კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
გარდაცვლილი ბებიის დასიზმრება
საერთო სიზმრის ახსნის მიხედვით
გარდაცვლილი ახლობლები ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ - ეს ნორმალურია, რადგან ისინი ჩვენს მეხსიერებაში რჩებიან და გვევლინებიან სიზმრად. აქედან გამომდინარე, თუ გარდაცვლილი ბებია დაგესიზმრათ, ამას სხვადასხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს. მსგავს სიზმრებში, გარდაცვლიები ცდილობენ გაგვაფრთხილონ, ამიტომ, სიზმრის რომელიმე სიუჟეტის იგნორირება არასწორია. თუ სიზმარში ბებიასთან ერთად ბაბუაც ნახეთ, ეს მიანიშნებს, რომ სამომავლოდ ბევრი საზრუნავი გაგიჩნდებათ, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება მოახლოებული დღესასწაულისთვის საჭირო სამზადისთან, სახლიდან გადასვლასთან და ფინანსურ ხარჯებთან. გაიხსენეთ გიღიმოდათ თუ არა გარდაცვლილი ბებია სიზმარში? კარგი იქნება თუ თვალს გადაავლებთ თქვენს გარემოცვას - შესაძლოა მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ თქვენს რეპუტაციაზე. თუ მიცვალებულს ესაუბრებოდით - ცუდის ნიშანია, რეალობაში უსიამოვნებები და დანაკარგი გელით. თუ სიზმარში ბებია ფულს გთავაზობდათ - ავის მომანიშნებელია. თუ ეს ფული აიღეთ, რეალობაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი გექენებათ. თუ არ გამოართვით, მაშინ შეძლებთ სირთულეების გადალახვას ისე, რომ მატერიალური ზარალი თავიდან აიცილოთ. თუ სიზმარში გარდაცვლილი ბებია ფულის მიცემას გთხოვთ - ეს კარგი ნიშანია, რადგან რეალობაში უზრუნველი ცხოვრება გელით და ფინანსური პრობლემები არ გექნებათ.
გარდაცვლილი ბებიის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმრის ასეთი სიუჟეტი იძლევა მინიშნებას, რომ საჭიროა ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კარგად გაიხსენეთ, ზუსტად სად ნახეთ გარდაცვლილი ბებია. თუ ის კუბოში იწვა, სავარაუდოდ თქვენი მეორე ნახევარი გღალატობთ. თუ ბებია თავის სახლში იყო, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მსოფლმხედველობისა და ფასეულობების სისტემაში ცვლილებები მოხდება.
გარდაცვლილი ბებიის ცოცხლად დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
ფროდის ახსნის მიხედვით, შვილიშვილ გოგოს ტყუილად არ ესიზმრება გარდაცვლილი ბებია. თუ სიზმარში ბებია საკვებს, ფულს ან სხვა რამეს ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში, თქვენ მის წინაშე არანაირი დაპირება შეუსრულებელი არ გაქვთ. თუ ტკბილეულს აწვდის - ესეიგი აფრთხილებს შვილიშვილ გოგოს - არსებობს ალბათობა, რომ საქმრო მას ატყუებდეს.
თუ გარდაცვლილი ბებია ხშირად გესიზმრებათ
ლოფის მიხედვით
საჭიროა სიზმარი დეტალურად გაიხსენოთ, რადგან გარდაცვლილები ტყუილად არ გვევლინებიან. ყველაზე ხშირად, ეს გაფრთხილებაა - საიქიოდან რაღაც მნიშვნელოვანის შესახებ უნდათ რომ გვითხრან. თუ სიზმარში გარდაცვლილ ბებიას ფოტოებს აძლევდით, ვინც ამ ფოტოებზეა მათ საფრთხე, შესაძლოა სიკვდილიც კი ელით. გაიხსენეთ ვინ დაინახეთ ფოტოებზე - იქნებ შეგიძლიათ გააფრთხილოთ ან რაიმე დახმარება გაუწიოთ ამ ადამიანებს. თუ სიზმარში გარდაცვლილი ბებია ტიროდა - რეალობაში უსიამოვნება და ჩხუბი გელით. იგივე ახსნა აქვს სიზმარს, თუ ბებია მოწყენილი იყო. ასეთი სიზმრის შემდეგ, კარგი იქნება თუ მოინახულებთ ბებიის საფლავს, ეკლესიაში შეხვალთ და მისთვის სანთელს დაანთებთ. თუ სიზმარში ნათესავი ქალის გვამინახეთ 0 უსიამოვნებებს ელოდეთ. შესაძლოა, მალე ავად გახდეთ.
ოჯახის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ ოჯახი არის ბედნიერი და მშვიდი, ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელი და წარმატებული იქნებით, მაგრამ თუ პირიქით არის, უდიდესი დადრდი და იმედაცრუება გელით.
რატომ გვესიზმრება ბებია
ცვეტკოვის მიხედვით
გაფრთხილება პირადში; გაუფრთხილდით და უფრთხილდით ახლობლებს; თუ რჩევა-დარიგებას გაძლევთ, გაითვალისწინეთ სიტყვა-სიტყვით, რასაც გეუბნებათ;
რატომ გვესიზმრება გარდაცვლილი ბებია
ვანგას მიხედვით
მსგავს სიზმარს, ვანგა ხსნიდა იქედან გამომდინარე, რამდენი ხნის გარდაცვლილი იყო ბებია რეალურად. თუ მისი გარდაცვალებიდან 40 დღეზე მეტი არ იყო გასული, ის თვლიდა, რომ სიზმარი, ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სულიერი ტრამვის შედეგი იყო. მაგრამ, თუ დიდი ხნის გარდაცვლილია და სიზმრად გვევლინება, ამის ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად შეიძლება. ახალგაზრდა გოგონებს მსგავსი სიზმარი ცხოვრებაში ცვლილებებს მიანიშნებს, შესაძლოა გათხოვებასაც. თუ ბებიას სიზმარში ესაუბრებოდით, ეხვეოდით და ის ჯანმრთელად და კარგად გამოიყურებოდა - საჭიროა გაიხსენოთ და შეასრულოთ დანაპირები, რომელიც მას სიცოცხლეში მიეცით და დღემდე არ შეგისრულებიათ. თუ ერთდროულად ორი გარდაცვლილი ბებია გესიზმრებათ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უსიამოვნებებისგან გიცავენ. მადლობის ნიშნად, კარგი იქნება მათთვის სანთელს თუ დაანთებთ ეკლესიაში და მიცვალებულებისთვის აღსავლენ ლოცვასაც წაიკითხავთ. თუ ძილში გარდაცვლილი ბებია თავისთან გიხმობდათ, ეს ცუდის ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მის დაძახილზე წახვედით, რაც მიგანიშნებთ, რომ მძიმე ავადმყოფობა გელით, შესაძლოა სიკვდილიც კი. გარდაცვლილ ბებიას თუ ეხვეოდით, რეალობაში თქვენს ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება. თუ ის გეხვეოდათ - ჩადენილი სულელური საქციელის მიმანიშნებელია, რომლის გამოსწორება ჯერ კიდევ შეგიძლიათ.
რატომ გვესიზმრება გარდაცვლილი ბებია
ჰასეს მიხედვით
მოცემული ახსნის მიხედვით, სიზმრის გაშიფვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ქმედებები მოხდა. თუ სიზმარში ბებია ცოცხალი იყო და მას კოცნიდით, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი რჩეული არ არის გულახდილი და იგივეს არ გრძნობს, რასაც თქვენ მის მიმართ. თუ ბებიას სხვა კოცნიდა, უახლოეს მომავალში დიდი ხარჯები გელით. სიზმარში თუ ბებია გარდაცვლილი იყო და კუბოში იწვა, თქვენ კი მას კოცნიდით - ეს ნიშნავს, რომ მალე გათავისუფლდებით იმ მოვალეობებისგან, რომლებიც მძიმედ გაწევთ მხრებზე.
რატომ გვესიზმრება ნათესავები
ცვეტკოვის მიხედვით
დაშორება, უსიამოვნებები და წარუმატებლობა საქმიანობაში.
რატომ გვესიზმრება ქალი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ქალი შავთმიანია - ჭორებს გაიგებთ; თუ ქალს აკვირდებოდით - მეგობრებისსგან მოტყუებული დარჩებით; უცნობი ქალის კოცნა სიზმარში - ფულის შოვნის ნიშანია; კოჭლი ქალი - გულისწყვეტა, ავადმყოფობაა; ბებერი და შეუხედავი ქალი - კამათი, უბედურება; ახალგაზრდა უცნობი ქალი - ქალისთვის: უსიამოვნება, მამაკაცისთვის: საქმეების ჩავარდნა. თუ ძალიან ლამაზი ქალი დაგესიზმრათ - ახალი შესაძლებლობები გექნებათ საქმიანობაში. ქალი გრძელი, ლამაზი თმით - ჯანმრთელობის ნიშანია; თუ სიზმარში ქალი გაჩერებთ - ბედი გაფრთხილებთ მომავალ წარუმატებლობასთან დაკავშირებით; პირპადიანი ქალი - სიკვდილის ნიშანია; თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ სიზმარში ქალი ფიზიკურად უსწორდება - სიყვარულში გაიმარჯვებს; თუ ქალს ესიზმრება - ძლიერ მეტოქეს შეხვედება რომანტიკულ ურთიერთობებში ან ავად გახდება; სიზმარში ნანახი ქალი თუ დედათქვენს ჰგავს, ეს ქალისთვის ნიშნავს, რომ მალე გათხოვდება, ხოლო მამაკაცისთვის ნიშნავს, რომ წარმატებები ექნება საქმიანობაში.
სიბერის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში საკუთარ თავს ან ნაცნობ ადამიანს დაბერებულს ხედავთ - არ შეგეშინდეთ სექსში ექპერიმენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიციკლებით ერთი და იგივე პოზებზე, რომლებსაც თქვენ, რა თქმა უნდა კარგად ასრულებთ, თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სექსუალურ ადამიანად ჩაითვალოთ.
სიზმარში ნათესავების ან ოჯახის წევრების ნახვა
ლოფის მიხედვით
ნათესავები და ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სიზმარში. სწორედ ამიტომ, ისეთი სიზმრების ახსნა, სადაც მათ ვხედავთ, არც თუ ისე ადვილია. არსებობს ასობით ახსნის ფორმა, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს სიზმრის სცენარიდან ან კლასიკური ფსიქოლოგიის კანონებიდან. ოჯახზე სიზმრის ნახვა, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ადამიანის სურვილს, ზუსტად გაერკვეს როგორი ქცევა, წყობა და დამოკიდებულება არის სწორი ოჯახური ცხოვრებისას და შემდეგ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელოს. უამრავი ადამიანი გადის ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსებს იმისათვის, რომ ჰქონდეს ნორმალური ოჯახი და ქორწინება. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან, ასევე იქედან, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი ჩვენთვის მისაღები „ნორმალური“-ს განსაზღვრებას. მსგავსი ტიპის სიზმრებმა, შესაძლოა გაამყაროს ან პირიქით, დაამსხვრიოს ჩვენი მიმღეობა ზოგადად „ნორმალური“-ს მიმართ. შიდა ურთიერთობის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ოჯახებში, რათა მოხდეს ოჯახური გაგებისა და ტრადიციის განვითარება-გაგრძელება. იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებით და სწავლობთ „ნორმალური“-ს გაგებას მისი საკუთარ შეხედულებებთან თანხვედრაში მოყვანით, ეს ტრადიციები ან უფრო მყარდება თქვენს ცნობიერებაში, ან ოკნფლიქტში მოდის თქვენს პირად წარმოდგენებთან. ოჯახის წევრების მოვალეობები, ასევე წესრიგი და განრიგი ამა თუ იმ კუთხით, განისაზღვრება გავლენის მიხედვით. აღნიშნულზე დაყრდნობით, ადამიანები ქმნიან საკუთარ ოჯახურ ისტორიას, რომელიც ასევე განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის მდგომარეობას ამ კონკრეტულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვანი გამოხატულება აქვს ჩვენს ცხოვრებასა და სამყაროს მიმღეობაში. თუ ვიმსჯელებთ არქეტიპის დონეზე, ასეთი სიუჟეტის სიზმარი, შესაძლოა გაიშიფროს როგორც მძინარეს სურვილი, დაინახოს რა ურთიერთქმედებაშია ნათესავი ადამიანებისგან შემდგარ მრავალრიცხოვან ჯგუფთან. სიუჟეტის ახსნისთვის, აუცილებელია განისაზღვროს, რომელი ნათესავი იღებდა მონაწილეობას სიზმარში, ასევე დადგინდეს, ცოცხალია თუ არა ის სინამდვილეში, რადგან სიზმრებში ყველაზე ხშირად, სწორედ გარდაცვლილი ნათესავები ან ოჯახის წევრები გვევლინებიან. როგორც წესი, ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს: სიზმარში ნანახი ქმედებები გახსენებთ რიტუალურ დამოკიდებულებას ამ კონკრეტულ პირპვნებასთან, ან თქვენს შორის ურთიერთობებში ბევრი გაურკვევლობა დარჩა. როგორც წესი, ნათესავებზე სიზმრები პერიოდულად მეორდება, რასაც შეიძლება ჰქონდეს წინასწარმეტყველური ან ისტორიული ახსნა, განსაკუთრებით თუ ამ პიროვნებების მიმართ მაღალი ემოციური განცდები გაკავშირებთ, ან მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. პირველ შემთხვევაში, სიზმარი შეიძლება მიგანიშნებდეთ რისგან არის გამოწვეული თქვენი განცდები ან რით შეიძლება მათი თავიდან აცილება. ჯანმრთელობის პრობელემების არსებობისას, სიზმარი შეიძლება იყოს მიმანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა ოჯახის წევრი ან ნათესავი დაკარგოთ ავადმყოფობის გამო. სად და რა მიზეზით ნახულობთ ნათესავს, დიდი მნიშნველობა აქვს სიზმრის ახსნისთვის. მაგალითად, თუ სიზმარში მხოლოდ ქალი ნათესავები არიან, რომლებიც ერთად საქმიანობენ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ რაღაც ახალი კუთხით შეუერთდებით ოჯახს. ასეთი სიზმრის ახსნის სხვა ვარიანტები შეიძლება იყოს: 1. სიზმარში ქალების საქმიანობაში ჩართვის სურვილის არქონა - რეალობაში ოჯახურ ტრადიციებთან წინააღმდეგობაში მოსვლას ნიშნავს. 2. საწინააღმდეგო სქესის ნათესავების ჯგუფთან დაკავშირება - გაუგებრობა ოჯახში და საკუთარი ადგილის პოვნის საკითხში პრობლემები. 3. თუ სიზმარში ურთიერთობა გაქვთ ოჯახის ისეთ წევრებთან ან ნათესავებთან, რომლებთან საერთო მახასიათებელი ნიშნები აქვთ, მაგალითან ყველა მელოტია, ყველა დაავადებულია კიბოთი, ყველა ქვრივია, ყველა დაუქორწინებელია - რეალობაში ასახავს თქვენს სურვილს, არ იყოთ მათთან კავშირში, ან თქვენს სიბრალულს მათ მიმართ, არსებული მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, სიზმარში ისინი შეიძლება სხვადასხვა აზრობრივ დატვირთვას ატარებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ასეთი სიზმარი შეიძლება ასახავდეს მათ გავლენას თქვენზე. ოჯახის ტიპიური ფიგურები, რგოროიც არიან დედები და მამები, სიზმრებში სერიოზულ მნიშვნელობას ატარებენ. მიუხედავად მათთან დამოკიდებულებისა, ისინი არიან პირველი ადამიანები, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, პიროვნულ ფორმირებაზე, ფასეულობებზე, თვითშეფასების მაჩვენებელსა და მსოფლმხედველობაზე. აქედან გამომდინარე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასიზმრება, ასევე მიგვანიშნებს მათ დადებით ან უარყოფით გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. ადამიანის ხასიათი, ძლიერი და სუსტი მხარეები მორიგეობით ვლინდება თაობებში. მაგალითად, მამები ერთ თაობაში გაცილებით მკაცრები და დესპოტები არიან, ვიდრე მომდევნოში. ამიტომ, სიზმარში მათ ნახვას, შესაძლოა გარკვეული კომპენსაციური ეფექტიც კი ჰქონდეს. არსებობს სიზმრის სცენარი, სადაც ოჯახის წევრს ან ნათესავს ადამიანი მისთვის უჩვეოლო მდგომარეობაში ხედავს, მაგლაითად, ბებიასთან ერთად აკვალანგით წყალში ყვინთვა. როგორც წესი, ასეთი სახის სიზმრები გამოხატავენ სხვადასხვა სიმბოლოებს და მიანიშნებენ მათ რეალურ მნიშვნელობაზე.