კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ბარგის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
დღეისათვის საკმაოდ მიღებულია ადამიანის ემოციურ „ბარგზე“ საუბარი. ეს თანამედროვე ტერმინი საშუალებას იძლევა ახლებურად შევხედოთ პიროვნების მხრიდან გარშემომყოფებთან ურთიერთობების პრობლემებს. მოცულობითი და მძიმე ბარგი - მოწმობს იმას, რომ ადამიანის ცხოვრება ძალიან მოსაწყენია და მასში არ არსებობს ემოციური საზღვრები. ბარგის მისტიკური ხასიათი - ეს არის რაღაც საიდუმლოს სიმბოლო, რაც სხვისი თვალისგან დაფარულია, მაგალითად, რაღაც საიდუმლო იდეა. თუ სიზმარში ბარგი გზას გიხერგავთ, ან მისმა დაკარგვამ გაურკვეველი გრძნობა გაგიჩინათ - გადახედეთ ნივთებს რეალურ ცხოვრებაში, მათ შორის ბევრ ისეთს აღმოაჩენთ, რომელთა მოშორება არანაირად არ დაგაზარალებთ.
რატომ გვესიზმრება ბარგი
მილერის მიხედვით
ბარგის სიზმარში ნახვა - უსიამოვნო საზრუნავის გაჩენას ნიშნავს. მავნე ადამიანების მხრიდან პრობლემებს წააწყდებით. თუ დაგესიზმრათ, რომ საკუთარი ბარგი მიგქონდათ, იმდენად დატვირთული იქნებით პირადი საზრუნავით და პრობლემებით, რომ გარშემომყოფების მიმართ სრულიად გულგრილი დარჩებით. საკუთარი ბარგის დაკარგვა - ნიშნავს წარუმატებლობას, განსაკუთრებით საფონდო ბირჟაზე აქტიოვბისას, ან ოჯახურ უსიამოვნებას. დასაქორწინებელი მამაკაცებისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს ნიშნობის ჩაშლას.
რატომ გვესიზმრება ბარგი
ცვეტკოვის მიხედვით
გართულებების, ურთიერთობების ჩაშლის, უსიამოვნებებისა და ჭორების დატრიალების ნიშანია.
რატომ გვესიზმრება დიდი ჩანთა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ჩანთა მძიმეა — სურვილები აგისრულდებათ.
რატომ გვესიზმრება პატარა ჩანთა
ცვეტკოვის მიხედვით
საიდუმლოს არსებობის ნიშანია.
ჩემოდანის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში სამგზავრო ჩემოდანს ნახავთ - მოგზაურობას ან წარუმატებლობას ნიშნავს. ჩემოდანის ჩალაგება - სასიამოვნო მოგზაურობა გელით. თუ ხედავთ, რომ ჩემოდანში ბარგი მოუწესრიგებლად არის, ხანმოკლე მოგზაურობას, კამათს და მის უსიამოვნოდ დასრულებას ნიშნავს. ცარიელი ჩემოდანი - სიყვარულსა და ქორწინებაში იმედგაცრუების ნიშანია. თუ ჩემოდანში არსებული ბარგის შემოწმება ესიზმრება ისეთ ადამიანს, რომელიც ხშირად დადის მივლინებებში - გარდაუვალი წარმატების და სამსახურში დაწინაურების ნიშანია. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში ჩემოდნის გახსნის მცდელობის ნახვა ნიშნავს, რომ რეალობაში ეცდება დაიპრყოს შეძლებული მამაკაცის გული, თუმცა, გარემოებები წრამატების მიღწევაში ხელს შეუშლის. ხოლო თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ვერ ახერხებს ჩემოდნის ჩაკეტვას - ეს ნიშნავს, რომ სასურველი მოგზაურობა, რეალურად იმედგაცრუების მომტანი იქნება მისთვის.
ჩემოდანის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ჩემოდნების გამზადება სამგზავროდ - ახლობელ ადამიანთან ჩხუბს ნიშნავს, რომლის დროსაც ორივე მხარე ზედმეტ უხეშობას გამოიჩენს. ჩემოდნის ყიდვა - რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით და მეგობრის მხრიდან დახმარების იმედი გექნებათ, რომელსაც მიიღებთ კიდეც. მძიმე ჩემოდნის ტარება - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში დატვირთული ხართ უამრავი კომპლექსით, რაც ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში, თუმცა, ძალიან გეზარებათ ამ ყველაფერში გაერკვეთ. ფრთხილად იყავით, თორემ ასე შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გაეხვეთ, თან სამუდამოდ. რატომ გვესიზმრება ჩემოდანი ცვეტკოვის მიხედვით გამგზავრება; ჩემოდნის საჩუქრებთან ერთად მიღება - ქალისთვის ნიშნავს პირად და სასიყვარულო საკითხებში სიხარულს; ჩემოდნის ყიდვა მამაკაცისთვის ნიშნავს - ქალის გაცნობას, რომელსაც ძალიან დაუახლოვდება; ჩემოდანი ჩემოდანში - ქალისთვის ნიშნავს, რომ გააჩნეს ან ძალიან უნდა ბავშვის გაჩენა.