ბალეტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ბალეტის სიზმარში ნახვა მიანიშნებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ერთგულების არარსებობას, კომერციულ საქმიანობაში წარუმატებლობას და კამათს შეყვარბულ წყვილებს შორის.
ბალეტის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ ბალეტი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თავს ისეთი რამის კეთებას აიძულებთ ურთიერთობებში, რაც მიუღებელია თქვენთვის, თან ამაზე არც კი საუბრობთ პარტნიორთან, რადგან გეშინიათ მასთან ურთიერთობის გაფუჭების. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ქცევით გაცილებით მალე გაგიფუჭდებათ ურთიერთობა, ვიდრე გულახდილი საუბრით, გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორი უკვე გრძნობს კიდეც ამას.
თეატრის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში თეატრში ხართ - ეს ნიშნავს, რომ მალე ახალ და კარგ მეგობრებს შეიძენთ. ასეთი სიზმრის შემდეგ, თქვენი საქმეებიც კარგად წავა. თუ გესიზმრებათ, რომ ერთ-ერთი მსახიობი ხართ, რომელიც სპექტაკლში მონაწილეობს - სიხარული, რომელიც წინ გელით, ხანმოკლე იქნება. სიზმარში საკუთარი თავის ვარიეტაში ნახვა - ნიშნავს, რომ ყველა სურვილი და ოცნება აგიხდებათ. თუ თეატრში ყოფნისას იცინით და ტაშს უკრავთ - ეს ნიშნავს, რომ მალე მოგიწევთ საკუთარი ღირსებით გარისკვა, ვიღაცის უაზრო კაპრიზის შესასრულებლად. თუ სიზმარში ცეცხლმოკიდებული თეატრის შენობიდან გარბიხართ - რეალურ ცხოვრებაში გაბედავთ და მონაწილეობას მიიღებთ რისკიან საქმეში.
ოპერის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ძილში ოპერაში იმყოფებით - მალე ახლობელ ადამიანებს შეხვდებით, ასევე საკმაოდ კარგად წავა თქვენი საქმეები.
რატომ გვესიზმრება თეატრი
ცვეტკოვის მიხედვით
ფულისა და მეგობრების დაკარგვა, იმედგაცრუება, უშედეგო მცდელობები; მსახიობი ქალის გაცნობა;
წარმოდგენის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ სპექტაკლს ესწრება - ეს მიანიშნებს მის ცხოვრებაში მისაღები მამაკაცის მხრიდან სასიყვარულო კუთხით გააქტიურებას, სამომავლოდ კი მას ქორწინება ელის, რომელშიც გაუმართლებს. თუ მას პიესა ან ცალკეული სცენები ააღელვებს – ეს ნიშნავს, რომ წინ სასიამოვნო მოვლენები ელის.