სიზმრების ახსნა
ბანკეტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბანკეტის ნახვა - კარგი ნიშანია, მეგობრების მხრიდან კარგ დამოკიდებულებას მიიღებთ. თუ სიზმარში მხიარული ადამიანების მასაში ხართ, რომლებიც სადღესასწაულოდ არიან გამოწყობილი და ბანკეტის ძვირადღირებულ კერძებს და სასმელს ძვირფასი ჭურჭლიდან მიირთმევენ - უდიდეს წარმატებას და აღიარებას გპირდებათ. თუ ბანკეტის სტუმრები არაკეთილგანწყობილი არიან და სუფრაც ცარიელია – სირთულეები, ურთიერთობების გაფუჭება, დაშორება და პრობლემები გელით.