სიზმრების ახსნა
ბრძოლის დასიზმრება
აიურვედას მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ბრძოლაში მონაწილეობთ - მეზობლებთან ან მეგობრებთან სერიოზულ საკითხებზე ჩხუბი მოგიწევთ.
ბრძოლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ბრძოლა გამოხატავს სირთულეებთან ბრძოლას და მათზე საბოლოო გამარჯვებას. თუ სიზმარში დამარცხდით - ეს ნიშნავს, რომ სხვის მიერ ჩადენილი სულელური საქციელი, ხელს შეგიშლით მიზნების განხორციელებაში.
ბრძოლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ბრძოლაში მონაწილეობთ - რეალობაში ეცდებით იმ ადამიანის სიყვარული მოიპოვოთ და შეხვიდეთ მის ცხოვრებაში, რომელიც სხვას ეკუთვნის. შესაძლოა ეს მიანიშნებდეს ასევე იმას, რომ კომერციულ საქმიანობაში თქვენი რეპუტაციის შელახვის საფრთხე დადგება. ასევე მოგიწევთ ბრძოლა ცხოვრებაში საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს ბრძოლის მონაწილეებს - ეს ნიშნავს, რომ თაყვანისმცემლებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
ბრძოლის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ვინმეს ებრძვით - რეალობაში ელოდეთ სეროზულ პრობლემებთან შეჯახებას, მაგრამ თუ სიზმარში იმარჯვებთ, ეს ნიშნავს, რომ დაბრკოლებების გადალახვას შეძლებთ. საქმიანი ადამიანებისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს პარტნიორებთან კონფლიქტს. თუ სხვების ბრძოლას ადევნებთ თვალს, რეალობაში ფუჭად ხარჯავთ დროს და სახსრებს. ბრძოლის დროს თუ დაიჭერით - მატერიალური დანაკარგი გელით. თუ სიზმარში პისტოლეტებით გამართულ დუელს უყურებთ - ეს ნიშნავს, რომ მომავალში გართულებები გექნებათ, თუმცა ყველა მათგანს მოაგვარებთ წარმატებით.
გზა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში უდაბნო გზაზე სიარული- იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ რაღაცად ზედმიწევნით მალავთ. და ამაოდ. თქვენს საქმეებში მხოლოდ რომელიმე ადამიანის ჩარევა გიშველით. გზის გაკვალვა სიზმარში- ნიშნავს, რომ მომავალში დიდებულ აღმოჩენას გააკეთებთ, რითიც ადამიანების დიდი რაოდენობის პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ბევრი დამხმარე გყავთ, ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ არც ისე დიდი ხნის შემდეგ აღმოაჩენთ უცნობ, ძალიან მდიდარ მიწებს. სიზმარში ერთდროულად 3 პარალელური გზის ნახვა- იმის ნიშანია, რომ გემუქრებათ საავტომობილო ავარია, რომელიც თქვენი ბრალით მოხდება. ამ სიზმარში 3 შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტოს: ის ნიშნავს ავარიაში დაშავებული ადამიანების რაოდენობას; ავარიაში ერთმანეთს შეეჯახება 3 მანქანა ან ავარია გზაჯვარედინზე მოხდება. სიზმარში ირიბი გზის ნახვა- იმის ნიშანია, რომ თქვენი მომავალი ცხოვრება არასტაბილური იქნება. შესაძლებელია, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ იმ სახელწმიფოს ხელისუფლებაში, რომლეშიც ცხოვრობთ, არის არაკომპეტენტური ადამიანი. ეს მმართველი თანდათან ანადგურებს სახელმწიფოს, რადგან საერთოდ არაფერი ესმის ეკონომიკასა და პოლიტიკაში. სიზმარში მტვრიან გზაზე სიარული- მოწმობს, რომ მომავალში მოხვდებით ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც ეცდებიან თქვენს დარწმუნებას, შეხვიდეთ მათ სექტაში. თუ დაგესიზმრათ, რომ მტვრიან გზაზე მიდის ადამიანების დიდი რაოდენობა, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ მომავალში სამყაროში გაჩნდება მსხვილი და ძალიან გავლენიანი სექტა, რომლის მიზანიც იქნება მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიზიდვა. სიზმარში ვიწრო გზის ნახვა კარგი ნიშანია. თქვენ მიდიხართ სწორ , თუმცა სხვა ადამიანებისგან განსხვავებულ გზაზე. ასეთი სიზმარი მოწმობს, რომ თქვენ ხართ კაშკაშა, თვითმყოფადი პიროვნება, რომელიც თავის ცხოვრებაში დიდი წარმატებებს მიაღწევს. სიზმარში მოპირკეთებულ გზაზე სიარული- იმის ნიშანია, რომ მომავალში რაღაცას ცუდს ჩაიდენთ, რის გამოც მთელი ცხოვრება ინანებთ. ალბათ დარწმუნებულიც იქნებით, რომ ამ ცოდვის გამო სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდებით.
დაგესიზმრათ ბილიკი
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი- საქმეებში გარდატეხა; ორი- ცხოვრების გაყოფა
დაგესიზმრათ კუზი
მილერის მიხედვით
სიზმარში კუზის, კუზიანის დანახვა,- ნიშნავს თქვენი მომავლის გეგმებში მოულოდნელ გართულებებს.
დაგესიზმრათ ომი
მილერის მიხედვით
სიზმარში ომის დანახვა- საქმეების მძიმე მდგომარეობის ნიშანია, ასევე უწესრიგობის და სახლში განხეთქილების. თუ ახალგაზრდა ქალი ნახულობს სიზმარში, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის- ეს ნიშნავს, რომ ის გაიგებს რამე უსიამოვნოს მის ხასიათზე. სიზმარში ნახვა, რომ თქვენი ქვეყანა დამარცხდა ომში- იმის ნიშანია, რომ იქნება ტანჯვა ხალხისთვის რევოლუციის, ბიზნესში და პოლიტიკურ ცხოვრებაში მსხვილი ცვლილებების გამო. თუ გესიზმრათ გამარჯვება- რეალობაში იქნება საქმიანი საქმიანობის გამოცოცხლება, ოჯახურ ურთიერთობებში დადგება ჰარმონია.
დაგესიზმრათ სიყვარული
მილერის მიხედვით
სიზმარში საყვარელი ადამიანის ნახვა- ნიშნავს თქვენი დღევანდელი გარემოცვით კმაყოფილებას. იმის ნახვა, რომ სხვების სიყვარული ბედნიერებით აღგავსებთ, მოასწავებს, რომ საქმეების წარმატებული მართვა მოგცემთ თქვენ კმაყოფილებას და ყოველდღიური საზრუნავისგან თავისუფლებას. თუ სიზმარში აღმოაჩენთ, რომ სიყვარული გაქრა და უკვე აღარ იწვევს საპასუხო გრძნობას,- ნიშნავს, რომ თქვენ წინაშე დადგება რთული კითხვა: ხომ არ ჯობია, შეცვალოთ ცხოვრების სტილი ან დაქორწინდეთ და მიაღწიოთ წარმატებას, რათა უზრუნველყოთ მომავალი. ქმრისთვის ან ცოლისთვის სიზმარში ნახვა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ, ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და მხიარულ ჭკვიან ბავშვებს, რომლებიც სიხარულს მოუტანენ. სიზმარში მოსიყვარულე მშობლების ნახვა- მოასწავებს, რომ თქვენში აღზრდით ხასიათის პირდაპირობას და მუდმივობას კეთილდღეობის და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევისკენ მისწრაფებაში. სიზმარში ცხოველების სიყვარული- მიანიშნებს კმაყოფილებაზე, თუმცა, შეიძლება, თქვენ ასე არ თვლიდეთ: მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ბედი დაგაჯილდოებთ ყველაფრით, რაც მოგცემთ ამ შეგრძნებას.
დაგესიზმრათ შეყვარებული
მილერის მიხედვით
თქვენი თავის შეყვარებულად ნახვა- გაფრთხილებთ ეგოისტური სურვილებისგან, რომლებიც იმუქრებიან თქვენს სკანდალში ჩათრევით. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი მოასწავებს აკრძალულ შეხვედრებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის აირჩევს თავისთვის გაწონასწორებულ და მაღალი ზნეობის მქონე პარტნიორს. გათხოვილი ქალისთვის ასეთი სიზმარი მეტყველებს დაუკმაყოფილებლობაზე და სახლის გარეთ სიამოვნების სურვილზე. სხვების ნახვა შეყვარებულად- ნიშნავს, რომ სხვები გაიძულებენ თქვენი მორალური ვალდებულებების უკუგდებას. ცხოველების ნახვა ამ მდგომარეობაში- ნიშნავს, რომ გიტაცებთ მიწიერი სიამოვნებები.
დაგესიმზრათ გზა
მილერის მიხედვით
სიზმარში ქვიან უცნობ გზაზე მოგზაურობა ნიშნავს ახალ საქმეებს, საქმიანობას, რომლებიც ბევრად მეტს მოგიტანენ, ვიდრე უსიამოვნებებს ან დროის დაკარგვას. გზა, რომლის კიდეებზეც იზრდება ხეები და ყვავილები, მოასწავებს მოულოდნელ წარმატებას. თუ ამ გზაზე გასეირნებისას თან გახლავთ მეგობრები- გაგიმართლებთ იდეალური ოჯახური კერის შექმნაში, სადაც ბავშვები ბედნიერი იქნებიან, ხოლო ცოლ-ქმარი- ერთმანეთის ერთგული. სიზმარში გზის დაკარგვა- იმის ნიშანია, რომ დაუშვებთ შეცდომას რამე საქმიანი საკითხის გადაწყვეტაში და შედეგად გექნებათ ფინანსური ზარალი.
ომის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ომის ნახვა - რეალობაში საქმეების გართულების, ასევე ოჯახში უწესრიგობისა და არეულობის ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი რჩეული ომში მიდის - ეს ნიშნავს, რომ მისი ხასიათის შესახებს რაიმე არასასიამოვნოს გაიგებს. სიზმარში საკუთარი ქვეყნის ომში დამარცხების ნახვა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რეალურად ელის კრიზისი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ბიზნეს სფეროს გარდატეხების გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ გაიმარჯვეთ - რეალობაში საქმე ჰარმონიულად წავა როგორც ბიზნესის, ისე ოჯახური კუთხით.
რატომ გესიზმრებათ სიყვარული
ცვეტკოვის მიხედვით
მძინარის ირგვლივ- ბედნიერებისკენ; თვითონ გიყვარს- დიდი ჯილდო; ბედნიერი, იღბლიანი დრო; ცნობილი ადამიანის მიმართ- ტყუილი; ავადმყოფობა
რატომ გვესიზმრება ბრძოლა
აიურვედას მიხედვით
ასეთი სიზმარი მიანიშნებს იმას, რომ ოჯახში კამათი დაიწყება, წყვილს შორის გაუგებრობას და შესაძლოა დროებით დაშორებასაც კი ჰქონდეს ადგილი. მსგავსი სიუჟეტის სიზმარი ცუდის მიმანიშნებელია მეზღვაურებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისა და ვაჭრობის სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის.
რატომ გვესიზმრება გზა
ცვეტკოვის მიხედვით
გზაზე სიარული- სევდა, მძიმე სამუშაო; ირიბი- დანაკარგი; რკინიგზა- წარმატებული საქმეები; ახალი- საქმეებში ცვლილება, კრიზისი; მატარებლის დახვედრა- საქმიანი შეთავაზება; ვიღაც ჩამოდის მატარებლიდან- შეთავაზება მეგობრის მეშვეობით; მატარებელში ყოფნა- ძალიან მნიშვნელოვანი მოწვევა; ვიწრო გზა- ცდუნება; ფართო, პირდაპირი- მომავალი წარმატება; ლამაზი ქვიშიანი გზა, ბალახით- ბედნიერება პირადში (ქალისთვის)- კაცი; (კაცისთვის)-საქმეები; გადაკვეთა, კარგად გადაკვეთა- ადამიანის ან საქმეების მდგომარეობის ფლობა.
რატომ გვესიზმრება გზის დაკარგვა
ცვეტკოვის მიხედვით
ტყეში- ჭორები, დანაკარგები; ქალაქში- რთული საქმეები.
რატომ გვესიზმრება კუზი
ცვეტკოვის მიხედვით
თქვენზე- დიდი მოგება; სხვებზე- სარგებელი, მოგება; დანახვა- სიხარული.
რატომ გვესიზმრება კუთხე
ცვეტკოვის მიხედვით
დაბრკოლება, არ შეიძლება დაჟინება; კუთხის ჩაბარება- განზრახვები, გარემოებები მძინარის საწინააღმდეგოდ მოტრიალდება; სახლის გარეთ- ახალი შესაძლებლობები; კუთხესთან მოხვევა- გაოცება.
რატომ გვესიზმრება ომი
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი; ოჯახური კავშირის დანგრევა; სასიყვარულო განცდები; რეპუტაციის შელახვა (თქვენი ან საყვარელი ადამიანის).
რატომ გვესიზმრება ომი
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი; ოჯახში კავშირების გაწყვეტა; სასიყვარულო განცდები; დიდი ზარალი თავისი ან საყვარლის რეპუტაციისთვის .
რატომ გვესიზმრება საყვარელი
ცვეტკოვის მიხედვით
მათთან ურთიერთობა (როგორც ხედავ); კაცს- საქმეების მსვლელობა; ის კვდება- ურთიერთობები გაირკვევა; ქალი კვდება- რაღაცას გაბედავ; სადღაც მიდიან- გაშორებისკენ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი გზის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ირიბი გზის ნახვა- აშკარად მოწმობს, რომ თქვენი ზრახვები და ქცევები უკეთესის სურვილს ტოვებს. თქვენ მოძრაობთ არასწორი მიმართულებით ცხოვრებაში. თუ არ დაფიქრდებით, მაშინ ორი გზა გელოდებათ: ან სასაფლაო ან საპატიმრო. თუ დაგესიზმრათ პირდაპირი ფართო გზა, რეალურ ცხოვრებაში იმყოფებით სწორ, მაგრამ არა ადვილ გზაზე. რაღაც დროის შემდეგ გექნებათ სტაბილური სამსახური, მატერიალური მდგომარეობა და საყვარელი ოჯახი. სიზმარში უდაბნო გზაზე სიარული- იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში მარტო ხართ და ძალიან განიცდით. გეჩვენებათ, რომ არავის ესმის თქვენი და არავის უყვარხართ, მაგრამ ეს ასე არ არის. იპოვეთ სიმშვიდე, მიმართეთ ღმერთს, და თქვენი ცხოვრება დალაგდება. სიზმარშ გზის გაკვალვა- იმას მოწმობს, რომ თქვენი მტკიცე ხასიათის და დაჟინებული შრომის წყალობით ცხოვრებაში ბევრ სიმაღლეს მიაღწევთ, გახდებით დიდებული ადამიანი. მაგრამ, მიაღწევთ რა მაღალ მდგომარეობას, არ შეაქციოთ ზურგი ახლობლებს, გახსოვდეთ თქვენი რთული დღეები. თუ სიზმარშ მტვრიან გზაზე მიდიხართ- ნიშნავს, რომ თქვენ ირგვლივ ბევრ მატყუარა, ბოროტი ადამიანია, რომლებსაც თქვენი ვნება უნდათ ნებისმიერი ხერხით, თქვენი კეთილი სახელის გატეხვით ახლობლების თვალებში. სიზმარში ვიწრო გზის დანახვა- იმის ნიშანია, რომ რთული გზის გავლა მოგიწევთ სახელის განთქმისკენ, სტაბილური ცხოვრებისა და მატერიალური მდგომარეობისკენ. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება. მოპირკეთებულ გზაზე სიარული- იმის ნიშანია, რომ მიდიხართ ნელი, მაგრამ სწორი გზით დასახული მიზნისკენ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ომის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ომის ნახვა- ძალიან ცუდი ნიშანია, რომელიც მოასწავებს შიმშილს, მძიმე დროს ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის- უნდა იომონ და დაიხოცონ. თუ მონაწილეობთ ომში, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ უბედურება შეგეხებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს, თუ ვერ ასწრებთ თავშესაფრის ნახვას- უნდა გადაიტანოთ საკუთარი ან საერთო უბედურება.
რატომ გვესიზმრება შეურაცხყოფა
ცვეტკოვის მიხედვით
შენი შეურაცხყოფა- წარმატება; შენ მიაყენე შეურაცხყოფა- უძლური წყენა; დამცირება; სინანული; დახმარების გაწევა.
რატომ გვესიზმრება შეყვარება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოულოდნელი შეტრიალება ( გააჩნია, ვინ შეუყვარდება).
რატომ გვესიზმრება შუბი
ცვეტკოვის მიხედვით
ჯანმრთელობის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ჩხუბი
ცვეტკოვის მიხედვით
ჩხუბის დანახვა — წარმატება; თუ თავად ჩხუბობთ — მოულოდნელობა; თუ ცხოველებს ებრძვით — უსიამოვნებები და ავადმყოფობა გელით; თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ჩხუბობს — იმედგაცრუება ექნება; თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ საყვარელ ქალთან ჩხუბობს — ბდნიერი ქორწინება ექნებათ;
რატომ გვესიზმრება ჩხუბი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- კეთილდღეობა, თვითონ ჩხუბობთ- მოულოდნელობა; ცხოველებთან, მხეცებთან- უსიამოვნება; ავადმყოფობა; ქალი ხედავს საყვარელს ჩხუბის დროს- იმედგაცრუებისკენ; კაცი ეჩხუბება საყვარელს- ბედნიერი ქორწინებისკენ.
რატომ გვესიზმრება ცემა
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ვინმეს ცემთ — სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ; პირად საკითხებში შერიგება და გაგება გელით. თუ გცემეს (პოლიციამ) - შიშის, ტრაურის ნიშანია; უცხო ადამინები თუ გცემენ სიზმარში - ეს ნიშნავს, რომ მალე გაგიმართლებთ; თუ თვითგვემა გესიზმრებათ - გარანტირებული წარმატება გელით. სხვის ცემას თუ უყურებთ - სინანულის გრძნობა გაგიჩნდებათ გარკვეულ საკითხთან მიმართებაში.
რატომ გვესიზმრება ცემა
ცვეტკოვის მიხედვით
ვინმეს- სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ; შერიგება და შეთანხმება პირადში; იყო ნაცემი- შიში; გლოვა ( თუ პოლიცია სცემდა); სიზმარში ცემა- მალე იქნება იღბალი მცემელის სარგებელში, გარდაცვლილის ან ქვეშევრდომების გარდა; თავისი თავის ცემა- წარმატება; ნახვა, როგორ ცემენ- სინანული
რატომ ვნახულობთ სიზმარს ომზე
ვანგას მიხედვით
სიზმარში ომის ნახვა - ძალიან ცუდი ნიშანია, რომელიც გაჭირვებასა და შიმშილზე მიანიშნებს, რთული დროის დადგომას უქადის ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რადგან მათ მოუწევთ ბრძოლა და დაღუპვა. თუ სიზმარში ომში მონაწილეობთ, ეს ნიშნავს, რომ უბედურება შეგემთხვევათ თქვენ ან თქვენს ახლობლებს.
საომარი აღჭურვილობის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში საომარ აღჭურვილობას ხედავთ - დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. დაცლილი საომარი საშუალებები მიანიშნებენ, რომ ფუჭი გარჯა მოგიწევთ, რაც არავითარ შედეგს არ მოგცემთ საქმეში.
სიზმრის მნიშვნელობა კუზის შესახებ
ფროიდის მიხედვით
დასიზმრებული კუზი სიმბოლურად გამოხატავს რაღაც ფიზიკურ ნაკლს, რომელიც ხელს გიშლით საკუთარი თავის დადებითად აღქმაში. თქვენ მუდმივად ეჭვი გეპარებათ თქვენს გარეგნობაში, ამიტომაც შებოჭილად იქცევით. შებოჭილობა ვრცელდება ინტიმურ ურთიერთობებზეც და ხშირად ხდება თქვენი მხრიდან სიცივის ან განცალკევების მიზეზი პარტნიორის მიმართ. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ საწოლში ყველა ნაკლი არა მხოლოდ არ შეიმჩნევა, ზოგჯერ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ღირსებად გარდაიქმნება.
შეურაცხყოფა
აიურვედას ახსნით
სავარაუდოა კამათის და უთანხმოებების გაჩენა ბიზნესპარტნიორთან . უნდა იყოთ ყურადღებიანი და გამბედავი თავის განზრახვებში.
შუბის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში შუბის ნახვა, ნიშნავს თქვენს მტრებს, რომლებიც ყველაფერზე წავლენ რომ გავნონ. თუ შუბით ხართ დაჭრილი - ეს ნიშნავს, რომ იმას, რაც მიუღწევლად გეჩვენებოდათ, მიაღწევთ და ჩანაფიქრი აგისრულდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ გარს შემოხვეული მტრისგან თავს იცავთ შუბით - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ბრალდების უარყოფა მოგიწევთ და საკუთარი სმართლის დამტკიცება. ცუდი სიზმარია, თუ შუბით მძიმედ დაჭრილს ხედავთ საკუთარ თავს, რადგან ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის მანძილზე მტრები თქვენზე გამარჯვებას მოიპოვებენ. თუ სიზმარში შუბებით შეიარაღებულ ადამიანებს ხედავთ - ეს ნიშნავს, რომ თქვენს ჩანაფიქრს საქმიანობაში, სერიოზული საფრთხე ელის.
ჩხუბის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სიზმარში ვინმეს ფიზიკურად უსწორდებით ან პირიქით? ვისთან ჩხუბობდით? რა არის ჩხუბის მიზეზი? მსგავსი ემოციური თემები, რომლებიც რეალობაში არსებობს, წრამოადგენს მათ სიზმრებში დომინირების საფუძველს. მნიშვნელოვანია ჩხუბის მასშტაბის და შედეგის გაანალიზება. ჩვეულებრივი შეხლა-შემოხლა იყო თუ ლეტალური შედეგი მოყვა? თუ აგრესორი თავად იყავით და აგრესიის ობიექტიც ცნობილია, რეალობაში გტანჯავთ გადაულახავი შიში ან ბრაზი მის მიმართ, რისგანაც უნდა გაათავისუფლოთ გონება. თუ პირიქით, აგრესიის მსხვერპლი იყავით - ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის მიმართ შიშს განიცდით. მსგავსი სიზმრის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს ბავშვობისდროინდელი ტრავმა, როცა უფროსი ასაკის მოზარდები ჩაგრავენ პატარებს. ეს ფსიქოლოგიური ტრავმა ადამიანს ზოგჯერ მთელი ცხოვრება თან სდევს.