სიზმრების ახსნა
ავარიის ნახვა
ფროიდის მიხედვით
თუ ავარია დაგესიზმრათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ვნებებით აივსებით არაორდინალური და უცნაური ადამიანის მიმართ. ბედნიერების დაუვიწყარ წუთებს განიცდით და დროის ეს შუალედი სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში.
ავტომობილის ნახვა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად ატარებთ და გიხარიათ — უბედურბას, სიღარიებს, სადარდებელს ნიშნავს; წარუმატებლობა და უსიამოვნებები გექნებათ პირად საკითხებში. აქეთ-იქეთ სიარული - სასამართლო საქმე, ოფიციალური წერილების, დოკუმენტების მიღება; თუ მანქანას აპარკინგებთ — ურთიერთობების გაწყვეტას ნიშნავს; შეჯახება, ავარია — დაკარგულის დაბრუნება; (ქალისთვის) ავტომობილი — შესაძლოა იყოს თაყვანისმცემელი; ბორბალი (თუ გასკდა) — დაშორებას ან განქორწინებას ნიშნავს; თუ მანქანით მგზავრობთ — ურთიერთობები და ქორწინებაა; თუ მანქანაში ზიხართ — პირადი ცხოვრება.
ავტომობილის ნახვა
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ავტომობილითი მიდიხართ, ეს ნიშნავს, რომ აქტიური ადამიანი ხართ და საქმიანობაში წარმატებები გაქვთ. თუ სიზმარში ავტოკატასტროფაში მოყევით, რეალობაში დაგეგმილი გართობისგან ნუ ელით კარგ შთაბეჭდილებებს. თუ სიზმარში ავტოკატასტროფას აარიდეთ თავი - კარგი ნიშანია: რეალობაში მართლა მოახერხებთ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების აცილებას. თუ სიზმარში მანქნანას ყიდულობთ - შეძლებთ წინანდელი კარგი მდგომარეობის დაბრუნებას, მაგრამ ავტომობილის გაყიდვა ნიშნავს ცხოვრებაში უსიამოვნო გარდატეხებს. თუ მანქანას მართავთ - დანაკარგის და ავადმყოფობის ნიშანია. თუ მიმავალი მანქანიდან გადმოგაგდეს - უსიამოვნო ამბებს შეიტყობთ. თუ დამტვრეული მანქანა დაგესიზმრათ - წარუმატებლობის ნიშანია. უბრალოდ ავტომობილის დანახვა - ცხოვრებაში ცვლილებების, მოგზაურობის, სასიამოვნო მგზავრობის ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი ავტომობილი გაქრა ან გაიტაცეს - ეს ნიშნავს თქვენი ჩანაფიქრის ჩაშლას, რომელზეც მომავალია დამოკიდებული. თუ მანქანიდან გადმოდიხართ - გეგმებს წარმატებით განახორციელებთ და კმაყოფილი დარჩებით.
კატასტროფის ნახვა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ზიანი არ მოგადგათ, მაშინ ტოტალური ცვლილებები გელით უკეთესობისკენ
ნგრევის ნახვა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ნგრევას ხედავთ – ეს ნიშანია იმისა, რომ საქმიანობაში მოულოდნელი ჩავარდნა და ნერვიულობა გელით, თუმცა, ენერგიული საქმიანობა სიტუაციის გამოსწორებისთვის, დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.
უბედური შემთხვევის ნახვა
აიუვერდას მიხედვით
ეს შეიძლება ნიშნავდეს პირადი განცდების და დარდის ქონას. მაგრამ მალე გათავისუფლდებით მათგან.
უბედური შემთხვევის ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში უბედური შემთხვევის ნახვა ნიშნავს, რომ უნდა გაუფრთხილდეთ და მოერიდოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობას გარკვეული დროის მანძილზე. თუ გესიზმრებათ აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა, ეს ნიშანვს, რომ დიდი ბრძოლა მოგიწევთ მთავარი მიზნის მისაღწევად და ამ ბრძოლისას აღმოაჩნეთ, რომ მეგობარი საკუთარი ინტერესების ხარჯზე ყოველთვის გეხმარებოდათ.
შეჯახების ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში შეჯახების ნახვა - ნიშანია, რომ რეალობაშიც მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, იმედგაცრუება, წარუმატებლობა საქმიანობაში. თუ შეჯახებას ახალგაზრდა ქალი ხედავს, არჩევანის გაკეთება გაუჭირდება.