ბლინების დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
ბლინები ფართოდ გავრცელებული საკვებია, რომლის მომზადებისას იყენებენ სხვადასხვა სახის გულსართს - დაწყებული ტკბილი, დამთავრებული ხორცის და თევზის გულსართით. მაგრამ ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ სიზმარში ის არა ჩვეულებრივი საკვები, არამედ საკმაოდ საკრარული ნიშანია. მნიშვნელოვანია იმის გაშიფვრა, თუ რა ინგრედიენტებით იყო მომზადებული ბლინები. მაგალითად, კვერცხის გული და ცილა ასოცირდება სიმართლისა და სიცრუის გარჩევის შესაძლებლობასთან. ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით, ბლინებით გარკვეულ რიტუალებსაც კი ატარებენ. ამიტომ, კარგად გაიხსენეთ სიზმრის დეტალები, რომ უფრო სწორად შეძლოთ მისი ახსნა.
ბლინების დასიზმრება
ლონგოს მიხედვით
ბლინები ყოველთვის აღიქმებოდა აყვავების, განახლების სიმბოლოდ. თუ სიზმარში მათ მიირთმევდით, რეალობაში ელოდეთ წინსვლას, ფინანსურ კეთილდღეობას, წარმატებას საქმეში. დაბრაწული, ლამაზად გამზადებული ბლინები - სასიამოვნო ნაცნობობა, კარგი ამბის გაგება. თუ ბლინები დამწვარია - ოჯახში კონფლიქტი, საქმეში პრობლემები და ცხოვრებისეული სირთულეები გელით. უმი ბლინები მიანიშნებს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად საკმაო გარჯა მოგიწევთ.
ბლინების თეფშზე დასიზმრება
ასირიული სიზმრის ახსნის მიხედვით
ბლინი დაგესიზმრათ თეფშზე? - მალე შეტყობინებას მიიღებთ მეგობრის ან ახლობელი ადამიანისგან. თუ ბლინი დაბრაწული იყო, ფინანსური სარგებელი გელით. თუ გემრიელი ლუკმა დაგივარდათ, გაუთვალისწიენებელი ხარჯები, დანაკარგი, პრობლემები გელით. რაც უფრო ბევრი ბლინი დავარდება, მით მეტი პრობლემა და დიდი დანაკარგი გექნებათ.
ბლინების ჭამა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ძირითადად, სიზმარში ბლინის ჭამა იშფრება დადებითი კუთხით. ახალ მეგობრებს შეიძენთ, აგისრულდებათ სურვილები და დიდი ხნის ოცნება. თუმცა, ასეთ სიზმარს, ნეგატიური ახსნაც აქვს. მისი ნახვის შემდეგ, მოსალოდნელია დანაკარგი, გართულებები, ახლობელი ადამიანების დახმარების საჭიროება. ასევე მნიშვნელოვანია სიზმრის დეტალები. თუ სიზმრის მნახველს სტუმრად ყოფნისას გაუმასპინძლდნენ ბლინებით - მის ახლო მეგობარს სირთულეები ელის. გულსართიანი ბლინების შემოთავაზება - უსიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოთ, ფრთხილად იყავით. თუ ასეთ სიზმარს გათხოვილი ქალი ხედავს, შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი. გასათხოვარი ქალისთვის მსგავსი სიზმარი ნიშნავს, რომ ცუდი ამბები ელის, გაჭორავენ და გაკიცხავენ. მამაკაცისთვის სიზმარში ბლინების ჭამა ნიშნავს, რომ ცხოვრებაში უდიდესი სიამოვნება ელის. თუ ბლინებს მურაბის გულსართი ჰქონდა - სასიამოვნო მოვლენები გელით. არაჟანი - ძველ ვალს დაგიბრუნებენ, რომელიც აღარც კი გახსოვთ. თუ ბლინები გულსართის გარეშე იყო - უახლოეს მომავალში სიტუაცია დაგილაგდებათ, დასტაბილურდება და შეძლებთ მშვიდად ყოფნას.
თუ ქალს ესიზმრება ბლინები
ქალის სიზმრების ახსნის მიხედვით
ქალის სიზმრებში ბლინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, საჭიროა სიზმრის დეტალების გახსენება და გაშიფვრა. ბლინების ყიდვა ან ჭამა ნიშნავს, რომ ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ამ პერიოდში ნუ აარიდებთ თავს შეხვედრებს, მიიღეთ მოწვევები, რათა ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების მიერ მოცემული შესაძლებლობა. ბლინების გორას თუ ნახავთ, ნიშნავს, რომ სირთულეები და წარუმატებლობა გელით. ამ პერიოდში უმჯობესია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. ხშირად ბლინები სიზმარში მიუთითებს ქალის სურვლზე მოასწროს და ხარისხიანად შეასრულოს ყველაფერი. ასეთი სურვილების რეალობაში მოსაყვანად მხოლოდ ოცნება არ კმარა, საჭიროა მოქმედება. გათხოვილი ქალისთვის დაბრაწული ბლინები ნიშნავს, რომ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა ექნება, ოჯახში კი სიმშვიდე და სტაბილურობა. გაუთხოვარი ქალისთვის კი მამაკაცებში ფურორის მოხდენის საბაბი გახდება, სხვა ქალებს დაჩრდილავს და დიდ ყურადღებას მიიქცევს. ფეხმძიმე ქალებისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში სასიამოვნო დროის გატარება ელით ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ჩინური სიზმრის ახსნის მიხედვით, მსგავსი სიუჟეტი დაქორწინებული მამაკაცისთვის მიანიშნებს სიდედრთან სტუმრობას, რომლის დროს ის უმასპინძლებს გემრიელი კერძებით.
რას ნიშნავს სიზმარში ბლინების ნახვა
ვანგას მიხედვით
ბულგარელი ნათელმხილველი სიზმარში ბლინების ჭამაზე ამბობს, რომ ეს ცუდი ნიშანია. მისი განმარტებით, სიზმრის მნახველს მალე გაჭორავენ და აგნსჯიან, რაც ზიანს მიაყენებს მის იმიჯს. ასევე, მან შეიძლება დიდი დანაკარგი ნახოს. გაიხსენეთ, როგორი გულსართი ჰქონდა ბლინებს: თაფლი - ოჯახში მატებას ნიშნავს. ხაჭო - გარემოცვაში სანდო, ერთგული ადამიანი გყავთ და კარგი იქნება, თუ სათანადო ყურადღებას გამოიჩენთ მის მიმართ. მურაბა - ოჯახური იდილია, სიხარული. კარაქი - გაფთხილება. თქვენ არ იყენებთ ბედისგან მოცემულ შესაძლებლობებს. ასეთი მიდგომით ვერასოდეს შეძლებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას და წარმატება მალე შეგეცვლებათ წარუმატებლობით. ნებისმიერი სხვა გულსართი - ახლობელი ადამიანი გიღალატებთ.
რატომ გვესიზმრება ბლინები
მილერის მიხედვით
როცა სიზმარში ბლინებს თავად აცხობთ და კარგად შებრაწული გამოგდით, სინამდვილეში წარმოუდგენელი ტრიუმფი გელით. მილერი თვლის, რომ ეს სიზმარი წარმატებული პერიოდის დადგომის მიმანიშნებელია. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ მიმდინარე პრობლემატური საკითხები - მათთან გამკლავება მარტივი იქნება. ეს სიზმარი მიუთითებს, რომ მისი მნახველი უფრო გააზრებულ ცხოვრებას დაიწყებს, ეკონომიურ ხარჯვაზე გადავა და მეტ ყურადღებას დაუთმობს საოჯახო საქმეებს. ასევე დადებითი ახსნა აქვს სიზმარს, რომელშიც ბლინებს მიირთმევთ - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ფინანსური წარმატება და მომავალში საქმის ნაყოფიერად განხორციელება გელით. მაგრამ, თუ დაგესიზმრათ როგორ ჭამდა ბლინებს სხვა ადამიანი, ახლო მომავალში ფულს დაკარგავთ.
სიზმარში ბლინების გამოცხობა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ სიზმარში ბლინებს აცხობთ - კარგი ნიშანია, რომელიც ფინანსურ შემოსავალზე მიუთითებს. თუ გემრიელი ბლინები გამოგივიდათ, წარმატება გელით, რომელსაც დიდი ხანია ელით. თუ გამოცხობის პროცესში ცხიმი შხეფებს ისვროდა - გაგჭორავენ და გაგკიცხავენ. გათხოვილი ქალისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს ოჯახური პრობლემების გაჩენას. ასეთი სიზმრის ნახვისას, უახლოეს პერიოდში უმჯობესია მოდუნება, სერიოზული საქმეების შესრულებისგან თავის შეკავება. გასათხოვარი ქალის შემთხვევაში, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში სირთულეები ერლის.
სიზმარში ბლინების ნახვის განმარტება
ლოფის მიხედვით
სიზმარში ბლინის ნახვა - ცხოვრებისეული განახლების ნიშანია. ბლინებით აღნიშნავდნენ ახალ პერიოდს - გაზაფხულის მოსვლას, როცა ბუნება განახლებას იწყებს. სწორედ ამიტომ, ასეთი სიზმარი უკავშირდება განახლებას, ცვლილებებს, ახალი პრიოდის მოსვლას ცხოვრებაში.
სიზმარში ბლინების ყიდვა
ჰასეს მიხედვით
ბლინების ყიდვა - მალე სტუმრები გეწვევიან. გარდა ამისა, სიზმარი მიგანიშნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდებით უცნაურ პიროვნებას, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული საქმიანობის წამოწყებაში.
სხვა სიზმრები ბლინებთან დაკავშირებით
თანამედროვე სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ უჩვეულო სიუჟეტი დაგესიზმრათ, შეეცადეთ მისი ახნა ქვემოთ მოცემული დაშიფვრის მიხედვით: თუ ბლინებს სხვა აცხობს, რეალობაში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენი მსხსნელი გახდება. თუ მცხობელი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქალი იყო, კარგი იქნება ტაძარში წასვლა და სანთლის დანთება. თუ ბლინებს სხვებისგან მალავდით, რეალობაში უსიამოვნებები გელით - ჭორებს გაგივრცელებენ და გაგკიცხავენ. სიზმარში ბლინებით სხვების გამასპინძლება ნიშნავს, რომ ყველაფერში წარმატება გელით - სამსახურში, სახლში, სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებში. თუ ბლინებს ხაჭოს გულსართი ჰქონდა, გარკვეულ ფინანსურ შემოსავალს დაკარგავთ. სიმაღლეში დაწყობილი ბლინები ნიშნავს, რომ გავლენიანი ადამიანების მხრიდან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ. თუმცა, ამავდროულად, დასახული მიზნების მისაღწევად საკმაო გარჯა მოგიწევთ. ასევე, მსგავსი სიზმრის ნახვისას, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. თუ სიზმარში ბლინებს ყიდდით - დროა აქამდე არარეალიზებული იდეების განხორციელებას შეუდგეთ, რადგან ამ ეტაპზე ყველაფერი გამოგივათ. ბლინებს მარწყვით თუ მიირთმევდით, ფლირტი და შემდეგ სერიოზული გრძნობების გაღვივება გელით. ბლინების შოკოლადის გულსართით ჭამა ნიშნავს, რომ უდიდესი ფინანსური შემოსავალი გექნებათ. ერთი სიტყვით, მსგავსი სიზმრის ნახვისას, საჭიროა დეტალების გაშიფვრა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება.