კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ნავი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ იმყოფებით ნავში სხვა ნიჩბოსნებთან ერთად- ნიშნავს, რომ ბევრი სიამოვნებას მოგანიჭებთ მხიარული და მიწიერი სიამოვნებების მოყვარული ადამიანების საზოგადოება. თუ თქვენი ნავი გადაყირავდება- გემუქრებათ ფინანსური მარცხი, რადგან ჩაებმებით მაცდუნებელ, მაგრამ სარისკო საქმეში. თუ სიზმარში გახდებით გამარჯვებული ჩქარ ნიჩბოსნობაში შეჯიბრში- ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეყვარებული დაკარგავს ინტერესს თქვენი მოწინააღმდეგის მიმართ. როდესაც გახდებით გამარჯვებული, ადვილად დაიპყრობთ ქალების გულებს, ხოლო თქვენი საქმეები კეთილხელსაყრელად ჩამოყალიბდება. თუ სიზმარში თქვენ კაიაკზე ცურავთ წყნარ წყალზე- არ დაგტოვებთ თავდაჯერებულობა, რომელიც თქვენს იღბალს ეხმარება. თქვენს რჩეულთან ნავში ცურვა- მოასწავებს ნაადრევ ქორწინებას და შეთანხმებულ ცხოვრებას.თუ თქვენ ცურავთ აღელვებულ ტალღებზე- გელოდებათ "ჭირვეულის მორჯულება", და მხოლოდ ამის მერე ბედნიერება. თუ ნიჩაბი ჩადის ჭუჭყიან წყალში- ელოდეთ იმედგაცრუებას საქმეებში. პატარა და სწრაფი მდინარე მოასწავებს გაუაზრებელ და თავქარიან ქცევებს, ადვილ გატაცებას, რომელიც მხოლოდ იმედგაცრუებას მოიტანს. საერთოდ ირგვლივ წყლის დანახვა- მომავალში მნიშვნელოვანი მოვლენების ნიშანია. ამ სიზმრებში მნიშვნელოვანია სუფთა და წყნარ წყალზე ცურვა. თუ თქვენი მიმართულებით მოცურავს გემი ან ნავი კაშკაშა ცეცხლით ცხვირზე- ყველაფერი შესანიშნავად იქნება, თუ წყალი წყნარია. ბობოქარი ტალღები რეალობაში მღელვარებით გემუქრებათ. ძალიან კარგია სიზმარი, რომელშიც მარტო ან მეგობრებთან ერთად ადიხართ გემზე ან სხდებით ნავში- თქვენ გელოდებათ იღბალი. ბორტიდან გადავარდნა- ცუდი ნიშანია, თუ არ აღიქვამთ სიზმარს, როგორც გაფრთხილებას.
ნავი
აიურვედას ახსნის მიხედვით
სიზმარში ნავზე ან გემზე ცურვა წყნარ წყალზე მოასწავებს იღბალს, აღელვებულზე- უსიამოვნებებს. სიზმარში წყალში ჩავარდნა ნიშნავს დიდი საფრთხეს.
რატომ გვესიზმრება ნავი
ცვეტკოვის მიხედვით
იალქნის ქვეშ ცურვა ზურგქარით- გამოვა ჩაფიქრებული; ნავში ყოფნა- იმედი, ხანმოკლე ერთგულება; (არ იცი ვისთან ერთად)- სახლის, საცხოვრებლის შეცვლა, ცარიელი- სიკვდილისკენ ან ავადმყოფობისკენ; წყალი ნავში- მოგებისკენ; ნავში ავადმყოფი- სიკვდილისკენ; მდინარის გადაცურვა- საქმეებში წარმატება.
რატომ გვესიზმრება ნავში ყოფნა
ცვეტკოვის მიხედვით
უბედურებების მოშორება; ნაპირზე გამოსვლა- გამარჯვება
რატომ გვესიზმრება ნიჩბის მოსმა
ცვეტკოვის მიხედვით
მდგომარეობიდან გამოსვლა, სწორი გადაწყვეტილების ნახვა.
სიზმრის მნიშვნელობა კაიაკის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ თქვენ დაგესიზმრათ კაიაკი, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებთ ნაკადის მიმართულებით ცურვას. განსაკუთრებით არ უღრმავდებით თქვენი , როგორც პირადი, ისე ინტიმური ურთიერთობების აზრს. გაწყობთ ის, თუ როგორ ყალიბდება, დაიწყო რა ოდესღაც სხვისი ინიციატივით. თქვენ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ რამენაირად გაამრავაფეროვნოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება, შეიტანოთ მასში ფანტაზიის ელემენტი. ამიტომ თქვენთან დიდხანს ვერავინ ძლებს, ყველა გარბის მალე მოსაბეზრებელი ერთფეროვნებისგან.