რატომ გვესიზმრება ავზი
მილერის მიხედვით
სიზმარში ცარიელი ავზის ნახვა, მიანიშნებს უშედეგო მცდელობებზე და ფუჭ წვალებაზე. თუ ბევრ ცარიელ ავზს ხედავთ - მარტოობა გელით ახლობელ ადამიანებთან ჩხუბის გამო. ავზის რაიმე სითხით შევსება, ქალისთვის ნიშნავს დაფეხმძიმებას, გასათხოვარი გოგოსთვის - სარფიან შეთავაზებას, ხოლო მამაკაცისთვის - ჩანაფიქრის ასრულებას. დაჟანგებული ან გატეხილი ავზის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილება და კეთილდღეობა გელით, რასაც მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ.
ცისტერნის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ცარიელი ცისტერნის ნახვა - ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მოგწონთ, არაფერი გააჩნია დამაინტრიგებელი გარეგნობის გარდა. არც სულიერი და არც სასიყვარულო კუთხით, მას არ აქვს არანაირი ნიჭი. თუ ძილში ნანახი ცისტერნა შევსებული იყო, საჭიროა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ სახლს, რადგან ოჯახის წევრებს ძალიან აკლიხართ. დაიმახსოვრეთ - სახლი აკვარიუმივითაა, თუ მასში წყალს არ გამოცვლით, ახლით არ შეავსებთ და მის ბინადრებს არ გამოკვებავთ, ის მალე ჭაობს დაემსგავსება, თევზები კი შიმშილითა და სუფთა ჰაერის უკმარისობით მოკვდებიან.