სიზმრების ახსნა
ბალთის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბალთის ნახვა – მიანიშნებს, რომ მალე მოსაწვევებს მიიღებთ გასართობ ღონისძიებაზე დასასწრებად, რაზეც უარს ვერ იტყვით. საქმე შეუსრულებელი დაგრჩებათ და ამან შეძილება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
რატომ გვესიზმრება ბალთა
მილერის მიხედვით
თუ გაპრიალებული ბალთა გესიზმრებათ სამხედრო ქამარზე, მალე სამსახურში და ოჯახშიც მოგინდებათ დამოუკიდებლად მოქცევა, გადაწყვეტილებების საკუთარი ინიციატივების მიხედვით მიღება. თუ ბალთას თავად აპრიალებთ, რეალობაში სხვების აზრზე დამოკიდებული გახდებით. თუ ქამრის ბალთით ძლიერი დარტყმა მიიღეთ - დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ან დამცირებას უნდა ელოდეთ. ცხენის უნაგირზე ლამაზი ბალთების ნახვა ნიშნავს, რომ დასვენებას და მოდუნებას ვერ შეძლებთ, ბევრი შრომა მოგიწევთ დაღლილობის მიუხედავად.