სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ფორთოხალი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა — სიურპრიზი; ჭამა — უბედურება, ჩხუბი.
რატომ გვესიზმრება ხილი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ხილს ფცქვნით - იმედგაცრუება გექნებათ;
ფორთოხლის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
გულუხვობის სიმბოლოა. ფორთოხლის ხის ყვავილი ნაყოფიერების სიმბოლოა, ამიტომ, ძველ დროში პატარძლები მას თილისმად ატარებდნენ. ჩინურ კულტურაში ის წარმატებისა და უკვდავების სიმბოლოა. ქრისტიანულ კულტურაში ფორთოხლის ყვავილი სიწმინდისა და ქალწულობის სიმბოლოა, და ძველად გამოიყენებოდა საქორწინო თაიგულში. სამოთხის გამოსახულებებში ფორთოხალი ცოდვების დამარცხების სიმბოლოდ გვევლინება; ჩვილი ქრისტეს ხელში ის შეიძლება ვაშლის ნაცვლად იყოს; ძველ საბერძნეთში ფორთოხლის ყვავილი ქალღმერთ დიანას ემბლემას წარმოადგენდა. იაპონიაში კი წმინდა სიყვარულს უკავშირდება.
ფორთოხლის სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიმბოლურად ასახავს სიამოვნების მიღებას. თუ ფორთოხალი დაგესიზმრათ, ესეიგი შეგიძლიათ სექსუალური ფანტაზიების გამოვლენა უცხო ადამიანთან მიმართებაში. თქვენ ხშირად წარმოიდგენთ თუ როგორია ის ამ მხრივ და შეძლებდით თუ არა მასთან სექსის ქონას პირდაპირ ახლა, თუკი მისი მხრიდან მსგავსის გაკეთების სურვილი იქნებოდა. ამაში რეალურად არაფერია სამარცხვინო ან აკრძალული, რადგან თქვენ მხოლოდ საკუთარ სურვილებს აანალიზებთ. სიზმარში ფორთოხლის ჭამა - ნიშნავს, რომ მალე ვიღაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, თან ეს იქნება პიროვნება, რომლისგანაც არ ელით მსგავს რამეს და ვერც წარმოგიდგენიათ თუ მას ასეთი ემოციების გამოხატვა შეუძლია. თუ სიზმარში ფორთოხალს ფცქვნით - ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში სპონტანურ სექსს სრულიად მიუღებლად თვლით, რადგან ის არარომანტიული და უხეში გეჩვენებათ. თუმცა, ზოგჯერ სპონტანური სექსიც შეიძლება ძალიან რომანტიკული იყოს. ყოველ შემთხვევაში ღირს ჯერ ცდა და შემდეგ განსჯა.
ხილის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
ხილი - ქალურობის და ნაყოფიერების ნიშანია. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ეს სიმბოლო შეიძლება აიხსნას როგორც უბრალოდ საკვები. ამიტომ საჭიროა განისაზღვროს რა ვითარებაში დაგესიზმრათ ხილი - თქვენ სთავაზობდით ვინმეს, თუ პირიქით - გთავაზობდნენ? იქნებ რეალურ ცხოვრებაში გასინჯეთ რაიმე სახის ხილი, რომელიც მოგეწონათ და შემდეგ ქვეცნობიერად ამაზე ფიქრობდით?
ხილის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ხეზე მსხმოიარე ხილის ნახვა მიანიშნებს აყვავებულ და ნაყოფიერ მომავალზე. მწვანე ნაყოფი - ფუჭ ძალისხმევას და გაუაზრებელ ქცევას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში მიირთმევს ხილის ნაყოფს – ეს მის ზნეობრივად დაცემას და მემკვიდრეობის დაკარგვას ნიშნავს. სიზმარში ხილის ნაყოფის ჭამა – ცუდი ნიშანია. ხილის ნაყოფის ყიდვა ან გაყიდვა – ნიშნავს მსხვილი, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი გარიგებების დადებას. მწიფე ნაყოფის დანახვა ან ჭამა სიზმარში - მოულოდნელ გამართლებას და ბედნიერებას მოგიტანთ.