კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კალათა
მილერის მიხედვით
სიზმარში კალათის და მისი ტარების ნახვა- ნიშნავს, რომ თქვენ გელოდებათ უნიმუშო წარმატება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კალათი სავსეა. ცარიელი კალათები- დაუკმაყოფილებლობას და სევდას მოასწავებს.
დაგესიზმრათ კასრი
მილერის მიხედვით
წყლით სავსე კასრი- ეს არის სიზმარი, რომელიც გპირდებათ სრულ კმაყოფილებას ტქვენს სახლში. პირიქით, ცარიელი კასრი მოასწავებს უსიამოვნებებს; ბედნიერება ცოტახნით გირალატებთ. გამომშრალი, ნაპრალებიანი კასრი სიზმარში- ოჯახურ პრობლემებს ნიშნავს
დაგესიზმრათ მუხლუხი
მილერის მიხედვით
მუხლუხო სიზმარში მოასწავებს დაბალ, მლიქვნელ არსებებთან შეხვედრას. თქვენ კარგად მოიქცევით, თუ შეძლებთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობიდან თავის არიდებას.
დაგესიზმრათ ტუმბა
მილერის მიხედვით
თავისი თავის დანახვა სიზმარში ტუმბაზე მდგომი- მოასწავებს სწრაფ წარმატებას საქმიან სფეროში. თქვენ გელოდებათ გარშემომყოფი ადამიანების პატივისცემა . თუ შეყვარებული მაღლა დგას ტუმბაზე თავის რჩეულთან ერთად- მათ ელოდება ბედნიერი კავშირი. დაცემა ან ძირს ჩამოხტომა- რეალობაში უსიამოვნებებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ ღვინო
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, როგორ სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულს და ძლიერ მეგბრულ ურთიერთობებს. ღვინის ბოთლის დამტვრევა ნიშნავს, რომ ტქვენი სიყვარული და ვნება გადალახავს ყოველგვარ ზღვარს. ღვინის კასრის ნახვა მოასწავებს დიდებულ ფუფუნებას. ღვინის გადაქცევა ერთი ჭურჭლიდან მეორეში- სხვადასხვა სიამოვნებების, გართობების და მოგზაურობის ნიშანია ცნობილ ადგილებში. ღვინის დაქცევა ნიშნავს, რომ თქვენი სამუშაო იქნება კარგად ანაზღაურებული. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის სვამს ღვინოს- იმას მოასწავებს, რომ ცოლად გაყვება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანს. სიზმარში სარდაფში ჩასვლა, რომელიც სავსეა ბოთლებით და ღვინის კასრებით- გპირდებათ ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს.
რატომ გვესიზმრება კალათა
ცვეტკოვას მიხედვით
გახსნა- უბედურება, განცდები; დახურვა- საქმის დასრულება.
რატომ გვესიზმრება კასრი
ცვეტკოვას მიხედვით
ცარიელი- დიდი უსიამოვნებები; სავსე- სიმდიდრე; ნახვრეტიანი- ზარალი; ბევრი კასრი- ოჯახში კეთილდღეობა; ნომრით- მოგება
რატომ გვესიზმრება მუხსლუხი
ცვეტკოვას მიხედვით
შური; მოკვლა- თავისი თავის ვნება; ბევრი მუხლუხო- დაცვა.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ზანდუკის შესახებ
ვანგას მიხედვით
ზანდუკისიზმარში თქვენს რაობას, სულს, სულიერ ცხოვრებას, ტქვენს იდუმალ ზრახვებს ნიშნავს, რომლითაც ხელმძღვანელობთ, როდესაც საქმეებს აკეთებთ დედამიწაზე. თუ სიზმარში ხედავთ ცსრიელ ზანდუკს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საშინელი ცოდვა ჩაიდინეთ, ამიტომ ღმერთმა შეიძლება ზურგი შეგაქციოთ, თუ არ გამოისყიდით თავის დანაშაულს. თუ ზანდუკი სავსეა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხშირად გიფიქრიათ სულზე და ზრუნვათ მასზე, და ამის გამო ჯილდოვდებით. სიზმარი, რომელშიც ხედავთ ზანდუკს, რომელიც სავსეა ნაცრით და ფერფლით, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს სულში სიშავეა და სინათლეს ვერ ხედავთ. მაგრამ სინათლე არსებობს- და ეს არის ქრისტეს სახელი და საქმე.
რატომ გვესიზმრება ღვინო
ცვეტკოვას მიხედვით
დალევა, მაგრამ არა დათრობამდე- მხიარულება, სიხარული, ფული; გამასპინძლება- დაკრძალვა და დაშორება; დაქცევა- უბედურება; მარტოდ დალევა- ცუდი სიახლეები, დადანაშაულება; მორთმევა, დასხმა- კამათი; გასინჯვა- ახალი წინადადებები; ღვინის, არყის ყიდვა- თქვენი ან სხვისი ტყუილი; მოულოდნელი ღალატი.
სიზმრის მნიშვნელობა მუხლუხის შესახებ
ფროიდის მიხედვით
მუხლუხოს დანახვა სიზმარში ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ გქონდათ შეხვედრა საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც სათანადოდ ვერ შეაფასეთ. ამ მიზეზით ტქვენ ცივად მოეკიდეთ მას, რასაც ძალიან ინანებთ, რადგან პირველი შთაბეჭდილება იყო მოტყუებითი და ძირშივე არასწორი. დროის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, და დაგრჩებათ მხოლოდ თავისი თავის დადანაშაულება.
სიზმრის მნიშვნელობა ღვინის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ თქვენ დაინახეთ ან სვამდით სიზმარში ღვინოს, ეს იმის ნიშანია, რომ რეალობაში სექსით დაკავებისკენ გიბიძგებთ დალეული ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობა. ის თქვენ გასტიმულირებთ, აღაგზნებს სექსუალურ სურვილს, და მისი მოქმედების ქვეშ გავიწყდებათ ყველა ის პრინციპი, რომელსაც იცავთ ფხიზელ გონებაზე. ჰმმ, ასე მაინც მიიღებთ სიამოვნებას, თუ სხვანაირად არ შეგიძლიათ.
ღვინო სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ღვინო- მშვიდობიანი ცხოვრების, მეურნეობის, კეთილდრეობის, მანკიერების სიმბოლოა. მაგიდაზე ღვინის ნახვა სხვა პროდუქტებს შორის და იარაღის გვერდით- ეს იმის სიმბოლოა, რომ სამყარო შენარჩუნდება მანამ, სანამ სახელმწიფოში ყვავის წინაპრების ტრადიცია- სტუმარმასპინძლობა. ფერმკრთალი ვარდისფერი ღვინის ნახვა გამჭვვირვალე ბოკალში- სიზმარი მოასწავებს ხრიკს, მოტყუებას, მოკვლას მოწამვლის მეშვეობით, რომელიც იქნება სანქცირებული ოფიციალური სამსახურის მიერ და განზრახ მომზადებული ნაცნობი ადამიანების მიერ ისე, რომ ვერავინ დაეჭვდეს, განსაკუთრებით უნდა უფრთხოდეთ სასიამოვნო გაცნობას საპირისპირო სქესთან. დიდი ვენახის და წითელთმიანი კაცები მიერ ღვინის დამზადების ნახვა - ეს სიზმარი ამტკიცებს სისხლიან კავშირს გერმანიასთან და ისტორიულ სამშობლოში საცხოვრებლად გამგზავრების შესაძლებლობას, სადაც გელოდებათ წარმატება და კეთილდღეობა, მატერიალური ბარაქა და აყვავება ადგილობრივი ტრადიციების დაცვით. დიდი ძველებური ღვინით სავსე ამფორების ნახვა- ნიშნავს, რომ თავი უნდა გატეხოთ მანამ, სანამ გაბედავთ კითხვაზე პასუხს, რომელიც მალე აავსებს თქვენს გონებას და სულს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ წინა თაობების წარმომადგენლებთან კავშირის მხარდაჭერის და წარმოშობის ცოდნის შემთხვევაში. ნახვა, რომ ადამიანი ღვინით მოწამლეს- წარმატებების სიმბოლოა, რომლებსაც მოგიტანთ ეს ადამიანი. იყავით მზად უამრავი შემთხვევითი იღბალისთვის 2001 წლის დასაწყისიდან. ღვინის მდინარის ნახვა, რომლიდანაც სვამენ ველური და სახლის ცხოველები და უღონოდ ეცემიან მის ნაპირზე- იმის ნიშანია, რომ ზაფხულის დროს დადგება იშვიათი ხანა მეწარმეობისთვის, რადგან ყველაზე სხვადასხვა ადამიანები იქნებიან განწყობილი ძალიან მშვიდობიანად და მიიღებენ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. თუ სიზმარში ტქვენს სვამთ ღვინოს ოქროს თასიდან- რეალობაში თქვენ იმდენად იქნებით გატაცებული თქვენი ილუზიებით, რომ დაკარგავთ კავშირს რეალურ სამყაროსთან. სიზმარში იმის ნახვა, რომ აქცევთ ღვინოს თქვენს ტანსაცმელზე- გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოახდენს გავლენას იმ ადამიანტან ურთიერთობაზე, რომელზეც არის დამოკიდებული თქვენი მატერიალური კეთილდღეობა. ღვინოში ჩაძირვა- იძულებული მარტოობა. თუ სიზმარში ტქვენ გიმასპინძლდებიან ღვინით- ზედმეტი გულწრფელობა მხოლოდ გავნებთ, და თქვენს არაკეთილმოსურნეებს მოუტანს საბაბს სიბოროტისთვის.