგაცრუება გექნებათ.
რატომ გვესიზმრება საავადმყოფო
ცვეტკოვის მიხედვით
საავადმყოფოში მისვლა ან ვინმეს მონახულება — წარმოუდგენელი ახალი ამბები; იქ ყოფნა — უფულობა, უაზრო მდგომარეობა. ფსიქიატრიულში ყოფნა, მასში განთავსება - სრული წარმატების, დიდების და აღიარების მოპოვების ნიშანია. თუ ექიმი ან მედდა ხართ - წარმატებული საქმიანობა გელით; საავადმყოფოში მოხვედრა - მოერიდეთ საპირისპირო სქესის მხრიდან ინტრიგებს.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ავადმყოფობის შესახებ
ვანგას მიხედვით
ნუ აღიქვამთ ამ სიმბოლოს გამოჩენას სიზმარში როგორც რამე ტრაგიკულს. ბიბლიური განმარტებით ავადმყოფობა ეგზავნება ადამიანებს როგორც დასჯა ჩადენილი ცოდვების გამო და აზრების, გრძნობების, ქცევების გაწმენდისთვის. ადამიანისთვის ეს სიმბოლო არის იმის გაფრთხილება, რომ დადგა თავისი პოზიციის და ცხოვრებისეული ფასეულობების გადახედვის დრო. სიზმარი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ მძიმე და უკურნებელი სენისგან დატანჯულს, მოწმობს, რომ რეალობაში ჩაიდინეთ ცუდი საქციელი და გულში განსჯით თავის თავს წუთიერი სისუსტის გამო. სიზმარში ახლობელი ადამიანის ავადმყობად ნახვა- ნიშანი, რომ რეალობაში თქვენს ახლობლებს მხარდაჭერა და ყურადრება სჭირდებათ. სიზმარში დაინახეთ დამწვარ მიწაზე ადამიანების ბრბო, რომლებიც იხოცებიან ქუჩებზე მძიმე და უკურნებელი სენისგან- ეს სიზმარი მოასწავებს ეკოლოგიურ უბედურებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიოლოგიური იარაღით. შესაძლებელია, გახდებით ამ კატასტროგის მოწმე. თავისი თავის სიზმარში გამოჯანმრთელებულის ნახვა მძიმე ავადმყოფობის მერე- რეალობაში გამოგივათ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიტუაციას. თუ სიზმარში ადამიანი გარდაიცვალა მძიმე სენისგან- ეს ნიშNავს გაფუჭებულ ურთიერთობებს და პირად პრობლემებს.
რატომ გვესიზმრება ტკივილი
ცვეტკოვის მიხედვით
იმ საკითხში გათავისუფლებას ნიშნავს, რასაც მტკივნეული ადგილი აღნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ჩუტყვავილა
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა — ფულის შოვნა; ქონა — მოულოდნელი სიმდიდრე.
რატომ გვესიზმრება ხველა
ცვეტკოვის მიხედვით
ჯანმრთელობის და საქმეში წარმატების ნიშანია.
საავადმყოფოს დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ საავადმყოფოს შენობას ტოვებთ - შეძლებთ გათავისუფლდეთ ბოროტი მტრებისგან, რომლებიც ცდილობდნენ ბევრი უსიამოვნება მოეტანათ თქვენთვის. სიზმარში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნახვა - დიდი სულიერი დაძაბულობის ნიშანია, რომლითაც მოგიწევთ სირთულეების გადალახვა. თუ გესიზმრებათ, რომ ავად ხართ და პალატაში იმყოფებით, მომავალი ავადმყოფობის ნიშანია. ავადმყოფის მონახულება სიზმარში - უსიამოვნო ამბების გაგებას ნიშნავს.
სიბეცის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ბეცი ხართ, ეს ნიშნავს საქმეებში გაუგებრობას და არასასურველი სტუმრის მოსვლას. ახალგაზრდა ქალისთვის მსგავსი სიზმარი ნიშნავს, რომ მოულოდნელად მეტოქე გამოუჩნდება. თუ სიზმარში მამაკაცი ხედავს, რომ მისი საყვარელი ქალი ბეცია - მისგან იმედგაცრუება ექნება.
სიზმარში ავადმყოფობა ნახვა
ლოფას მიხედვით
განკურნებადი ავადმყოფობები მეტყველებენ კეთილმოსურნე დამოკიდებულებაზე გარშემო სამყაროს მიმართ. ბევრ ჩვენგანს გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ კეთილი ადამიანები ვართ, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა კაცობრიობის ისტორიაში. ხოლო ავადმყოფობა და განკურნება მისგან არ გვაძლევს შესაძლებლობას, ვიგრძნოთ სხვა ადამიანებზე კონტროლის ძალაუფლება. ავადმყოფობა ასახავს ცხოვრების თვითგანადგურებად სტილს, განსაკუთრებით თუ ავადმყოფობის შედეგად დასახიჩრებული ხდებით. სხვისგან ავადმყოფობის გადმოცემა ნიშნავს, რომ თქვენ უარყოფითად ეკიდებით ამ ადამიანის გავლენას თქვენს ცხოვრებაზე. თუ სენი აკრძალვის ხასიათს ატარებს, როგორც, მაგალითად შიდსი ან სხვა ვენერიული დაავადება, ნიშნავს, რომ გაწუხებთ თქვენი ცხოვრების მორალური მხარე. ავადმყოფობა ასევე ასახავს თქვენში არსებულ შიშებს, როგორც რაციონალური , ისე ირაციონალური ოჯახური ისტორია,მაგალითად, საგაზეთო სტატია როგორც საბიძგი მოვლენა. არის რამე არაჩვეულებრივი ამ დაავადებაში: მაგალითად, მასზე ცნობილია მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრისთვის, ან შეიძლება ის გამოვლინდება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ყოფნისას? სხეული ხშირად სიმბოლურად გამოხატავს გარშემომყოფებთან თქვენი ურთიერთქმედებების ემოციურ სისრულეს. ცდილობთ თავისი სენის და მისი შედეგების დამალვას, თუ პირიქით, ლაპარაკობთ მასზე?
სხეულის ტემპერატურის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში სიცხე გაქვთ - ისეთ უმნიშვნელო საკითხებზე ნერვიულობთ, რომ ყველაზე საინტერესო და კარგი მოვლენები გვერდს გივლით. თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ისეთი საქმიანობა მოძებნოთ, რომელიც შეგეფერებათ. თუ გესიზმრებათ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს ციებ-ცხელება აქვს - ახლობლებიდან ვინმე რეალურად შეუძლოდ გახდება.
სხეულის ტემპერატურის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში სიცხე გქონდათ და ამას რეალურად გრძნობდით - სინამდვილეში მოგიწევთ ისეთი გრძნობის განცდა, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდით.
ტიკივილის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ასეთი სიზმარი ხშირად გამოწვეულია ფიზიკური მიზეზების გამო და არ საჭიროებს ზედმეტ ახსნას. ზოგჯერ სიზმარში ტკივილის განცდა, მიანიშნებს, რომ მალე დიდი უბედურების გადატანა მოგიწევთ. თუ გესიზმრებათ, როგორ იტანჯებიან ტკივილით სხვები, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია, სამომავლოდ შეცდომის დაშვებისგან თავი რომ დაიცვათ.
ტიფის დასიზმრება
აიურვედას მიხედვით
თუ ტიფით ავადმყოფობთ სიზმარში, ეს მიანიშნებს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი პრობლემა გელით. შესაძლოა დანაშაულის ჩადენამდე მიხვიდეთ, რისთვისაც პასუხისგებაში მიეცემით. ასევე სიზმარი მიანიშნებს, რომ ბევრი მტერი გაგიჩნდებათ.
ტკივილის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სიზმარში ფიზიკური ტკივილის განცდა - ძალიან საინტერესო მოვლენაა. ზოგჯერ ამის მიზეზი არის მძინარე ადამიანის მოუხერხებელ მდგომარეობაში ყოფნა და სხეული გვაძლევს ნიშანს, რომ შევიცვალოთ ეს მდგომარეობა. გარდა ამისა, გონების მიერ ფიზიკური სტიმულების გამომუშავების შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება სიზმარში მიდინარე მოვლენებს, თავის თავად უკვე გასაოცარია. ემოციური კუთხიდან თუ შევხედავთ, ფიზიკური რეაქციების მქონე სიზმრები უფრო რეალისტური, და შეიძლება ითქვას უფრო რეალურია. ხშირ შემთხვევაში, ტკივილის განცდა დაკავშირებულია სხეულის გარკვეული ნაწილის დაზიანებასთან. მსგავსი ემოციური განცდები არის ისეთ სიზმრებში, რომლის სიუჟეტში ადამიანი ხედავს ინფექციურ დაავადებას, სხეულის დაზიანებას ან ამპუტაციას და ფიზიკურ განცდებს თან ახლავს ვიზუალიც. შეეცადეთ გაიხსენოთ, კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში განიცდიდით ტკივილს და მოახდინეთ სხეულის ამ ნაწილის განხილვა თქვენი ცხოვრების იმ ასპექტებთან, რომლებიც მას უკავშირდება. ტკივილი გამოწვეული იყო თქვენს მიერ, თუ სხვამ მოგაყენათ? ის მოულოდნელად გაჩნდა თავისით თუ მიზანმიმართული ქმედების შედეგი იყო? ტკივილი იყო ძლიერი თუ უბრალოდ დისკომფორტის შემქმნელი? სიზმრებში, ადამიანი ხშირად ეჯახება დილემებს, რომლებიც ემსახურებიან მძინარეს შიშებს. ზოგიერთი რამ, რისი რეალური არსის გაგებაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, რჩება გაურკვეველი. თუ სიზმარი ფსიქოლოგიური ტკივილის შედეგია, მისი განმარტება შეიძლება ზუსტად ისე, როგორც სიზმრების, რომელბსაც თან ახლავთ ფიზიკური ტკივილი. გაიხსენეთ როგორი იყო ტკივილის განცდა, რომელიც დაგესიზმრათ - იყო ძლიერი ტკივილი, რომლის დროსაც საჭირო გახდა დახმარება, თუ უბრალოდ შემაწუხებელი? ძლიერდებოდა თუ არა ტკივილი? რამდენად ხშირად ჩნდებოდა ტკივილის განცდა სიზმარში? რეალურ ცხოვრებაში გაწუხებთ თუ არა რაიმე სახის ტკივილი, რომელიც დარჩენილია გადატანილი ფიზიკური პრობლემებისგან ან უბრალოდ ფსიქოლგოიური ტრავმებისგან? გაქვთ თუ არა გრძნობა იმისა, რომ თავად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ნებისმიერი სახის ტკივილს? ფსიქოლოგიური ტკივილისას აანალიზებთ თუ არა საიდან მოდის ეს ყველაფერი, რასთან არის დაკავშირებული და რამდენად ღრმად აქვს წარსულში ფესვები გადგმული? - ამ შეკთხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, თქვენთვის შესაძლებელი იქნება პროფესიული დახმარების სწორად შერჩევა.
უნარშეზღუდული ადამიანის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში უნარშეზღუდული ადამიანების ნახვა ნიშნავს, რომ უსიამოვნო საქმიანი პარტნიორები გეყოლებათ, რაც თქვენს ინტერესებს დააზიანებს. თუ გესიზმრებათ, რომ ერთ-ერთი უნარშეზღუდული თავად ხართ - ეს ნიშნავს, რომ დაბრკოლებები შეგექმნებათ მომავალ საქმიანობაში. თუ სხვას ხედავთ ინვალიდის ეტლში - ასეთ სიზმარს შესაძლოა მოყვეს შიმშილი და კატასტროფა, რომელთა დროს, აქტიურად დაეხმარებით მათ, ვისაც ამის საჭიროება ექნება.
უნარშეზღუდული ადამიანის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ უნარშეზღუდული ადამიანი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში რაღაც არასრულფასოვნების განცდა გაქვთ და ეს მდგომარეობა ხელს გიშლით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. აკვიატებული იდეა გაწუხებთ, რომ პარტნიორი რეალურად ისეთი გულიახდილი არ არის, როგორც თავს გაჩვენებთ.
შერუაცხადობის დასიზმრება
მილერის მიხედვით
საკუთარი თავის გიჟად ნახვა სიზმარში მიანიშნებს, რომ მალე სერიოზული ავადმყოფობა გელით, რის გამოც შეიძლება ქონებაც კი დაკარგოთ. სხვების ნახვა გიჟის როლში ნიშნავს, რომ მეგობრებისგან ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუ სიგიჟე ახალგაზრდა ქალს ესიზმრება - იმედგაცრუება ელის ქორწინების საკითხში.
ჩუტყვავილას დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჩუტყვავილა, – ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელი და საშინელი დაავადება გელით, შესაძლოა ეს საშიში ინფექცია იყოს. გარდა ამისა, ჩაგეშლებათ გეგმებიც.
ციებ-ცხელების დასიზმრება
მილერის მიხედვით
ხშირად, ასეთი სიზმარი მიანიშნებს იმას, რომ მისი მნახველი რეალურად ავად არის ამ დაავადებით. თუ თქვენ გაქვთ ციებ-ცხელება - ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ფიზიკური პრობლემები შეგექმნებათ, ხოლო თავდაჯერებულობის ნაკლებობა საქმეებში იმდენად შეგიშლით ხელს, რომ სასოწარკვეთამდეც კი მიხვალთ. თუ სხვებს აქვთ ციებ-ცხელება - ეს ნიშნავს, რომ უმიზეზოდ შეურაცხყოფთ სხვებს, რის გამოც პრობლემები გექნებათ.
ცოფის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ სიზმარში ცოფდებით, სერიოზული დაღმასვლა ან უბედური შემთხვევა გელით - სავარაუდოდ ავარია. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში - ეს ნიშნავს, რომ არასასურველი პერსპექტივა გექნებათ, რომელიც მხოლოდ ნერვიულობას და გაღიზიანებას მოგიტანთ.
წყლულის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში წყლულის ან მსგავსი დაავადების ნახვა ნიშნავს, რომ წინ ცუდი ამბები გელით. ასაკოვან ადამიანებს ავადმყოფობაზე, ხოლო ახალგაზრდებს მოღალატე მეგობრებზე მიანიშნებს. მოხუცებს კი მარტოობა და უიმედო ელით ასეთი სიზმრის შემდეგ. თუ სხეულზე მოშუშებულ წყლულებს ხედავთ, ეს ნიშანია იმისა, რომ მომავალში დიდი წარმატება გელით, ცნობადი გახდებით და სახელმწიფო სამსახურში ან კულტურის დარგში მოხვდებით.
წყლულის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
საკუთარ სხეულზე წყლულის დასიზმრება - თუ არ მოიშლით მოუწესრიგებელ და არაორგანიზებულ სქესობრივ ცხოვრებას, მალე თქვენი ყოფილი და ახლანდელი პარტნიორები შეიტყობენ ერთმანეთის შესახებ. ალბათ ხვდებით, ასეთ სიტუაციაში ვინ დარჩება სულელის პოზიციაში? - სწორია, ზუსტად თქვენ, რადგან თქვენი საქციელი ყველასთვის აშკარა და გასაგები გახდება და ზურგს შეგაქცევენ. თუ წყლულს სხვის სხეულზე ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ დროა იფიქროთ საკუთარი ცხოვრების უკეთესად მოწყობაზე. ახლა, თქვენ უბრალოდ ოცნებობთ და ნაცრის კოშკებს აგებთ, თან გავიწყდებათ, რომ უსასრულოდ არავინ ცხოვრობს.
ჭირის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ჭირის ეპიდემია დაგესიზმრათ - ეს ნიშნავს, რომ საქმეში სერიოზული შეფერხება გელით, ხოლო მამაკაცისთვის ეს ნიშნავს, რომ მისი მეუღლე ან საყვარელი ქალი ცუდ მატერიალურ მდგომარეობამდე მიგიყვანთ. თუ სიზმარში ჭირი თავად გაქვთ - მოხერხებულად და ჭკვიანური მანევრებით შეძლებთ არეული სიტუაციის დალაგებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ გესიზმრებათ, რომ ცდილობთ ავადმყოფობას თავი დააღწიოთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში სერიოზული პრობლემების კასკადი გელით.
ჭირის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ქალაქი, რომელიც დაავადებულია ჭირით, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ცხოვრებაში სხვისი ჩარევის ძალიან გეშინიათ. შეიძლება ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ოდესღაც მართლაც დიდი ზიანი მოგაყენათ სხვების ჭკუაზე სიარულმა და მათი რჩევების გათვალისწინებამ. რა თქმა უნდა რაც არ მოგწონდთ, არ გინდათ და არ გსიამოვნებთ, ნამდვილად უნდა აიცილოთ თავიდან, მაგრამ ჩაციკვლა არანაირად არ ღირს. თუ სიზმარში თავად ხართ ჭირით დაავადებული - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ცდილობთ თქვენთვის ძალიან ახლობელ ადამიანში ან ნივთში იპოვოთ რაიმე უცნაური. შესაძლოა, რომ თქვენ მას მიაწერთ არარსებულ თვისებებს ან პირიქით, ნაკლს. შეეცადეთ სიტუაციას ერთი წუთით მაინც შეხედოთ ობიექტურად, ანუ გვერდიდან და აუცილებლად დაინახავთ, რომ ყველაფერი იმაზე გაცილებით მარტივად არის, ვიდრე გეგონათ.
ხველის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ძლიერი ხველა გაწუხებთ, მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ. თუ სიზმარში ხველას მკურნალობთ და გამოჯანმრთელდით, რეალობაშიც შეძლებთ ავადმყოფობის დაძლევას. თუ სიზმარში სხვები ახველებენ - ეს ნიშნავს, რომ მომავალში გარკვეული უსიამოვნო მოვლენები გელით, მაგრამ საბოლოოდ მათ გაუმკლავდებით.