ავტობუსის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ავტობუსი ყველაზე კომფორტულ ტრანსპორტს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა, ფაქტია, რომ ეს არის ადგილი, სადაც იკვეთება სხვადასხვა ფენის საზოგადოება. ავტობუსით მგზავრობა ხანგრძლივი პროცესია, სამაგიეროდ, ის საშუალებას იძლევა დაათვალიეროთ ქალაქი. თუ გესიზმრებათ, რომ ავტობუსით მგზავრობთ, ეს ნიშნავს თქვენს მდგომარეობას იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფრო კომფორტული ტრანსპორტით მგზავრობის უფლება მისცეთ. თუმცა, შეხედეთ ამას პოზიტური მხრიდან, დააკვირდით ვინ მგზავრობს თქვენთან ერთად, იქნებ საინტერესო საუბარიც გამოგივიდეთ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე და სულაც სამომავლოდ კარგი ნაცნობი ან მეგობარიც კი შეიძინოთ. სიზმარში ნანახი ავტობუსით მგზავრობისას გააანალიზეთ სად მიდიოდით, ვისთან ერთად და შეეცადეთ მოძებნოთ დამაკავშირებელი რგოლი ამ ყველაფერსა და რეალურ ცხოვრებას შორის.
ავტობუსის სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ავტობუსს ელოდებით, ეს ნიშნავს რეალურ ცხოვრებაში მეორე ნახევარის მოლოდინს. თქვენი ცხოვრება არასრულფასოვანია სექსუალური კავშირის გარეშე. სიზმარში ავტობუსში ჩაჯდომა - ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ურთიერთობა გაქვთ ადამიანთან, რომელსაც არ თვლით თქვენთვის შესაფერისად. მარტოობა გაწუხებდათ და ამიტომ გადაწყვიტეთ მასთან ერთად ყოფნა. ავტობუსით მგზავრობა სიზმარში ასევე შეიძლება აიხსნას, როგორც თქვენი იმაზე დიდი მოლოდინი პარტნიორის მხრიდან რაიმეს გაღების, ვიდრე მას რეალურად შეუძლია. ამიტომ, ნუ იჩქარებთ უკმაყოფილების გამოვლენას, თუ გსურთ, რომ თქვენი კავშირი არ დაირღვეს. რა თქმა უნდა სექსზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ არა ყველაფერი, რადგან ადამიანები საწოლში მთელ ცხოვრებას ნამდვილად არ ატარებენ.