კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ლოთის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ლოთის ადგილას საკუთარ თავს ხედავთ - სიღარიბეს და ტანჯვას ნიშნავს. ლოთების ნახვა სიზმარში - თქვენი გარემოცვის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს. თუ ლოთს რამეს აძლევთ - ნიშნავს, რომ თქვენი გულუხვობა დაფასდება.
რატომ გვესიზმრება ლოთი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ლოთს ცარიელ გზაზე შეხვდებით — მალე ცხოვრებისგან სერიოზული გამოცდა გელით; თუ თავად ხართ ლოთი — სრული წარმატება და სულიერი სიმშვიდე გელით.
რატომ გვესიზმრება სიღარიბე
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ღარიბი ხართ სიზმარში - რეალობაში გამდიდრდებით.
რატომ გვესიზმრება ღატაკი
ცვეტკოვის მიხედვით
ოჯახური კეთილდღეობა; მოწყალების გაღება - წინსვლა, წარმატება; მოწყალების გაღებაზე უარის თქმა - დანაკარგი, საქმეებში წარუმატებლობა.
ღარიბის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ საკუთარ თავს ხედავთ გაღარიბებულს - რაღაც უსიამოვნო მოვლენა გელით. თუ ღარიბებს ხედავთ - ეს რეალობაში სულგრძელობის გამოჩენისკენ მიგანიშნებთ.
ღატაკის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ცუდი ნიშანია, თუ სიზმარში საკუთარ თავს, ან რომელიმე ნაცნობ-მეგობარს ხედავთ ღატაკის როლში - ეს მიანიშნებს მომავალში პრობლემებსა და საარსებო სახსრების დაკარგვას. თუ მსგავს სიზმარს ახალგაზრდა ქალი ნახულობს - ვიღაც უადგილოდ დაიწყებს მის პირად ცხოვრებაში ჩარევას. თუ ღატაკი მოხუცი და მოუვლელია, საქმიანი ადამიანებისთვის ეს საიზმარი მიანიშნებს, რომ საჭიროა უკეთ დააორგანიზონ თავისი დრო და საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დიდი მატერიალური ზარალი ნახონ. თუ სიზმარში ღატაკს მოწყალებას აძლევთ - ეს ნიშნავს, რომ რეალური ვითარება სავალალო გაქვთ და საჭიროა ცვლილებების განხორციელება. ძალიან ცუდი ნიშანია, თუ სიზმარში ღატაკი მოწყალებას გთხოვთ და არ გაიღებთ.