ბაზარი
ცვეტკოვის მიხედვით
მაღალი რანგის ცხვორება; გართობა;
ბაზრის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ბაზარში ხართ - ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილეს და აქტივობას გამოიჩენთ საქმიანობის ყველა სფეროში. თუ ბაზარი ცარიელია - დეპრესიის და საქმეების წარუმატებლობის ნიშანია, რასთანაც გამკლავება მოგიწევთ. ბაზარში თუ პროდუქტი ლპება - საქმეში დანაკარგის ნიშანია. როცა ასეთ სიზმარს ახალგაზრდა ქალი ხედავს, ეს მიანიშნებს, რომ მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდება.
ბაზრის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ ბაზარი დაგესიზმრათ, ეს მიგანიშნებთ ოჯახურ კამათზე, რომლის მიზეზიც საყოფაცხოვრებო პრობლემები გახდება. მსგავსი საკითხები, სამწუხაროდ კლავენ ყველაზე ლამაზ და ნაზ გრძნობასაც კი, ამიტომ, თქვენ უნდა ისწავლოთ შეგუება წვრილმან პრობლემებთან, დისკომფორტის შემქმნელ საკითხებთან და ისინი მიიღოთ როგორც გარდაუვალი მოცემულობა.
ბაზრობის დასიზმრება
მილერის მიხედვით
საკუთარი თავის ხმაურიან და ხალხმრავალ ბაზრობაზე ნახვა - სასიამოვნო და შემოსავლიან საქმიანობას გპირდებათ, ასევე კარგი მეგობრების შეძენას. თუ ასეთ სიზმარს ახალგაზრდა ქალი ნახულობს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების მეგზურად იპოვის ხალისიან და თავდაჯერებულ პარტნიორს.
ბაზრობის დასიზმრების მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
გამოფენა-გაყიდვა სიზმარში ნიშნავს, რომ ჯგუფური სექსი, რომლის ქონასაც დიდი ხანია ოცნებობთ, გარკვეულწილად რეალობაში გადავა, თუმცა, შთაბეჭდილებები, რომელსაც მის დროს მიიღებთ, მოლოდინს არ გაამართლებს. თუ ბაზრობაზე ვაჭრობთ - ეს ნიშნავს, რომ ძალიან მარტივად უდგებით პირად ცხოვრებას და მუდმივად იცვლით პარტნიორებს.
რატომ გვესიზმრება ბაზარი
ფროიდის მიხედვით
თუ ბაზარი დაგესიზმრათ, რეალურ ცხოვრებაში გამოირჩევით მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრებით. უპასუხისმგებლო ადამიანი ხართ და მუდმივად გერევათ ქალების სახელები, რადგან სექსუალური პარტნიორების რიცხვი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ყველას დამახსოვრება. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია აწარმოოთ ჩანაწერები, სადაც შეიტანთ თქვენი საყვარლების (ქალების ან კაცების) მახასიათებლებს.
რატომ გვესიზმრება ბაზარი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭორებს გაიგებთ.
რატომ გვესიზმრება ბაზრობა
ცვეტკოვის მიხედვით
მოწყენილობის ნიშანია.