სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ღვინო
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ სვამთ ღვინოს, თქვენთვის სიხარულს და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს მოასწავებს. ღვინის ბოთლის გატეხა- ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება საზღვარს სცდება. ღვინის ბოცების ნახვა- დიდ ფუფუნებას მოასწავებს. ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში- მრავალფეროვანი სიამოვნებების, გართობის და ნაცნობ ადგილებში მოგზაურობის ნიშანია. ღვინის დასხმა- ნიშნავს, რომ თქვენი სამუშაო კარგად ანაზღაურდება. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის ღვინოს სვამს- მოასწავებს, რომ ის ცოლად გაჰყვება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანს. სარდაფში ჩასვლა, როემლიც ღვინის ბოთლებით და ბოცებით არის სავსე- ეს სიზმარი სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
რატომ გვესიზმრება ღვინო
ცვეტკოვის მიხედვით
სმა, მაგრამ არა დათრობამე- მხიარულება, სიხარული, ფული; გამასპინძლება- დასაფლავება ან დაშორება; დაქცევა- უბედურებისკენ; მარტო სვამთ- ცუდი ამბები, დადანაშაულება; დასხმა- კამათი; გასინჯვა- ახალი წინადადებები; ყიდვა ( ღვინის, არყის)- თქვენი ან სხვისი ტყუილი; მოულოდნელი ღალატი.
სიზმრის მნიშვნელობა ღვინის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში დაინახეთ ან სვამდით ღვინოს, ეს იმის ნიშანია, რომ რეალობაში სექსით დაკავებისკენ დალეული ალკოჰოლის დიდი რაოდენობა გიბიძგებთ. ის სტიმულს გაძლევთ, აღაგზნებს სექსუალურ სურვილს, და მისი გავლენის ქვეშ ყველა პრინციპის შესახებ გავიწყდებათ, რომლებსაც ფხიზელ მდგომარეობაში იცავთ. ასე მაინც მიიღებთ სიამოვნებას, თუ სხვანაირად არ შეგიძლიათ.
ღვინო სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ღვინო- მშვიდობიანი ცხოვრების, მეურნეობის, კეთილდღეობის, მანკიერების სიმბოლოა. ღვინის ნახვა მაგიდაზე სხვა პროდუქტებს შორის და იარაღთან ახლოს- იმის სიმბოლოა, რომ მშვიდობა იქნება შენარჩუნებული მანამ, სანამ სახელმწიფოში წინაპრების ტრადიცია- სტუმართმოყვარეობა იარსებებს. ფერმკრთალი ვარდისფერი ღვინის ნახვა გამჭვირვალე ბოკალში- სიზმარი სიცრუეს, ხრიკს, მოკვლას მოწამლვით მოასწავებს, რომელიც ოფიციალური სამსახურით იქნება სანქცირებული და ნაცნობი ადამიანების მიერ იქნება მოწყობილი ისე, რომ ვერავინ მიხვდეს, განსაკუთრებით უნდა უფრთხოდეთ სასიამოვნო გაცნობებს საპირისპირო სქესთან. უზარმაზარი ვაზის და ღვინის დამზადების ნახვა ძლიერი კაცების მიერ წითური თმებით- ეს სიზმარი მოწმობს გერმანიასთან ნათესაურ კავშირს და ისტორიულ სამშობლოში საცხოვრებლად გამგზავრების შესაძლებლობას, სადაც წარმატება და კეთილდღეობა , მატერიალური სიმდიდრე და აყვავება გელოდებათ ადგილობრივი ტრადიციების გათვალისწინებით. დიდი ძველებური ღვინით სავსე ამფორების ნახვა- ნიშნავს, რომ ბევრი უნდა იფიქროთ, მანამ სანამ კითხვაზე პასუხს გადაწყვეტთ, რომელიც მალე თქვენს გონებას და გულს აავსებს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ წინა თაობების წარმომადგენლებთან კავშირის მხარდაჭერის და წარმომავლობის ცოდნის შემთხვევაში. იმის ნახვა, რომ ადამიანი ღვინით მოწამლეს- იღბლის სიმბოლოა, რომელსაც ეს ადამიანი მოგიტანთ. მზად იყავით ბევრი შემთხვევითი გამართლებისთვის და იღბლისთვის. ღვინის მდინარის ნახვა, რომლიდანაც ველური და შინაური ცხოველები სვამენ და უღონოდ ეცემიან მის ნაპირზე- იმის ნიშანია, რომ ზაფხულში კეთილხელსაყრელი დრო დადგება მეწარმეობისთვის, რადგან სხვადასხვა ადამიანები მშვიდობიანად იქნებიან განწყობილი და შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებას. თუ სიზმარში ღვინოს სვამთ ოქროს თასიდან- რეალობაში იმდენად გატაცებული იქნებით თქვენი ილუზიებით, რომ დაკარგავთ კავშირს რეალურ სამყაროსთან. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ დააქციეთ ღვიNო თქვენს ტანსაცმელზე,- ნიშნავს, რომ გაუაზრებელ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც აისახება თქვენს ურთიერთობებზე ადამიანთან, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი მატერიალური კეთილდღეობა. ღვინოში ჩაძირვა- იძულებული მარტოობა. თუ სიზმარში ღვინით გიმასპინძლდებიან- ზედმეტი გულწრფელობა მხოლოდ გავნებთ, ხოლო თქვენს მტრებს საბაბს მისცემს ღვარძლიანობისთვის.