კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ბისერის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბისერის ნახვა - მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გექნებათ. თუ ბისერებს ითვლით - სასიხარულო ამბავს გაიგებთ. თუ ბისერით ქარგავთ - მდიდარი ადამიანები თქვენით დაინტერესდებიან. თუ სიზმარში ბისერებს აქეთ-იქეთ ყრით - მეგობრების პატივისცემის დაკარგვა გემუქრებათ.
ბისერის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბისერი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში წვრილმანების გამო ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავთ. არ გაქვთ ის ფართო მასშტაბები, რომლითაც ვინმეს თავს შეაყვარებთ. თქვენთან სექსი სიამოვნებას მხოლოდ პედანტს ანიჭებს.
ბრასლეტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ქალს ესიზმრება, რომ ბრასლეტს ჩუქნის მეგობარი ან საყვარელი მამაკაცი - ნაადრევი და ბედნიერი ქორწინების მიმანიშნებელია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში კარგავს ბრასლეტს, ბევრი უსიამოვნება ელის სინამდვილეში. სიზმარში ბრასლეტის ნახვა - მიანიშნებს, რომ სერიოზული ქონების მფლობელი გახდებით.
ვერცხლის დასიზმრება
ნოსტრადამუსის მიხედვით
ვერცხლი - სიმდიდრის და მთვარის ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ვერცხლის ნატეხები მიწიდან ამოაქვთ, ეს ნიშანვს ფულით ნაყიდ წარმატებას, კავშირს. მთვარის გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტების დასიზმრება - უცხოპლანეტელების გამოჩენაზე მიანიშნებს, რომელბიც დიდი ხანია ნიშანს აძლევენ დედამიწის მაცხოვრებლებს. ვერცხლის შუბების დასიზმრება, ნიშნავს აგრესიის გაზრდას და დაპირისპირების გაღვივებას დაბალი განვითარების დონის მქონე ქვეყნებს შორის, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაპყრობის მცდელობასთან.
ვერცხლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ვერცხლი სიზმარში მიგანიშნებთ, რომ ხანგრძლივი ბედნიერება მხოლოდ ფულზე არ არის დამოკიდებული. ვერცხლის მონეტის პოვნა ნიშნავს, რომ ფინანსების ნაკლებობას განიცდით და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებით ცდილობთ თავის დამშვიდებას. ვერცხლის ჭურჭელი მიანიშნებს, რომ მღელვარება და დაუკმაყოფილებელი სურვილები გექნებათ.
ვერცხლის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ვერცხლის ნაკეთობებს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში მალე მიიღებთ საჩუქრად იმ ნივთს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
მარგალიტების დასიზმრება
ლოფის მიხედვით
არქეტიპის დონეზე, მარგალიტი განიხილება როგორც ნახევრადძვირფასი ქვა. გარკვეული ტიპის მარგალიტები, სიზმარში დაკავშირებულია პირად აღმოჩენებთან. ადამიანების უმრავლესობა, რომელბიც ასეთ სიზმრებს ხედავენ, აცნობიერებენ მათ წარმომავლობას და სიზმრად ნანახ მარგალიტებს, რეალობაში საპოვნელ განძად აღიქვამენ. სიზმარში მარგალიტები იშვიათად არის ნიჟარებში, უმეტეს შემთხვევებში მათ უბრალოდ გადასცემენ სიზმრის მნახველს. მსგავსი სიზმარი რეალობაში ნიშნავს საკრალური ცოდნის გადაცემას ერთი ადამიანიდან მეორესთვის. მარგალიტის სამკაულების დასიზმრება ხშირად აიხსნება როგორც კლასიკური ტიპის საჩუქრის მიღება. ეს შეიძლება ასევე იყოს ფულის მეტაფორა, კონტრასტი ახალსა და ძველს შორის. რა გზით აღმოჩნდა თქვენს ხელში მარგალიტი ან მარგალიტის სამკაული? რელიქვიური განძი იყო თუ უბრალოდ ქვა და გამოიწვია თუ არა ემოციური დამოკიდებულება? როგორ აღიქვით მარგალიტი - როგორც სამყაროს საჩუქარი, რომელიც საყვარელ ადამიანს მიუძღვენით? ვინ მოგიძღვნათ მარგალიტი ან მისი სამკაული? სიზმარში ეს მოვლენა ჰგავდა თუ არა თქვენს რეალურ ცხოვრებაში მომხდარ ფაქტს? თუ უფრო დისონანსური იყო? - ამ დეტალებზე დაკვირვებას და მათ გაანალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს სიზმრის სწორად ახსნისთვის.
მარგალიტის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში მარგალიტის ნახვა - მიანიშნებს ბიზნესის აწყობაზე, წარმატებულ ვაჭრობასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ საყვარელი ადამიანი ჩუქნის მარგალიტს, წარმოუდგენლად ბედნიერი იქნება მის გვერდით: მას ელის მხიარულებაც, სიამოვნებაც, ერთგულებაც, მზურნველობაც და პატივისცემაც. მის რჩეულს არასოდეს დაეუფლება ეჭვიანობის გრძობა, რომელიც ანგრევს ბედნიერებას. თუ ქალი სიზმარში კარგავს ან აბნევს მარგალიტებს - ეს ნიშნავს, რომ სუფთა სიყვარული შეავსებს მის სულს და გულს, თავად კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რჩეულ მამაკაცს მოეწონოს.
მარგალიტის დასიზმრება
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში მარგალიტის სამკაულის ნახვა - ასეთი სიზმარი მიანიშნებს წარმოუდგენელი სილამაზის სანახაობის გაჩენაზე, რომელის ნახვის შემდეგ მისი მომსწრეები გარკვეულ აღიარებას მიიღებენ და მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. სიზმარში ნიჟარის გახსნა და მასში მარგალიტის ნახვა - მოულოდნელი მოვლენის მიმანიშნებელია, რომელიც სერიოზულად შეარყევს ბევრი ადამიანის ფსიქიკას. სიზმარში შავი მარგალიტის ნახვა - ცუდი ნიშანია, რომელიც ბნელი ძალების გააქტიურებას ნიშნავს. ყველაზე ცუდი მდგომარეობს იმაში, რომ სუსტი ფსიქიკის ადამიანები დაიწყებენ ბოროტი ძალების მსახურებას, თან ისე, რომ ვერც კი გააცნობიერებენ ამას. თითქოს დაჰიპნოზებული არიან ან მაგიური ძალების მორჩილებაში იმყოფებიან. თუ სიზმარში ყიდულობთ იშვიათი სახეობის მარგალიტს, ეს ნიშნავს, რომ თქვენში უდიდესი პოტენციალი იმალება, რომელიც მოულოდნელი გარდატეხების დახმარებით უცებ გამოვლინდება.
მარგალიტის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
არც თუ ისე კარგი ნიშანია, როცა მარგალიტი ესიზმრება ადამიანს, რადგან ის ცრემლების და მწუხარების მომტანია. ამიტომ, თუ მარგალიტი დაგესიზმრათ, ეს ნიშანვს, რომ ურთიერთობები დაგენგრევათ. ყველაფერი აქეთ მიდიოდა კიდეც, თქვენმა ურთიერთობამ თავი ამოწურა და მისი გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელია. თუ სიზმარში მარგალიტის სამკაულს იკეთებდით - ეს ნიშნავს, რომ რეალურად ეცდებით დანგრეული ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ეს ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თქვენი პარტნიორი ამის აზრს ვერ დაინახავს და არც სურვილი ექნება დიდად. ნუ დაატანთ ძალას, რათა არ მოახდინოთ თქვენს წინააღდმეგ მისი განწყობა. უმჯობესია მეგორბული და ცივილიზებული ურთიერთობების შენარჩუნება.
რატომ გვესიზმრება ბრასლეტი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ხელზე გაქვთ - სკანდალში გაეხვევით; თუ გჩუქნიან — საიდუმლო სასიყვარულო კავშირი გექნებათ.
რატომ გვესიზმრება ვერცხლი
ცვეტკოვის მიხედვით
მემკვიდრეობის ან სხვა სახის ქონების მიღება (მუსულმანური სიზმრის ახსნის მიხედვით).
რატომ გვესიზმრება მარგალიტი
ცვეტკოვის მიხედვით
ცრემლების ნიშანია.
რატომ გვესიზმრება მეტალი
ცვეტკოვის მიხედვით
დამდნარი - უშემოსავლობა, არამდგრადობა
საიუველირო ნაკეთობების დასიზმრება
მილერის მიხედვით
გატეხილი ან გაბზარული საიუველირო ნაკეთობების დასიზრება ნიშნავს, რომ მწარე იმედგაცრუება გელით, რომლის გამოც გაჩენილ განცდებს გადალახავთ სასუველი მიზნის მიღწევის წყალობით. ეს სიზმარი ასევე მიანიშნებს, რომ მალე ერთგული მეგობრები გიღალატებენ, ხოლო გარშემო არსებული საკითხები მთელი სიმძიმით მხოლოდ თქვენ დაგაწვებათ მხრებზე.