სიზმრების ახსნა
გველის შესახებ სიზმრის მნიშვნელობის ახსნა
ცვეტკოვის მიხედვით
ცვეტკოვი ამტკიცებს, რომ გველის ნაკბენი ძლიერ სულიერ ტკივილს ნიშნავს ახალო და ძვირფასი ადამიანის ღალატის შემდეგ. თუ რეპტილია დიდხანს ცოცავდა, სანამ თავს დაგესხმებოდათ, ელოდეთ ავადმყოფობის გამოვლინებას, რომელიც სხეულში უკვე ვითარდება. ქვეწარმავალი მოკალით- რთული მდგომარეობიდან გამოხვალთ. თეთრი გველები დახმარებას მოასწავებს.
გველის შესახებ სიზმრის მნიშვნელობის განმარტება
მთვარის ახსნის მიხედვით
მთვარის კალენდარი აჩვენებს, რომელ ფაზაში და ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება მთვარე. დამოკიდებული ამაზე, უნდა მოუსმინოთ ნიშნებს ან ცარიელ სიზმრებს ყურადღება არ მიაქციოთ. ყველაზე ხშირად, ქვეწარმავლები მთვარის მესამე მეოთხედში გვესიზმრება. ამ დროს სიზმრები ახდება. დაიმახსოვრეთ სიუჟეტები, რათა მოსალოდნელისთვის მოემზადოთ. თუ მზარდი მთვარის დროს ფერადი გველები ნახეთ- მზად იყავით იმისთვის, რომ მოშურნეებს ღირსეულად შეხვდეთ და მათი ჭორები მოიგერიოთ. თუ ნახეთ სიზმარი მთვარის მე-16 დღეს, არ ელოდოთ, რომ ის მალე ახდება. გავა თვე, ან წელიწადი. არ მიაქციოთ ყურადრება სიზმრებს მთვარის 29-ე და მე-2 დღეს . ისინი არ ახდება. თუ გველები მთვარის მე-5 დღეს დაგესიზმრათ, მხოლოდ კარგი მნიშვნელობები განიხილეთ.
რაზე მეტყველებს სიზმარი გველის შესახებ
ნოსტრადამუსის მიხედვით
წინასწარმეტყველი თვლიდა, რომ ასეთი სიზმრები მიანიშნებენ ცოდვებზე, მზაკვრულ აზრებზე. განსაკუთრებით ბევრ უსიამოვნებას მოასწავებს ისინი გველის წელიწადში აღმოსავლური კალენდრით. ამ დროს ადამიანი თავს მარტოდ გრძნობს და გარშემორტყმულია მტრებით. ნახეთ, რომ რეპტილია თავს დაგესხათ, ეს უბედურებას, ტრაგედიებს, დანაკარგებს მოასწავებს. გველის ნაკბენი უდიდეს სკანდალს მოასწავებს. გექნებათ შეხება პოლიტიკურ ინტრიგებთან, გადატრიალებებთან. თუ მოიგერიეთ- თქვენ გაიმარჯვებთ. მოძულეები ვერ გავნებენ.
რას ნიშნავს სიზმარი გველის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ფროიდი ქვეწარმავლებში ფალოსურ სიმბოლოს ხედავდა. ამიტომაც მსგავსი სიზმრები, მისი აზრით, მიანიშნებს განვითარებულ მამაკაცურ სექსუალურობაზე, ასევე ჰომოსექსუალურობისკენ მიდრეკილებაზე. გველის ნაკბენი ღალატს მოასწავებს. ვინმე მესამე გამოჩნდება, და სასიყვარულო სამკუთხედიდან გამოსვლა რთული იქნება. ის თქვენს კავშირს გაანადგურებს. თუ გველი სხვა ადამიანს კბენს, ყურადღება მიაქციეთ მის პიროვნებას. მის მიმართ აშკარად არ ხართ გულგრილი. სიზმრის ახსნაში მკვლელობა არ მოიხსენიება, მაგრამ კოცნა - კი. თუ კოცნით რეპტილიას, ქვეცნობიერად ორალური სექსი გიყვართ. მძინარე გველს დასდევთ- ის სრულიად მზადაა პარტნიორთან აქტიური სექსისთვის . თუ ქალმა შეყვარებულის ნაცვლად გველი ნახა- ელოდეთ ცვლილებებს სიყვარულის ფრონტზე. ისინი შეიძლება კარგიც იყოს. გველი მზეზე თბება- კაცის სექსუალურობა ტონუსშია; დახვეულია- თვითდაკმაყოფილებისკენ მისწრაფებას ნიშნავს.
რას ნიშნავს სიზმარი გველის შესახებ
ხასსეს მიხედვით
ხასსე ამტკიცებდა, რომ სიზმრებში რეპტილიების ნახვა მოასწავებს მტრებს მდედრობით სქესს შორის. ისინი ფარისეველნი და ცბიერნი არიან. გველი მოკალით- რთული სიტუაციიდან გამოსვლას და წყენის მიმყენებლებისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ბევრი გველი არასასიამოვნო მოვლენებს და მცირე კამათს ნიშნავს. მათი მოკვლა- ცუდ ადამიანებზე გამარჯვება.
რატომ გვესიზმრება გველი
მილერის მიხედვით
მილერი თვლიდა, რომ სიზმრები გველების შესახებ აფრთხილებს ადამიანს ნებისმიერი ბოროტების შესახებ. თუ ქალმა ნახა, რომ მას მკვდარი გველი კბენს- ის ძალიან განიცდის ახლო ადამიანის ღალატის გამო. ქვეწარმავლის მოკვლა - ნებისმიერ რამეზე წახვალთ სასურველის მიღწევისთვის, მტრების დამარცხებისა და მათგან გათავისუფლებისთვის. გველმა მტკივნეულად გიკბინათ- ეს მტრების გამარჯვებას ნიშნავს. მათ შეიძლება გავნონ. იმის ნახვა, თუ როგორ დადიხართ ბევრ გველს შორის- ძალიან გეშინიათ ავადმყოფობის. რეპტილია მძინარის ირგვლივ არის შემოხვეული- ის უძლურია მტრების წინაშე. სხვა მნიშვნელობა- მალე ჯანმრთელობის პრობლემები ექნება. ქვეწარმავლის დაჭერა ან შეხება- ცხოვრებაში უმნიშვნელო მოვლენები მოხდება, მაგრამ ისინი ძალიან აგაღელვებთ. დაგესიზმრათ, როგორ დააბიჯეთ გველებს- განიცდით შფოთვას და მღელვარებას შემდგომ სიხარულთან დაკავშირებით. პატარა გველები- კეთილი იქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შეგარცხვინეს. ქალს დაესიზმრა, რომ ის გველმა მოაჯადოვა- ადამიანები მას შეაწუხებენ, მაგრამ ერთგული მეგობრები მას დაეხმარებიან.
რატომ გვესიზმრება გველი
ეზოთერიკული ახსნით
ეზოთერიკის თვალსაზრისით, რეპტილია სიზმარში არის ქალი, რომელიც მძინარის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი . კბენა მოასწავებს ცილისწამებას, თავდასხმას, დარტყმას, ზიანის მიყენების მცდელობას მისი მხრიდან. გველის მოკვლა- გაუმკლავდებით სიტუაციას, გათავისუფლდებით მტრისგან, თქვენს პატიოსან სახელს აღადგენთ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი გველის შესახებ
ლოფას მიხედვით
ეს სიმბოლო სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად აიხსნება. ქრისტიანებისთვის ეს არის ცდუნების საფრთხე , აღმოსავლეთისთვის-უსასრულო სიბრძნე. თუ ქრისტიანულ შეხედულებას ეთანხმებით, გველი კონკრეტულ მაცდუნებელ ადამიანზე მიგანიშნებთ. თუ ნახულობთ, როგორ გიჭირავთ გველი ხელში - თქვენთვის სიბრძნის წყარო მისაწვდომია. ქვეწარმავალი კანს იცვლის , თქვენ გელოდებათ განახლება ფიზიკურ და სულიერ დონეზე. ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს. თუ ძლიერ შიშს განიცდით, სიზმარი მოსალოდნელ განადგურებაზე მეტყველებს. ნეგატიური დამოკიდებულება დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანს გველის შხამის ეშინია.
რატომ გვესიზმრება სიზმარი გველის შესახებ
ისლამური ახსნით
ყურანი მეტყველებს იმაზე, რომ გველი უბოროტესი მტერია, რომელიც მძინარის სულს წამლავს, როგორც შხამი- სხეულს. მისი მოკვლა მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. რეპტილია თვითონ მოკვდა- ღმერთი ყველაფერს თქვენ მაგივრად გააკეთებს. ფრთხილად იყავით. დააკვირდით ძველ მეგობრებს და ახალ ნაცნობებს. ყველას თქვენთვის სიკეთე არ უნდა.
რატომ დაგვესიზმრა გველი
ვანგას მიხედვით
ცნობილი წინასწარმეტყველი თვლიდა, რომ ასეთი სიზმრების ნახვა ცუდი ნიშანია . ისინი მიანიშნებენ უბედურებაზე, ღალატზე, სერიოზულ განადგურებაზე. კბენა- იმედგაცრუება ახლო ადამიანის ღალატის გამო. მისი საქციელი ძლიერ გაგაოცებთ. ენდობოდით მოღალატეს და ზურგში დანის ჩარჭობას არ ელოდით. არ არის გამორიცხული, რომ მტრები შავი ჯადოს რიტუალებს გამოიყენებენ, რათა გავნონ. მცოცავი რეპტილია- მოემზადეთ მტრებთან სერიოზული ბრძოლისთვის . გველების ნახვა - ირგვლივ ბევრი ადამიანია ცუდი აზრებითა და ზრახვებით. ისინი ავადმყოფობას და სიკვდილს გისურვებენ. არავის არ ენდოთ, არ გაუმხილოთ საიდუმლოები, ფრთხილად იყავით. დახვეული გველი- მტრები ელოდებიან მომენტს, რომ იერიში მიიტანონ. დიდი გველი კისერზე- სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ ამბების გაგებას ნიშნავს. განსაკუთრებით ცუდი ნიშანია გიგანტური რეპტილიები. ისინი ტრაგედიების, კატასტროფებისა და კატაკლიზმების მომასწავებლები არიან.