კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
აიურვედას მიხედვით
ეს სიზმარი მიგანიშნებთ იმაზე, რომ რეალობაში მოგიწევთ არასასურველი საქციელის ჩადენა, რომელიც თავად გავნებთ. ყურადრებით და ფრთხილად იყავით ქცევისას.
ბანკროტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ვერ ახერხებთ ვალების გასტუმრებას და თავს ბანკროტად თვლით - რეალურ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გემუქრებათ, პირიქით, თქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ საუკეთესო კუთხით მოახდინოთ საქმიანობის ორგანიზება. თუმცა, გარკვეულმა პრობლემებმა, შესაძლოა პერიოდულად შეგაწუხოთ. თუ ბანკროტებად სხვებს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში კეთილსინდისიერ და კეთილშობილ ადამიანებს შეხვდებით, მაგრამ მათთან ზედმეტად გულახდილობამ, შესაძლოა გავნოთ. ახალგაზრდა ქალისთვის მსგავსი სიზმარი ნიშნავს საყვარელ ადამიანთან დაშორებას, რისი მიზეზიც გახდება მათი შეხედულებების გაყოფა.