სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბისკვიტები
მილერის მიხედვით
სიზმარში ბისკვიტების გამოცხობა და მათი ჭამა ცუდი ჯანმრთელობის ნიშანია. შესაძლებელია, ოჯახური კამათი სერიოზულ გაუგებრობებს გამოიწვევს.
დაგესიზმრათ ბრინჯი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბრინჯის ნახვა კარგი ნიშანია, ის წარმატებას და მეგობრულ კავშირებს გპირდებათ . ეს სიზმარი მოასწავებს წარმატებას ყველა საქმიანი წამოწყებისთვის, ხოლო ფერმერებს უხვი მოსავლით დააჯილდოებს. თუ სიზმარში ჭამთ ბრინჯს , ბედნიერება და ოჯახური სიმყუდროვე გელოდებათ. თუ გესიზმრებათ დაბინძურებული ბრინჯი , ნიშნავს, რომ ავადმყოფობა და მეგობრებთან კამათი გელოდებათ. თუ გოგონა სიზმარში ბრინჯს ამზადებს , ნიშნავს , რომ მალე მას ახალი მოვალეობები ექნება, რომლებიც მას ბედნიერს და მდიდარს გახდის.
დაგესიზმრათ ბროწეული
მცენარეების ახსნით
გამოხატავს სისულელეს
დაგესიზმრათ ვაშლის ხე
მცენარეების ახსნით
გამოხატავს დიდებულებას
დაგესიზმრათ კაკალი
მილერის მიხედვით
სიზმარში კაკლის მოკრეფა მოასწავებს წარმატებულ მეწარმეობას და სიყვარულში გამართლებას. კაკლის ჭამა აყვავების ნიშანია, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი თქვენი სურვილის ასრულებაში. სიზმარში ქალი ნახულობს კაკალს - ეს მისთვის ბედნიერ ბედ-იღბალს მოასწავებს. სიზმარში დაბნეული მწიფე თხილის ნახვა მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას და წარმატებულ შენაძენს მოასწავებს.
დაგესიზმრათ კარაქი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა , რომ ახალ კარაქს ჭამთ, კარგი ჯანმრთელობის და განხორციელებული გეგმების ნიშანია. ეს სიზმარი მოგიტანთ საკუთრებას, სიმდიდრეს და ცოდნას. გაფუჭებული კარაქის ჭამა ნიშნავს ბარაქას, სიმდიდრეს, რომელიც მძიმე შრომით არის შეძენილი. კარაქის გაყიდვა მცირე მოგებას მოასწავებს. თუ ქალი ნახულობს სიზმარს, რომელშიც მან თავის სხეულზე კარაქი წაისვა , ეს მოასწავებს იმას, რომ ის თავქარიანი გართობით იქნება გატაცებული.
დაგესიზმრათ მარწყვი
მილერის მიხედვით
სიზმარში მარწყვი წარმატებისა და სიხარულის ნიშანია. სასურველ მიზანს მიაღწევთ. სიზმარში მარწყვის ჭამა ორმხრივ სიყვარულს ნიშნავს. სიზმარში მარწყვით ვაჭრობა მდიდარ მოსავალს და ბედნიერებას ნიშნავს.
დაგესიზმრათ მარწყვი
მცენარეების ახსნით
აბსოლუტურ უპირატესობას გამოხატავს.
დაგესიზმრათ მსხალი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ მსხალს ჭამთ, არც ისე წარმატებულ საქმეებს და ჯანმრთელობის შესუსტებას მოასწავებს. მსხლის ხეზე ოქროსფერი ნაყოფებით ტკბებით- ნიშნავს, რომ ბედი პერსპექტივებს მოგცემთ. სიზმარში მწიფე მსხლების მოკრეფა ნიშნავს სასიამოვნო მოულოდნელობებს, რომლებიც იმედგაცრუებას მოჰყვება. მსხლების დაკონსერვება ნიშნავს , რომ ბედის უკუღმართობის მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება გაქვთ. მსხლების გახმობა მოსაწყენ და უფერულ სიყვარულს და მეგობრობას ნიშნავს.
დაგესიზმრათ ნაყინი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნაყინის ჭამა თქვენთვის დაწყებულ საქმეებში წარმატებას მოასწავებს. ბავშვების ნახვა, რომლებიც ნაყინს ჭამენ, ნიშნავს აყვავებას და ბედნიერებას, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გახლავთ. ახალგაზრდა ქალს ნაყინი დაუვარდა მისი შეყვარებულის ან მეგობრის თანდასწრებით - ეს ნიშნავს მის გატაცებას სხვა ადამიანით და გაუმართლებელ სისასტიკეს მისი შეყვარებულის მიმართ. დამდნარი ნაყინის ჭამა იმის ნიშანია, რომ მოულოდნელი იმედგაცრუება სიამოვნებას წაგართმევთ.
დაგესიზმრათ ნიორი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ნიორს თესავთ, მოასწავებს ამაღლებას უკიდურესი სიღარიბიდან საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პოზიციისკენ. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი მოასწავებს, რომ ის გათხოვდება არა სიყვარულით, არამედ სხვა მიზნების გულისთვის. თუ გესიზმრებათ, რომ ნიორს ჭამთ, ეს სიზმარი მოასწავებს , რომ როდესაც კეთილგონივრულ ცხოვრებისეულ პოზიციას დაიკავებთ, თქვენს ყოფილ იდეალებზე უარს იტყვით.
დაგესიზმრათ პარკოსნები
მილერის მიხედვით
ეს ცუდი სიზმარია. პარკოსნების ნახვა, რომლებიც იზრდება , ბავშვების სევდისა და ავადმყოფობის ნიშანია. გამხმარი პარკოსნები ბევრ საქმეში დიდ იმედგაცრუებას ნიშნავს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ მალე შესაძლებელია მოხდეს ავადმყოფობები თქვენს ოჯახსა და გარემოცვაში. სიზმარში იმის ნახვა, რომ პარკოსნებს ჭამთ, უიღბლობას ან საყვარელი მეგობრის ავადმყოფობას ნიშნავს.
დაგესიზმრათ პირშუშხა
მილერის მიხედვით
სიზმარში პირშუშხას ნახვა თქვენთვის სასიამოვნო შეხვედრებს მოასწავებს ინტელიგენტურ და სულიერად ახლო ადამიანებთან. ეს სიზმარი ასევე იღბალს გპირდებათ. ქალისთვის ეს არის საზოგადოებაში ამაღლების ნიშანი. პირშუშხას ჭამა ნიშნავს, რომ მალე ვინმეს კეთილგანწყობილი გათამაშების ობიექტი გახდებით .
დაგესიზმრათ პომიდვრები
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში პომიდვრებს ჭამთ , ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდებით. მზარდი პომიდვრები გპირდებათ ბედნიერებას და სიხარულს პირად ცხოვრებაში. თუ გოგონა სიზმარში მწიფე პომიდვრებს ნახულობს, ნიშნავს, რომ ის ქორწინებაში ბედნიერი იქნება.
დაგესიზმრათ სიმინდი
მცენარეების ახსნით
გამოხატავს ბარაქას
დაგესიზმრათ სუპი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ სუპი - კარგ ამბებს და სიმშვიდეს ელოდეთ . თუ სიზმარში ხედავთ ადამიანებს , რომლებიც სუპს ჭამენ, ნიშნავს, რომ კარგი შანსები გაქვთ გათხოვებისა ან დაოჯახებისთვის. თუ სიზმარში გოგონა სუპს აკეთებს, ნიშნავს, რომ მას დიასახლისობა არ მოუწევს , რადგან ის შეძლებულ ადამიანს გაჰყვება ცოლად. სიზმარში სუპი მოასწავებს მეგობრების გულწრფელობას , რომლებიც საჭირო დროს მხარს დაგიჭერენ. სიზმარში სუპის სწრაფად მომზადება მოასწავებს იმას, რომ თამამად და წარმატებით განკარგავთ თქვენს ბედს .
დაგესიზმრათ ქიშმიში
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ქიშმიშს ჭამთ, ნიშნავს, რომ სულიერი დაცემა იმედს გაგიცრუებთ მაშინ, როდესაც იმედების ასრულებასთან ახლოს იქნებით.
დაგესიზმრათ ქონი
მილერის მიხედვით
სიზმარში ღორის ქონის ნახვა ბედის ბედნიერ ცვლილებას ნიშნავს . ქალისთვის თავისი ხელების დამდნარ ქონში ნახვა მოასწავებს იმედგაცრუებას საზოგადოებრივ მდგომარეობაში ამაღლების მცდელობისას.
დაგესიზმრათ ჩანგალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ჩანგლის ნახვა გაფრთხილებთ, რომ ვიღაც ხაფანგს გიმზადებთ. შეყვარებულებისთვის ეს სიზმარი დაშორებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ ხახვი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბევრი ხახვის ნახვა თქვენთვის მოასწავებს სიბოროტეს და შურს, რომლებსაც შეხვდებით, როდესაც წარმატებას მიაღწევთ. თუ ჭამთ ხახვს, მტრები თქვენ წინაშე უკან დაიხევიან. თუ სიზმარში ნახეთ, როგორ იზრდება ხახვი,- თქვენს საქმეებში საკმარისი მოწინააღმდეგეები იქნებიან, რომლებთანაც ბრძოლა სიმწვავეს მიანიჭებს თქვენს განცდებს . ხახვის შეწვა ნიშნავს უშფოთველობას და ბიზნესში მცირე მოგებას. სიზმარში იმის ნახვა, რომ ჭრით ხახვს და გრძნობთ, რომ ცრემლები მოგდით- ეს იმის ნიშანია, რომ მოწინააღმდეგეები დაგამარცხებენ.
დაგესიზმრათ ხორცი
მილერის მიხედვით
თუ ქალს დაესიზმრა უმი ხორცი - ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბევრ განმაცვიფრებელ მოვლენას შეხვდება მის მიერ დასახული მიზნების მიღწევისას. თუ ის სიზმარში მომზადებულ ხორცს ნახულობს, ეს იმის ნიშანია, რომ სხვები მიაღწევენ იმ მიზანს, რომლისკენაც ის მიისწრაფოდა.
კარაქი
აიურვედას მიხედვით
ეს კარგი ნიშანია. მოასწავებს სიხარულს და ზეიმობას, ტანჯვის მალე დასრულებას.
კომბოსტო
ეზოთერიკული ახსნით
ეზოთერიკულ ახსნაში იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რას აკეთებდით ამ ბოსტნეულთან. თუ რგავდით, ან მომწიფებულ კომბოსტოს ჭამდით, მალე ფინანსური მოგება გელოდებათ. თუ მხოლოდ უყურებდით კომბოსტოს, ან ჭრიდით მას, უნდა მოერიდოთ ზედმეტ ხარჯებს და არასაჭირო შენაძენებს.
კომბოსტო
ლოფას მიხედვით
ლოფას მიხედვით, ბოსტნეული არის ჯანმრთელობის, სიცოცხლის ენერგიისა და ადამიანის ძალის განსახიერება. ამიტომაც კომბოსტო სიზმარში მხოლოდ კარგს მოასწავებს. კომბოსტო მოასწავებს ოცნებების ასრულებას, დაგეგმილის ცხოვრებაში განხორციელებას. თანაც, მტრების ცილისწამებაც არ შეგიშლით ხელს ჩაფიქრებულის განხორციელებაში მშვენიერი საბოლოო შედეგით. არსებობს ალბათობა , რომ ადამიანი, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ და ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია , შეგამჩნევთ და თქვენი მფარველი გახდება. მაგრამ მორალური კმაყოფილების გარდა, ასევე ფინანსურ მოგებას მიიღებთ . თუ სიზმარში სარდაფში ათვალიერებთ კომბოსტოს თადარიგს, მოგებას მიიღებთ. თუ ახალი ბოსტნეულის ნაცვლად ნახეთ კონსერვირებული, მაშინ მიღწეული წარმატება ხანმოკლე იქნება.
კომბოსტო
ვანგას მიხედვით
ვანგა არ თვლიდა ბოსტნეულს, მათ შორის კომბოსტოს, რამე სიგნალად ან ნიშნად. ყურადღება უნდა მივაქციოთ მხოლოდ იმ სიუჟეტებს, სადაც საუბარია მოსავალზე, მიწაზე. ამ შემთხვევაში, ეს არის სიცოცხლის სიმბოლო, რამე ახლის დაწყება, ამიტომაც გაიხსენეთ სიზმრის დეტალები. თუ დათესეთ კომბოსტო, არ იდარდოთ თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გამო. ამ მომენტისთვის, მატერიალური გაგებით, ყველაფერი სტაბილურადაა, ან მომავალში ამასთან ახლოს იქნებით.
კომბოსტო
ისლამური ახსნით
ამ ახსნაში კომბოსტოს ორი მნიშვნელობა აქვს: შესაძლოა, თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი უარესით შეცვალეთ . თანაც, საუბარია არა მხოლოდ მატერიალურ ( ფინანსები, ქონება, უძრავი ქონება), არამედ სულიერ ( ცოდნა, ოჯახი) შემადგენელზე. თქვენი ხანგრძლივი და მძიმე შრომისთვის მინიმალურ სარგებელს მიიღებთ.
რატომ გვესიზმრება ბაყაყი
ცვეტკოვის მიხედვით
(გზაზე)- ჯაშუში; ყიყინის მოსმენა- კარგი ამბები; ჩვეულებრივი ბაყაყი- ტყუილი სიყვარულში.
რატომ გვესიზმრება ბისკვიტი
ცვეტკოვის მიხედვით
წერილი
რატომ გვესიზმრება ბორშჩი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- წარმატება საქმეებში
რატომ გვესიზმრება ბრინჯი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- იღბალი პირადში , ფულში; მომზადება - გამოჯანმრთელება
რატომ გვესიზმრება ვაშლის ხე
ცვეტკოვის მიხედვით
ვაშლების გარეშე- ამბავი გარდაცვალების შესახებ
რატომ გვესიზმრება კაკალი
ცვეტკოვის მიხედვით
ლანძღვა; კაკლის გატეხა - უცნაური, არასასიამოვნო შეხვედრა; ჭამა- ძლიერი შფოთვა; მოკრეფა- ფინანსური საზრუნავი.
რატომ გვესიზმრება კარაქი
ცვეტკოვის მიხედვით
გაფუჭებული- კეთილდღეობა.
რატომ გვესიზმრება კვერცხი
ცვეტკოვის მიხედვით
შეწვა (ნებისმიერი რამის)- კამათი
რატომ გვესიზმრება კიბორჩხალა
ცვეტკოვის მიხედვით
გამგზავრება; დიდი- შორს გამგზავრება; დაჭერა- ბედნიერი ქორწინება, სიყვარული; ჭამა- მხიარული ცხოვრება; (თუ ბევრია)- წარსულის ჭორები და შურისძიება , უნდა დაემშვიდობოთ წარსულს და ყოფილ მეგობრებს ; მოგროვდნენ- ქალებისთვის ორსულობა, კაცებისთვის- ძველი პროექტებისა და საქმეების აღდგენა.
რატომ გვესიზმრება კისელი
ცვეტკოვის მიხედვით
მოხარშვა-სიმდიდრე
რატომ გვესიზმრება კომბოსტო
ნოსტრადამუსის მიხედვით
ყველა სიზმარი სოფლის მეურნეობის შესახებ დადებით ნიშნებს ატარებს. როდესაც სიუჟეტში მოვლილი კომბოსტოს ბოსტანს ნახულობთ, შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე დაიწყოთ. იღბალი თან გახლავთ ნებისმიერ წამოწყებაში- გამოიყენეთ ეს შანსი. თანაც, შედეგები დადებითი იქნება არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. თუ კომბოსტოს მოსავალს იღებთ, უახლოეს მომავალში მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გექნებათ. მაგრამ თუ კომბოსტო ჭიებმა შეჭამეს ან სხვა მწერებმა დააზიანეს, არსებობს მატერიალური სირთულეების წარმოშობის ალბათობა, რომლებიც სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
რატომ გვესიზმრება კომბოსტო
მილერის მიხედვით
ნებისმიერი სიზმარი, რომელშიც კომბოსტოს ნახულობთ, არაფერს კარგს არ მოასწავებს . თუ ახალი კომბოსტოს თავი ნახეთ, შეყვარებულის ღალატს ან ღალატის შესახებ ამბავს ელოდეთ. გლობალური მასშტაბით, სიზმრები კომბოსტოს შესახებ მასობრივ არეულობას მოასწავებს. თუ მოსავალს იღებთ- ეს გაფრთხილებაა. შესაძლოა, რომ დაუფიქრებლად დახარჯავთ ფულს, რის გამოც მალე ბევრი პრობლემა წარმოიქმნება- ეცადეთ, მათი პრევენცია მოახდინოთ.
რატომ გვესიზმრება კომბოსტო
ხასსეს მიხედვით
თუ სიზმრიდან დაიმახსოვრეთ მხოლოდ ის , რომ იქ კომბოსტო იყო, აღიქვით ეს როგორც კეთილდღეობის მომასწავებელი. თუ კომბოსტო დათესეთ , მოგებას ელოდეთ, ჭრიდით- გექნებათ მიზეზი მოწყენისთვის. თუ საჭმელად გამოიყენეთ, მალე ბედი გამოგცდით.
რატომ გვესიზმრება კომბოსტოს სუპი
ცვეტკოვის მიხედვით
დაშორება
რატომ გვესიზმრება ლობიო
ცვეტკოვის მიხედვით
ავადმყოფობები ან ურთიერთობების მტკივნეული გაწყვეტა
რატომ გვესიზმრება მარწყვი
ცვეტკოვის მიხედვით
საჩუქრები; ჭამა- ავადმყოფობა; ბევრის ჭამა- შეყვარება; მოკრეფა- ცვლილებები
რატომ გვესიზმრება ნიორი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა - დაცვა ლანძღვისგან; ჯანმრთელობა ; ჭამა- ლანძღვა ახლობლებთან ; უბედურება; მოკრეფა, ყიდვა- არასასიამოვნო გაყოფა ახლობლებთან.
რატომ გვესიზმრება პარკოსნები
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი
რატომ გვესიზმრება პირშუშხა
ცვეტკოვის მიხედვით
ამაღლება (ქალისთვის); იღბალი კაცებისთვის
რატომ გვესიზმრება პომიდვრები
ცვეტკოვის მიხედვით
საიდუმლო სიყვარული; მოკრეფა- უსიამოვნებები პირადში, პრეტენზიები მძინარის მიმართ; ჭამა- ავადმყოფობა ( სულის ან სხეულის); გარეცხვა- არასაჭირო გრძნობებისგან გათავისუფლება; მოყვანა- ოჯახში სიხარული ცოტა ხნით გადაიდება.
რატომ გვესიზმრება სუპი
ცვეტკოვის მიხედვით
ლანძღვა
რატომ გვესიზმრება ფაფა
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- მღელვარება, საზრუნავი, სასიყვარულო გართობა
რატომ გვესიზმრება ქონი
ცვეტკოვის მიხედვით
ყიდვა - ქალის მტრობა; ახლის ნახვა - წარმატება პირადში ან საქმეებში; დაჭრა- საქმიანი , ფინანსური ან პირადი ურთიერთობების გაწყვეტა; მლაშე- ღალატი; შეწვა- მოერიდე მოტყუებას.
რატომ გვესიზმრება ჩანგალი
ცვეტკოვის მიხედვით
წყენა; დაგივარდათ- შეშინება
რატომ გვესიზმრება ხახვი
ცვეტკოვის მიხედვით
ხახვის გაფცქვნა - რთულ საქმეში წარმატება; ჭამა- კამათი
რატომ გვესიზმრება ხორცი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა- ავადმყოფობა; უმის ნახვა - უსიამოვნება; ავადმყოფობა; ხელით დაგლეჯა- ურთიერთობების მტკივნეული შეწყვეტა, სკანდალი; ადამიანის ხორცის ჭამა ( უცნობის)- წარმატება, კამათის მოგება; (ნათესავების ან ახლობლების )- მათი გარდაცვალება ; თავისი ( კაცებისთვის)- სიმდიდრე ღარიბისთვის; გაკოტრება მდიდრისთვის; ქალი თავის ხორცს ჭამს- პროსტიტუცია; მლაშე- შეფერხებები; უმი- ავადმყოფობა ან დანაკარგი; მოხარშული- საქმეების მოწყობა, თუ არ ჭამ; მოხარშული ხორცის ჭამა- დაგვიანება; შემწვარის- ოჯახსა ან მეგობრებთან ჩხუბი, განსაკუთრებით თუ თვითონ წვავ.
სიზმარში ბაყაყის ნახვა
ცხოველების ახსნით
ბაყაყი მთვარის ცხოველია, რომელსაც წვიმა მოაქვს. გამოხატავს ნაყოფიერებას, სიუხვეს, ეროტიზმს. როგორც წყლის ბინადარი, ნიშნავს სიცოცხლის განახლებას და აღორძინებას. სიცოცხლე და აღორძინება ასევე დამოკიდებულია სიცოცხლის "სისველეზე" სიკვდილის "სიმშრალის" საპირწონედ. დიდი ბაყაყი, რომელზეც სამყარო დგას , განასახიერებს შავ და არადიფერენცირებულ პირველმატერიას, წყლიანობის ელემენტს და თავდაპირველ ლორწოს, შექმნილი მატერიის საფუძველს. კელტებისთვის ბაყაყი დედამიწის მბრძანებელია, მკურნალი წყლების ძალა. . ჩინელებისთვის ბაყაყი მთვარის არსებაა, რომელიც პრინციპ "ინ"-ს ეხება. ბაყაყი ჭაში განასახიერებს ადამიანს შეზღუდული მსოფლმხედველობით და გაგებით. ქრისტიანობაში მას ამბივალენტური მნიშვნელობა აქვს: ის გამოხატავს როგორც აღორძინებას, ისე ცოდვის, სიბოროტის, მწვალებლების ასპექტს, ხორციელ სიამოვნებას, შურს, სიხარბეს. ეგვიპტელებისთვის ნილოსის მწვანე ბაყაყი წარმოადგენს ახალ სიცოცხლეს, შთამომავლობას , ბარაქას, ნაყოფიერებას, ბუნების რეპროდუქციულ ძალებს, დღეგრძელობას და ძალას, რომელიც სისუსტისგან წარმოიშვა. ის არის დედების და ახლადშობილების დამცველი. იზიდას ემბლემაა. ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში ის წარმოადგენს აფროდიტას და ვენერას ემბლემას, ნაყოფიერებას, გარყვნილობას, შეყვარებულებს შორის ჰარმონიას. ინდუსებისთვის დიდი ბაყაყი, რომელსაც სამყარო უჭირავს, გამოხატავს შავ, არადიფერენცირებულ მატერიას.
სიზმარში ძოწის ნახვა
ლოფას მიხედვით
ეს არის კონცენტრაციისა და წესრიგის ქვა . ასეთი ქვის პოვნა ან საჩუქრად მიღება ბევრი პრობლემის გადაჭრას მოასწავებს . ასეთი სიტუაცია ასევე მეტყველებს სიმშვიდისა და ნათელი გონების გამოვლენის უნარზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სიზმრის ახსნა კომბოსტოს შესახებ
ცვეტკოვის მიხედვით
ცვეტკოვის ახსნაში შეგიძლიათ იპოვოთ სიზმრების განმარტებები სხვადასხვა ბოსტნეულისა და ხილის, მათ შორის კომბოსტოს შესახებ. ამასთან, აღწერა თითოეული სახეობისთვის ძალიან მოკლეა. ამიტომაც , თუ სიზმარში ხარშავდით კომბოსტოს, მალე თქვენზე იჭორავებენ.
სიზმრის ახსნა კომბოსტოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
ფსიქოანალიტიკოსის აზრით, კომბოსტო ბოსტანში ნიშნავს წვრილმანებს, რომლებზეც ამაოდ ხარჯავთ დროს. სწორედ ეს ასპექტი ხელს გიშლით რეალურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში . გაიხსენეთ, როგორი ნერგები იყო ნანახ სიუჟეტში. თუ ისინი ცოტა იყო , მაშინ ეს აყვავებას და წარმატებას მოასწავებს. თუ დიდი მოსავალი აიღეთ, მალე სასიამოვნო ამბებს ელოდეთ - ეს არის ჯილდო ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომისთვის. ქალისთვის მსგავსი სიუჟეტი ბევრ თაყვანისმცემელს მოასწავებს.
სიზმრის მნიშვნელობა ბაყაყის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბაყაყის ხელში აყვანა - რეალურ ცხოვრებაში ისეთ რაღაცას გააკეთებთ, რაც გეზიზღებათ . მაგალითად, ცდით ორალურ სექსს, რომელიც, შესაძლოა, თქვენს პარტნიორს მოსწონს. ეცადეთ მასთან წარმოქმნილი პრობლემის განხილვა . შესაძლოა, იპოვით იმას, რაც ორივეს გაწყობთ და , ამასთან, არანაირი მსხვერპლშეწირვა არ დაგჭირდებათ. სიზმარში ბაყაყების ყიყინის მოსმენა ეგზოტიკურ სექსს ნიშნავს. შესაძლოა, სხვა ეროვნების ადამიანს გაიცნობთ , და დაგაინტერესებთ, როგორია მასთან ერთად სექსი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ზომების შესახებ. სიზმარში ბაყაყს დააბიჯეთ- თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, და ამის ბრალი იქნება დაუდევრობა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. თუ უახლოეს დროს არაფერს შეცვლით, მაშინ ეს წინასწარმეტყველება ასრულდება.
სიზმრის მნიშვნელობა ბროწეულის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი ბროწეული არის ვნებისა და სიამოვნების სიმბოლო. სიზმარში ბროწეულის ჭამა ნიშნავს , რომ მალე სპონტანურ სექსს ცდით , რომელიც ზღვა ემოციას და სიამოვნებას გაჩუქებთ. სიზმარში ბროწეულის გარჩევა - სიზმარი მოწმობს იმას, რომ ინტიმური კუთხით თქვენთვის დამახასიათებელია სიამოვნების გახანგრძლივება, რათა ასეთი გზით გააძლიეროთ ის. ამაში საკმაოდ დახვეწილი ხართ, და ამიტომაც სექსი თქვენთან ერთად შეუდარებელი სიამოვნებაა.
სიზმრის მნიშვნელობა კაკლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ გესიზმრებათ კაკალი, თქვენი ქვეცნობიერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დაუდევრად ეპყრობით თქვენს ორგანიზმს და ამიტომაც თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. სიზმარში კაკლის მირთმევა- სიზმარი ნიშნავს, რომ მალე სასიამოვნო ემოციებს განიცდით უცნობ ადამიანთან ურთიერთობის დროს.
სიზმრის მნიშვნელობა კარაქის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ვიღაცამ პურზე კარაქი წაისვა , ნიშნავს სასიამოვნო ადამიანის გაცნობას და მასთან ურთიერთგაგების მოპოვებას. თუ თქვენს სიზმარში პურზე კარაქი ძლივს წაისვით, რადგან ის გაყინული იყო, ჰარმონიას მაშინვე ვერ მოიპოვებთ. თუ გესიზმრებათ, რომ კარაქი ძირს დაგივარდათ, ძალაუნებურად აწყენინებთ პარტნიორს და იფიქრებთ, რომ მას რეალური მდგომარეობა დაანახეთ. სიზმარში ბაზარზე კარაქის ყიდვა - თქვენი პარტნიორის წინაშე დანაშაულს გრძნობთ და ამიტომაც მთელი ძალებით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობთ. მაგრამ სინამდვილეში, საჭიროა მხოლოდ ყურადღება და ზრუნვა.
სიზმრის მნიშვნელობა კიბორჩხალის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ცოცხალი კიბორჩხალა, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ინტიმური გაგებით რაღაც გაღელვებთ. რომელიღაც კომპლექსი ხელს გიშლით, რომ ობიექტურად აღიქვათ საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები. შესაძლოა, არ გაკმაყოფილებთ თქვენი ორგანიზმის რომელიმე თვისებები. სიზმარში კიბორჩხალას მიირთმევთ- ასეთი სიზმარი თქვენთვის მოასწავებს გაცნობას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან , რომელიც ნელ-ნელა გადავა ძალიან ახლო ურთიერთობებში.
სიზმრის მნიშვნელობა კომბოსტოს სუპის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში კომბოსტოს სუპის ჭამა - ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ და ადვილად მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს, რადგან, როგორც გესმით, გავლენა ყოველთვის სასიკეთო არ არის. თუ ნანახ სიზმარში კომბოსტოს სუპს სხვა ჭამდა , ნიშნავს, რომ მალე განხილვის საგანი გახდებით სხვა ადამიანებს შორის, რომლებიც თქვენ მიმართ არ არიან კეთილგანწყობილი.
სიზმრის მნიშვნელობა მსხლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
მსხალი განასახიერებს ქალის ფიგურას, რომელიც ძალიან სასურველი და მიმზიდველია. ამიტომაც სიზმარში მსხლის ნახვა კაცისთვის ნიშნავს არაჩვეულებრივ ქალთან შეხვედრას და მის გაცნობას. სიზმარში მსხლის ჭამა კაცისთვის ნიშნავს სექსუალურ ურთიერთობებს ძალიან ქალურ და ალერსიან პარტნიორთან. ქალისთვის მსხალი გამოხატავს გაცნობას ყველა თავისი შედეგით.
სიზმრის მნიშვნელობა ნაყინის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ ნაყინს ჭამთ ცხელ ამინდში , გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრა მასთან, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ . ამ შეხვედრისგან დიდ სიამოვნებას მიიღებთ , მაგრამ არ გქონდეთ წარსულის დაბრუნების მოლოდინი - ამისგან არაფერი გამოვა. სიზმარში იმის ნახვა , რომ ვიღაც დამდნარ ნაყინს ჭამს,- თქვენ იმის აღდგენას ცდილობთ, რაც უკვე აღარ არსებობს. გგონიათ, რომ როგორც კი მოისურვებთ, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც გსურთ. სინამდვილეში, ყველაფერი დიდი ხნის წინ შეიცვალა, და თქვენი ბედნიერება უკვე სხვა ადამიანშია. მაგარი, გაყინული ნაყინის ჭამა- გიყვართ ცხოვრება და მისგან მხოლოდ სიამოვნების მიღებისკენ მიისწრაფვით. მალე შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვენი წარმატება არც ისე უცვლელი გახდება. ნაყინის ჭამა კაფეში- უახლოეს დროს მხიარული ღონისძიება გელოდებათ, რომელზეც ზედმეტად თამამად მოიქცევით. ამ საღამოს სინანულით გაიხსენებთ.
სიზმრის მნიშვნელობა ნივრის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნივრის სუნის შეგრძნება ან იმის ნახვა, რომ მას ვინმე ჭამს ,- თქვენ მოგწონთ ერთი ადამიანი, და ვარაუდობთ, რომ მასაც მოსწონხართ. სამწუხაროდ, სინამდვილეში ეს ადამიანი თქვენ მიმართ გულგრილია და საერთოდ არ უნდა ურთიერთობა. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს- ის ადამიანი ამას უბრალოდ ვერ გაიგებს. მეტიც, მას შეიძლება თქვენი ეშინოდეს. თუ სიზმარში თვითონ ჭამდით ნიორს, ნიშნავს, რომ აზრები პარტნიორის შესაძლო ღალატის შესახებ ხშირად გეწვევათ. ეს ხდება იმიტომ , რომ ოჯახური ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გეჩვენებათ. ეცადეთ, თვითონ შეცვალოთ რამე, შემოიტანოთ სიახლე თქვენს საძინებელში, და მაშინ, შესაძლოა, ყველაფერი დანარჩენიც მოსაბეზრებელი აღარ მოგეჩვენებათ.
სიზმრის მნიშვნელობა ქიშმიშის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ქიშმიშის ნახვა ან ჭამა- სასიყვარულო თავგადასავალს გადაიტანთ, რომელშიც დაუფიქრებლად დაიწყებთ. იმის მიუხედავად, რომ მას სერიოზული გაგრძელება არ ექნება, მის გამო ოდნავაც არ ინანებთ.
სიზმრის მნიშვნელობა ქონის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ქონის ჭამა უსიამოვნებებს ნიშნავს, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ შეაფასებთ და ამის შემდეგ უძლურებას განიცდით. შესაძლოა, ეს ჭამას ან სექსს ეხებოდეს, ასე რომ, ეცადეთ, ძალებს გაუფრთხილდეთ. დამდნარი ქონი იმის სიმბოლოა, რომ ძალიან ძლიერ სექსუალურ აგზნებას განიცდით საერთოდ შეუსაბამო გარემოში.