სიზმრების ახსნა
დიდი ძაღლის დასიზმრება
ჰასეს მიხედვით
თუ სიზმარში თეთრი ძაღლი ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ახალი მეგობრები გაგიჩნდებიან, რომლებიც ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თქვენზე და ერთად ბევრი სასიამოვნო მომენტი გექნებათ. თუ ძილში ძაღლი გიკბენთ - წინ ჩხუბი გელით ფინანსური საკითხების გამო. თუ ძაღლი გაგექცათ - მალე სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებით და მის მოგვარებაზე ბევრი ფიქრი დაგჭირდებათ.
რატომ გვესიზმრება დიდი ძაღლი
თანამედროვე სიზმრის ახსნის დიდი წიგნის მიხედვით
დიდ, თანამედროვე სიზმრის ახსნის წიგნში, მოცემულია რამოდენიმე განმარტება დიდი ძაღლის სიზმარში ნახვასთან დაკავშირებით. თუ ის მეგობრულად იქცევა - ეს ნიშნავს, რომ ერთგული მეგობრები გყავთ და ყოველთვის მხარს გიჭერენ. თუ გასათხოვარ ქალს ესიზმრება დიდი მაყეფარი ძაღლი და ეს აშინებს - რეალობაში მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი შეხვდება. დიდი მაძებარი ძაღლის დასიზმრება, ნიშნავს რთული სიტუაციიდან ამაყად გამოსვლას და დასახული მიზნების მიღწევას. თუ მოცემული სიტუაცია გამოუვალ მდგომარეობად გეჩვენებათ, არ იდარდოთ, ძალიან მალე ვითარება გამოსწორდება და შეძლებთ წარმატების მიღწევას. სიზმარში დიდ ძაღლთან თამაში - რეალობაში მნიშვნელოვანი საუბარი გექნებათ, ამასთან სასიამოვნო და იმედის მომცემი. თუ დიდი ძაღლი ყმუის - არასასიამოვნო ამბის გაგების ნიშანია, რომელსაც უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ავი ძაღლი, რომელიც ტანსაცმელს გლეჯს, ასახიერებს ჭორებს, რომელბსაც ავრცელებენ სიზმრის მნახველზე მისი მტრები. საჭიროა დაფიქრდეთ, ვინ შეიძლება აკეთებდეს ამას თქვენი ახლო წრიდან.