სიზმრების ახსნა
ბარიკადას დასიზმრება
მილერის მიხედვით
ქალაქის ქუჩაში ბარიკადების ნახვა - რაღაც მოულოდნელი მოვლენა თქვენს ცხოვრებას გადაატრიალებს. თუ ბარიკადების მოწყობაში მონაწილეობთ - სხვის თამაშში პაიკის როლში ხართ, ამიტომ საჭიროა რეალური სიტუაცია კარგად გააანალიზოთ და თამაშიდან გახვიდეთ. ქალს ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე ელის. თუ ბარიკადებზე თეთრ დროშას ხედავთ - გარკვეულ საკითხებში შეხედულებებს შეიცვლით, ნაკლებ კრიტიკული გახდებით შეფასებებში და შესაძლოა საკუთარ პრინციპებსაც უღალატოთ. თუ სიზმარში უარს აცხადებთ ბარიკადის მოწყობაზე, ეს მიანიშნებს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ ეჭვებისა და ორჭოფობის გასაქარწყლებლად.