სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გომბეშო
მილერის მიხედვით
სიზმარში გომბეშო უიღბლო თავგადასავლების ნიშანია. თუ გომბეშო ესიზმრება ქალს- მის კეთილ სახელს სკანდალური გამოაშკარავება ემუქრება. სიზმარში გომბეშოს მოკვლა ნიშნავს, რომ თქვენს შეხედულებებს მკაცრად განსჯიან. თუ გომბეშოს ხელს აფარებთ, ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრების დაღუპვაში დამნაშავე იქნებით.
რატომ გვესიზმრება გომბეშო
ცვეტკოვის მიხედვით
სიხარბე ან შური; დაჭერა- წარმატება და საზრუნავისგან გათავისუფლება , ავადმყოფობები ან საპატიმრო; სახლიდან გაგდება- უბედურება; მოკვლა- უბედურება; ბოროტი ადამიანი; ბევრი გომბეშო- ავადმყოფობა.
სიზმრის მნიშვნელობა გომბეშოს შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ გომბეშო, და მისი დანახვისას, ნეგატიური გრძნობები (შიში, ზიზღი) გეუფლებათ, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის დამახასიათებელია ნეგატიური გრძნობების განცდა სექსუალური ურთიერთობების ხორციელი მხარის მიმართ. უფრო ზუსტად, ვერ ხედავთ იმ დადებით მხარეს, რომელიც სექსს აქვს, და ამ "უხერხულ მოძრაობებს" სასირცხვილოს და უაზროს თვლით.