კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
გარგარის დასიზმრება
მცენარეების ახსნის მიხედვით
რამდენადაც გარგარი თვითდამტვერვადი მცენარეა, ის განასახიერებს ანდროგენულობას, ანუ ინისა და იანის შეერთებას. ჩინური ტრადიციის მიხედვით კი სიკვდილიანობას ნიშნავს.
გარგარის დასიზმრება
მილერის მიხედვით
გარგრის ბაღების სიზმარში ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი, მიუხედავად მისი ვარდისფერ ტონებში წარმოდგენისა, მაინც შეიცავს მწუხარების მომენტებს. თუ ძილში გარგარს მიირთმევთ, ეს ნიშნავს, რომ უსიამოვნო მოვლენები გიახლოვდებათ. თუ სხვები მიირთმევენ - გარემოცვა ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს. ზოგადად გარგარი სიზმარში ნიშნავს, რომ რეალობაში დროს ფუჭად ხარჯავთ.
გარგარის სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში გაგრგრის ნაყოფს მიირთმევდით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სექსუალური ურთიერთობა იმ ეტაპზეა, როცა ერთმანეთს ეხლა ეცნობით და კავშირისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებთ. ეს იმის ბრალია, რომ ჯერ კიდე სასწაულის გჯერთა და მომავალი ლამაზად წარმოგიდგებათ. თუ სიზმარში გარგარს კრეფთ - მამაკაცისთვის ეს ნიშნავს, რომ გამოუცდელ პარტნიორ ქალს შეხვდება და სექსში მისგან სრულ სიამოვნებას მიიღებს. თუ ასეთ სიზმარს ქალი ნახულობს, მას სასიყვარულო თავგადასავალი ელის, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება და ურთიერთობის არასერიოზულობას მალევე აღმოაჩენთ.
რატომ გვესიზმრება გარგარი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა — სიმშვიდე, სიხარული (ქალისთვის).
რატომ გვესიზმრება ხილი
ცვეტკოვის მიხედვით
ხილის გაფცქვნა — იმედგაცრუება;
სიზმარში ხილის ნახვა
ლოფის მიხედვით
ხილი – ქალურობის, ნაყოფიერების, დალაგებული ურთიერთობების სიმბოლოა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ამ სიმბოლოს ახსნა შეიძლება, როგორც ჩვეულებრივი საკვების. ამიტომ, საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რა ვითარებაში დაგესიზმრათ ხილი. ვინეს ხომ არ სთავაზობდით ხილს? ან პირიქით, თქვენ ხომ არ გთავაზობდნენ? იქნებ ხილის დასიზმრების მიზეზი რეალურ ცხოვრებაში მისი გაჩენის მომენტია?
ხილის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში მწიფე ხილის ნაყოფს ხედავთ ხეზე, წარმატებული მომავლის ნიშანია. მკვახე ნაყოფი - ფუჭ მცდელობებს და დაუფიქრებელ ქმედებებს ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხილის ნაყოფს მიირთმევს - მისი მხრიდან ზნეობრივ დაცემულობას და მემკვიდრეობის დაკარგვას ნიშნავს. სიზმარში ხილის ნაყოფის ჭამა - მსხვილი, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი გარიგებების დადების ნიშანია. ხილის მწიფე ნაყოფის დანახვა და ჭამა - მოულოდნელი წარმატებისა და კმაყოფილების მიღების ნიშანია.