სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კამეჩი
მილერის მიხედვით
თუ ქალი ხედავს სიზმარში , რომ კამეჩებს კლავს,- ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვან საქმეს მოკიდებს ხელს,და, გამოიჩენს რა ნებისყოფას, და იტყვის რა უარს მატერიალურ სიკეთეებზე, დაიპყრობს კაცების მოწონებას და დიდი ხნის სასურველს მიიღებს. ამას გარდა, სიზმარში დანახული კამეჩი ძლიერი მაგრამ უჭკუო მტრების გაჩენას მოასწავებს. ისინი ღია შეგეწინააღმდეგებიან, მაგრამ თქვენი ტაქტიანობა და დიპლომატიური მოქცევა დაგეხმარებათ მათზე გამარჯვების მოპოვებაში.
კამეჩის დასიზმრება
ცხოველების ახსნის მიხედვით
ამერიკელ ინდიელებში, კამეჩი და ბიზონი აღნიშნავენ ზებუნებრივ ძალას, შესაძლებლობას და ენერგიას. ბუდიზმში, მიცვალებულთა ღმერთი იამა ზოგჯერ გამოისახება კამეჩის თავით ან მთლიანად მისი ფორმით. დაოსიზმში ლაო-ცზი სწორედ კამეჩზე იყო ამხედრებული გაუჩინარებამდე.
კამეჩის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ ქალს ესიზმრება, რომ კამეჩებს ხოცავს - რეალობაში შეძლებს რთულ საქმესთან გამკლავებას, ნებისყოფის გამოჩენას და მიზნის მიღწევას, რის შედეგადაც დაიმსახურებს აღიარებას მამაკაცების მხრიდან და დიდი ხნის სურვილს აისრულებს. გარდა ამისა, კამეჩის დასიზმრება მიანიშნებს ძლიერი, თუმცა უჭკუო მტრების გაჩენას. ისინი ღიად დაგიპირისპირდებან, თუმცა, თქვენი ტაქტიკურობა და დიპლომატიური ქცევა მათზე გამარჯვების მოპოვების საშუალებას მოგცემთ.
რქოსანი ცხოველების დასიზმრება
ლოფის მიხედვით
რქოსანი ცხოველი გამოსახავს ავტორიტარულ მამაკაცს, ხოლო თუ ცხოველს რქები ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით აქვს ან რქები ისეთ ცხოველს აქვს, რომელიც რეალობაში მათ არ ატარებთ - ეს არის თქვენი მხრიდან ამ პიროვნების მიუღებლობის ნიშანი. შეეცადეთ გაერკვეთ რა გრძნობა გაქვთ რქოსანი პირუტყვის მიმართ - გახსენებთ თუ არა ის ვინმეს რეალობიდან? რქების რაოდენობა ან აბსურდულობა, მაგალითად რქიანი ძაღლი - მიანიშნებს სექსუალურ ცხოვრებაში დაძაბულობის ქონას. რქოსანი პირუტყვი ასევე აღნიშნავს საშიში ადამიანის არსებობას თქვენს გარემოცვაში, რომელიც ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით დაგამარცხოთ, ზეწოლა მოახდინოს თქვენზე. თქვენ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ სექსუალურ ღელვას განიცდიდეთ, თუმცა, საჭიროა კარგად დააკვირდეთ და გააანალიზოთ მისი ქცევის მოტივი.
სიზმარში კამეჩის ნახვა
ცხოველების ახსნით
ამერიკელ ინდიელებში კამეჩი და ბიზონი ზებუნებრივ ძალა, სიმძლავრეს, მდგრადობას და გრიგალს ნიშნავს. ბუდიზმში მკვდრების ღმერთი იამა ზოგჯერ კამეჩის თავით გამოიხატება ან მის გარეგნობაში გამოვლინდება. დაოსიზმში ლაო-ძი კამეჩით დადიოდა. მისი გაქრობის წინ ის მწვანე კამეჩზე დაუნახავთ. ზოგჯერ კამეჩი ხარის ადგილს იკავებს "საბალახოდ გაშვეუბული ათი ხარის ნახატებში", სადაც ის როგორც აღუდგენელი ნატურა მოთვინიერების პროცესში თანდათან აბსოლუტურად შავიდან დამაბრმავებლად თეთრში გარდაიქმნება, ხოლო მეათე ნახატზე ის სრულიად ქრება.
სიზმარში რქიანი ცხოველების ნახვა
ლოფას მიხედვით
რქიანი ცხოველი განასახიერებს ავტორიტარულ კაცს ან, თუ რქები აბსურდულ ხასიათს ატარებს ცხოველში, ავტორიტეტის გადაადგილებას ან მეტყველებს თქვენ მიერ ამ ავტორიტეტის მიუღებლობაზე მისი დაუსაბუთებლობის გამო. ეცადეთ გაარკვიოთ თქვენი გრძნობები რქიანი ცხოველის მიმართ- ვინმე გაგონებთ რეალური ცხოვრებიდან? რქების ქონა ცხოველზე, რომელსაც რეალობაში რქები არ აქვს, მაგალითად, რქიანი ძაღლი, მიანიშნებს სექსუალურ ურთიერთობებში დაძაბულობაზე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ვინმე ახლოს არაერთმნიშვნელოვანი მოტივებით ხელმძღვანელობს თქვენთან ურთიერთობისას? რქიანი ცხოველი ასევე განასახიერებს სხვა ადამიანის მხრიდან საფრთხეს, რომელიც თქვენს დათრგუნვას ცდილობს თავისი ძალით და ავტორიტეტით. ამასთან თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ რაღაც სახის სექსუალური მღელვარება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვერდიდან თავხმოხვეული გავლენის არსებობის ფაქტი.