კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაფდაფის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში დაფდაფის ყრუ ხმების გაგონება - ნიშნავს, რომ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი გასაჭირში იმყოფება და დახმარება სჭირდება. დაფდაფის ნახვა - კეთილგანწყობილი, მეგობრული ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. მეზღვაურებისა და მეთევზეებისთვის ასეთი სიზმარი ნიშნავს წარმატებას, გამართლებას. იგივე ახსნა აქვს ამ სიზმარს გლეხებისა და მოვაჭრეებისთვის.
დაფდაფის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ დაფდაფი დაგესიზმრათ, ეს ნიშანვს, რომ რეალურ ცხოვრებაში პარტნიორთან ურთიერთობას აღიქვამთ გადაჭარბებული ფორმით. თვლით, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ, თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის. დაფდაფის ხმა სიზმარში მიანიშნებს ღალატზე. ამიტომ, ყურადღებით იყავით... არა პარტნიორის, არამედ თქვენი ქცევის მიმართ. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, ძალიან უნდა იფრთხილოს, რადგან პარტნიორის მხრიდან ღალტზე წასვლის მიზეზი დიდწილად მისი ქცევა იქნება. თუ დაგესიზმრათ როგორ ურტყამდით დაფდაფზე - რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად ახერხებთ მეორე ნახევრის ყურადღების მიპყრობას. თქვენი აზრით, ჰარმონიული და სრულფასოვანი ურთიერთობა უშუალოდ თქვენი დამსახურებაა და პარტნიორი ამის გამო მადლიერი უნდა იყოს.
დახშული ხმების დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
დაგვიანებული ამბები.
დოლის დასიზმრება
ჰასეს მიხედვით
თუ მუსიკის ჰანგები გესმით - ზემდეტი ყურადღებით საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება; ძლიერი ხმები - მოსალოდნელია ხანძარი მეზობლად.
მუსიკა სიზმარში
მილერის მიხედვით
სიზმარში მუსიკა ნიშნავს, რომ რეალობაში სასიამოვნო დროსტარება გელით. მელოდიური, სასიამოვნო მუსიკა - სულის კმაყოფილებასა და სიმშვიდეს გპირდებათ. დისჰარმონიული მელოდია, რომელშიც მკვეთრი ხმები ისმის, უსიამოვნებებს და პრობლემებს მოგიტანთ, განსაკუთრებით ბავშვების და ოჯახის წევრების მხრიდან.
მუსიკალური ინსტრუმენტების დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში მუსიკალურ ინსტრუმენტებს ხედავთ - დიდი ხნის ნანატრ სიამოვნებას მიიღებთ. დამტვრეული ინსტრუმენტები - სიამოვნების მიღების პროცესს შეგიწყვეტთ დაუპატიჟებელი ადამიანების კამპანია. თუ ასეთ სიზმარს ახალგაზრდა ქალი ხედავს, ცხოვრებას სასურველი კუთხით მოიწყობს.
მუსიკის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
თუ მუსიკალური ფონი სასიამოვნოა - გარემოცვასთან ურთიერთობას დაალაგებთ. თუ არ მოგწონთ ვინმეს ნამღერი ან დაკრული - მიგანიშნებთ იმაზე, რომ ამ ადამიანებს უნდა მოერიდოთ. თუ გესმით სიმღერა სიყვარულზე ან მძიმე როკი - არ დაიბნევით და შექმნილ სიტუაციას თავს ბოლომდე გაართმევთ. სიზმარში მუსიკალური ფონი - ძალიან გავრცელებული მოვლენაა, რადგან რეალობაში ის ფაქტიურად ყველგან გვესმის. სიზმარში კი მნიშვნელოვანია პროცესი. როგორ ხდება მუსიკის შექმნა. ამას ბევრი რამის თქმა შეუძლია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ამ პროცესის თანხმლებ ემოციებს, რომლებიც თავის მხრივ დაგეხმარებათ ნანახის უკეთ გაშიფვრაში.
მუსიკის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ზოგადად, მუსიკას სიზმარში კარგი ახსნა აქვს, განსაკუთრებით თუ ის მოგწონდათ და მისი მოსმენით სიამოვნებას იღებდით. ასეთი სიზმარი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად არის და საკუთარ თავს შეგიძლიათ უწოდოთ - ბედნიერი ადამიანი. თქვენ სავსე ხართ ოპტიმიზმითა და მომავლის რწმენით. გჯერათ, რომ ყველაფერი გამოგივათ და შეგიძლიათ. თუ სიზმარში სასიამოვნო, მელოდიურ მუსიკას უსმენდით, რომელიც იყო ნაცნობი - წარსულში დაბრუნება გელით. გექნებათ შეგრძნება, რომ ამაში კარგი არაფერია, მაგრამ ძველი ადგილების, სიტუაციის, ადამიანების ნახვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ცდებოდით. მკვეთრი და აღმგზნები მუსიკის მოსმენა სიზმარში ნიშნავს, რომ ახლო მომავალში არასასურველი საქმის შესრულება მოგიწევთ, რის გამოც დიდხანს ინანებთ. თუ თავად უკრავთ რაიმე ინსტრუმენტზე - რეალობაში ეცდებით ინიციატივა ხელში აიღოთ და ამას ნამდვილად არ ინანებთ. ასევე შეძლებთ გამოსცადოთ ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები, რომლებიც აქამდე თქვენთვის იყო უცნობი.
რატომ გვესიზმრება დაფდაფი
ცვეტკოვის მიხედვით
დაფდაფის ხმის გაგონება — დანაკარგი ფინანსური კუთხით ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება; თუ თავად უკრავთ - მეგობრის სიკვდილი.
რატომ გვესიზმრება მელოდია
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი, ნაცნობი მელოდია - მეგობრებთან შეხვედრის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება მუსიკა
ცვეტკოვის მიხედვით
ფარული დაცინვა (ქალისთვის); მუსიკის მოსმენა — სასიხარულო ამბავი; თუ ავადმყოფს ესიზმრება საკონცერტო მუსიკა, ჟღერადი და სასიამოვნო - გამოჯანმრთელების ნიშანია. თუ თავად მღრით ან უკრავთ - დარდის და პრობლემების გაჩენაზე მიანიშნებს.