ბანკის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ბანკში უსაქმურად მყოფი მოლარეების დასიზმრება ნიშნავს, რომ გელით დანაკარგი, იმედგაცრუება და ჩავარდნა საქმეში. ბანშკი ოქროს მონეტების ჩაბარება - გაუფრთხილებლობას, დაკვირვების გარეშე მოქმედებას ნიშნავს; მათი მიღება - დიდი შემოსავლის და აყვავების ნიშანია; სიზმარში ვერცხლისა და ბანკნოტების ნახვა დიდი რაოდენობით - წარმატებას და პატივისცემის მოპოვებას ნიშნავს საზოგადოების ყველა ფენაში.
სეიფის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ნანახი სეიფი, მოწმობს თქვენს სასიყვარულო და სამსახურებრივ საქმეებში საიმედოობას. სეიფის გახსნის მცდელობა მიანიშნებს, რომ იმედგაცრუება გელით, გეგმები ჩაგეშლებათ ისე, რომ ვერაფრის რეალიზებას ვერ შეძლებთ. თუ სეიფი გახსენით და ცარიელია - უბედურებაა მოსალოდნელი.