ვინმეს ხმის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმების გაგონება - შერიგებისა და სიმშვიდის ნიშანია; უხეში ხმები წამოყვირებებით - უსიამოვნებას მოგიტანთ. მომტირალი ხმის გაგონება სიზმარში დაგაფიქრებთ რეალურად ხომ არ აპირებთ ახლობელი ადამიანის გულის ტკენას. ღმერთის ხმა სიზმარში გიბიძგებთ სულიერი ამაღლებისკენ, პატივისცემისა და აღიარების მოპოვებისკენ. თუ დედას ესმის შვილის ხმა სიზმარში - სამწუხარო ამბებისთვის უნდა მოემზადოს. გამაფრთხილებელი ხმის გაგონება სიზმარში ნიშანვს, რომ ახლო მომავალში წარუმატებლობა გელით და სულიერი მხნეობა გჭირდებათ. თუ ხმა გეცნოთ - სირთულეები კიდევ უფრო მძიმე გადასალახი იქნება.
რატომ გვესიზმრება ბასი
ცვეტკოვის მიხედვით
ბასით მღერა — მოულოდნელად გამგზავრება და საქმეებში არეულობა გელით.
რატომ გვესიზმრება მუსიკალური ხმები
ცვეტკოვის მიხედვით
გაურკვეველი - ჭორები, სიცრუე საქმესა და საბუთებში; გამოკვეთილი, მკაფიო ხმოვანება - სასიამოვნო ამბავს გაიგებთ; მელოდია სიტყვებით - მომავლის მინიშნებებია, ამიტომ დააკვირდით რა სიტყვები გესმით; საქებარი სიტყვები - ღირსების შელახვა; საუბარი მუსიკალური ხმების ფონზე - მოწვევას მიიღებთ.
საუბრის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
თუ თავად საუბრობთ — სიტუაცია გამოგისწორდებათ; თუ უცხო ენაზე საუბრობთ საკუთარ სახლში - უცნაური, ძალიან უჩვეულო ვითარება შეგექმნებათ.
საუბრის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
მღელვარების ნიშანია.
სიზმარში საუბრის ნახვის ახსნა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ვინმეს ესაუბრებით - ეს ნიშნავს, რომ მალე ახლობელი ადამიანის ავადმყოფობას გაიგებთ. გარდა ამისა, გელით საქმიანობაში უსიამოვნებები. თუ ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანები გესიზმრებათ - ეს ნიშნავს, რომ დაგადანაშაულებენ სხვების საქმეში ჩარევისთვის. თუ სიზმარში გეჩვენებათ, რომ თქვენზე საუბრობენ - არაკეთილგანწყობილი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით.
სიტყვით გამოსვლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში სახელმწიფო მოხელის სიტყვით გამოსვლის ნახვა - ნიშნავს, რომ მეგობართან იჩხუბებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვის საუბარს განიხილავთ - სახიფათო თავგადასავალი გელით. თუ სიზმარში ვინმეს საუბრის გახსენებას ცდილობთ - მოულოდნელი გართულებები გელით. ვინმეს საუბრის გამეორება და გაანალიზება ნიშანვს, რომ სასურველის მიღწევამდე მოგიწევთ სერიზოული დაბრკოლებების გადალახვა.