ავტომობილის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ავტომობილითი მიდიხართ, ეს ნიშნავს, რომ აქტიური ადამიანი ხართ და საქმიანობაში წარმატებები გაქვთ. თუ სიზმარში ავტოკატასტროფაში მოყევით, რეალობაში დაგეგმილი გართობისგან ნუ ელით კარგ შთაბეჭდილებებს. თუ სიზმარში ავტოკატასტროფას აარიდეთ თავი - კარგი ნიშანია: რეალობაში მართლა მოახერხებთ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების აცილებას. თუ სიზმარში მანქნანას ყიდულობთ - შეძლებთ წინანდელი კარგი მდგომარეობის დაბრუნებას, მაგრამ ავტომობილის გაყიდვა ნიშნავს ცხოვრებაში უსიამოვნო გარდატეხებს. თუ მანქანას მართავთ - დანაკარგის და ავადმყოფობის ნიშანია. თუ მიმავალი მანქანიდან გადმოგაგდეს - უსიამოვნო ამბებს შეიტყობთ. თუ დამტვრეული მანქანა დაგესიზმრათ - წარუმატებლობის ნიშანია. უბრალოდ ავტომობილის დანახვა - ცხოვრებაში ცვლილებების, მოგზაურობის, სასიამოვნო მგზავრობის ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი ავტომობილი გაქრა ან გაიტაცეს - ეს ნიშნავს თქვენი ჩანაფიქრის ჩაშლას, რომელზეც მომავალია დამოკიდებული. თუ მანქანიდან გადმოდიხართ - გეგმებს წარმატებით განახორციელებთ და კმაყოფილი დარჩებით.
მაქნაქნა-დანადგარის ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში მანქანების, დანადგარების ნახვა მიანიშნებს, რომ თქვენ რაღაც პროექტს განახორციელებთ, რომელიც აგაფორიაქებთ, მაგრამ საბოლოოდ სასარგებლო აღმოჩნდება. თუ ძველი მანქანა-დანადგარი გესიზმრებათ, იმის ნიშანია, რომ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესების საკითხში ხელის შემშლელი ფაქტორები გამოგიჩნდებათ. თუ მომუშავე მანქანა-დანადგარმა ჩაგითრიათ - ბიზნესში დანაკარგის და უბედურების დაწყების მიმანიშნებელია. ზოგადად, ეს სიზმარი მიანიშნებს წარუმატებელი გარიგებების გამო ზარალის მიღებას. სიზმარში მომუშავე მექანიზმის ნახვა ნიშნავს სერიოზულ სირთულეებს ახალ წამოწყებებში, თუმცა ამასთანავე ნიშნავს მეგობრების მხრიდან მხარდაჭერას. თუ სახანძრო მანქანა დაგესიზმრათ - ნერვიულობის ნიშანია, რომელიც გამოწვეული იქნება საგანგებო მდგომარეობით. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ სახანძრო მანქანით მიქრის - სიფრთხილის გამოჩენა და უსიამოვნო საქმისთვის თავის არიდება მართებს.
რას ნიშნავს ავტომობილი სიზმარში
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად ატარებთ და გიხარიათ — უბედურბას, სიღარიებს, სადარდებელს ნიშნავს; წარუმატებლობა და უსიამოვნებები გექნებათ პირად საკითხებში. აქეთ-იქეთ სიარული - სასამართლო საქმე, ოფიციალური წერილების, დოკუმენტების მიღება; თუ მანქანას აპარკინგებთ — ურთიერთობების გაწყვეტას ნიშნავს; შეჯახება, ავარია — დაკარგულის დაბრუნება; (ქალისთვის) ავტომობილი — შესაძლოა იყოს თაყვანისმცემელი; ბორბალი (თუ გასკდა) — დაშორებას ან განქორწინებას ნიშნავს; თუ მანქანით მგზავრობთ — ურთიერთობები და ქორწინებაა; თუ მანქანაში ზიხართ — პირადი ცხოვრება
სატვირთოს ნახვა
ცვეტკოვის მიხედვით
თანხების მიღებაში შეფერხებებს, დანაკარგს, უცნაურ კავშირს ნიშნავს
საჭის ნახვა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში საჭეს ხედავთ - ეს იმის ნიშანია, რომ გასართობი მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა გელით შორეულ ქვეყნებში. გატეხილი საჭე მიანიშნებს იმედგაცრუებას და ავადმყოფობას.
ტრანსპორტის მოძრაობის ნახვა
ლოფის მიხედვით
ტრანპორტის მოძრაობა - საკმაოდ შთამბეჭდავი სიმზრის სახეობაა. თუ რეალობაში აუცილებელია მოგზაურობა ან მგზავრობა, წორედ ამით შეიძლება აიხსნას სიზმრის აზრი. მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მოძრაობა სიზმარში, რადგან ეს მიუთითებს სწორედ იმას, თუ რამდენად შესაძლებელია მიზნების მიღწევა ცხოვრებაში. ასეთი სიზმარი შესაძლოა მიგანიშნებდეთ იმას, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა მეტი მოთმინების გამოჩენა, მიზანდასახულობა ან შემოქმედებითი უნარები. ტრანსპორტის მოძრაობის ამსახველი სიზმარი ასევე შეიძლება ნიშნავდეს თქვენს რეალურ დღეს, როცა საცობში იყავით და ამის გამო პრობლემები შეგექმნათ ან მნიშვნელოვან შეხედრას ვერ დაესწარით და ეს ჩაგყვათ ძილში
ფარის ნახვა
ფროიდის მიხედვით
თუ ფარებანთებული ავტომობილი გესიზმრებათ - ვიღაცას ფარულად თქვენთან შეხვედრა სურს, და უფრო მეტიც, ახლო მომავალში აპირებს აისრულოს სურვილი. ასე რომ, შეგიძლიათ ნაცნობობისთვის მოემზადოთ - დარწმუნებული იყავით, ის უსიამოვნო განცდების მომტანი არ იქნება. თუ ფარები ციმციმებს - ეს არასტაბილურობის ნიშანია. თქვენ გეჩვენებათ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ, მაგრამ სინამდვილეში, თქვენი პარტნიორი აზრებითაც კი ძალიან შორს არის თქვენგან. შეეცადეთ საკუთარ ქცევას ყურადღება მიაქციოთ, რადგან პარტნიორის გულგრილობის მიზეზი დიდწილად სწორედ თქვენშია.