ბანდეროლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბანდეროლის გაგზავნა ნიშნავს, რომ უცნობს მიენდობით, რომელიც თქვენზე ჭორების გავრცელებას დაიწყებს. ბანდეროლის მიღება - კმაყოფილების და გართობის დრო მალე დადგება, რომლის შესახებ მთელი ცხოვრება ტკბილი მოგონებები გექნებათ. თუ ბანდეროლის გახსნისას აღმოაჩენთ, რომ ის ცარიელია, მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრება გელით. თუ თქვენს სახელზე გამოგზავნილ ბანდეროლს ვერ იღებთ ფოსტაში მისი დაკარგვის გამო, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დაგიდგებათ, რომელიც სავსე იქნება სკანდალებით, ჩხუბით, შესაძლოა სასამართლო პროცესებითაც კი, რაც დაკავშირებული იქნება დიდ და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან.