ბეზეს სიზმარში ნახვის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ ბეზე დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში სექსუალური სიამოვნების მიღებისკენ მიილტვით და ამის მისაღწევად მზად ხართ არაერთი პარტნიორი შეიცვალოთ. მუდმივ ძიებაში ხართ და მალე საკუთარ ცხოვრებას ერთგვარ სექს-თამაშად აქცევთ. შეცდომას კი უშვებთ მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. თუ სიზმარში ბეზეს აცხობდით, სინამდვილეში სექსში წარუმატებლობის მიზეზებს საკუთარ თავში ეძებთ. რატომღაც გეჩვენებათ, რომ პარტნიორს არასაკმარისად აღაგზნებთ. დამშვიდდით, რადგან ფიზიოლოგია ზოგჯერ გრძნობებს ატყუებს და ამას ვერაფერს ვუზამთ. გარდა ამისა, შესაძლოა ცუდად იცნობთ პარტნიორის ეროგენულ ზონებს. ამიტომ, უმჯობესია ამ თემაზე მას ესაუბროთ, სასირცხვილო ამაში არაფერია.