ბანანის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
ის მამაკაცის საწყისის სიმბოლოა, ერთმნიშვნელოვნად იშიფრება როგორც ფალოსი, ამიტომ, მსგავსი სიზმრის ახსნა ამ შემთხვევაში, განკუთვნილია კაცობრიობის მხოლოდ მშვენიერი წარმომადგენლების - ქალბატონებისთვის. მაშ ასე, თუ დაგესიზმრათ რომ მიირთმევდით ბანანს - რეალურ ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ გაქვთ სექსუალურ ურთიერთობებში. კმაყოფილი ხართ ახლანდელი პარტნიორით და მომავალსაც პოზიტიურად აღიქვამთ. თუ სიზმარში ბანანს წყვეტთ - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად, სექსუალურ ცხოვრებაში გსურთ დომინანტის როლი გქონდეთ. შესაძლებელია ითქვას, რომ ზოგჯერ, მამაკაცის სასქესო ორგანოს თქვენ აღიქვამთ როგორც პიროვნულ, ქალური ღირსების შეურაცხყოფად და სწორედ ამ მიზეზით გსურთ ლიდერობის აღება მასზე. ფემინიზმი - ამ ერთი სიტყვით აიხსნება ეს დამოკიდებულება. თუ დაგესიზმრათ, როგორ აცლიდით ბანანს ქერქს, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში, თქვენ ზოგჯერ გიჩნდებათ სურვილი მამაკაცს ხელიდან გამოაცალოთ ძალა-უფლება - იქნებ დაფიქრდეთ, რატომ ბრაზობთ მასზე ასე ძალიან?