დაგესიზმრათ კბილები
მილერის მიხედვით
ჩვეულებრივი სიზმარი , რომელშიც კბილებს ნახულობთ, მოასწავებს ავადმყოფობას და მღელვარე ადამიანებთან შეხვედრას. თუ გესიზმრებათ, რომ კბილები აღარ გაქვთ, უბედურება გელოდებათ. თუ სიზმარში ექიმმა კბილი ამოგიღოთ, საშინელი ავადმყოფობა გელოდებათ. თუ სიზმარში ნახეთ, რომ ადამიანს კბილების შესაბამისი რაოდენობა აქვს, ეს ნიშნავს, რომ უამრავი გამოცდის შემდეგ დაკარგული ძვირფასეულობა დაუბრუნდება. თუ სიზმარში კბილებს იხეხავთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა იბრძლოთ იმისთვის, რომ თქვენი ბედნიერება დაიცვათ. თუ გესიზმრებათ, რომ პირში ხელოვნური კბილები გაქვთ, ნიშნავს, რომ მკაცრ გამოცდას უნდა ელოდოთ, რომელიც უნდა გადალახოთ. თუ სიზმარში კბილებს კარგავთ, მძიმე ტვირთი გელოდებათ, რომელიც თქვენს სიამაყეს და თქვენს შრომას გაანადგურებს. თუ გესიზმრებათ, რომ კბილები ჩაგიმსხვრიეს , ნიშნავს, რომ უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდოთ თქვენს საქმეებს, რადგან მტრებს არ სძინავთ. თუ სიზმარში თქვენი კბილები იმსხვრევა ან გატეხილია, ნიშნავს, რომ თქვენი სამუშაო ან ჯანმრთელობა გადამეტებული დატვირთვისგან დაზარალდება. თუ გესიზმრებათ, რომ კბილები ამოაფურთხეთ, ნიშნავს, რომ თქვენ ან თქვენს ნათესავებს ავადმყოფობა ემუქრება. არასწორი კბილები რამე ნაკლით- ყველაზე საშინელი სიზმარია. ის მძინარისთვის ბევრ უბედურებას მოასწავებს, როგორიცაა სიღარიბე, პირადი გეგმების და იმედის დამსხვრევა, ავადმყოფობა, ნერვული გამოფიტვა აქამდე ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი. თუ სიზმარში ერთი კბილი მოგძვრათ, ეს სევდიან ამბებს ნიშნავს; თუ ორი- უიღბლობას მძინარის დაუდევრობის გამო; თუ სამი- სერიოზული უბედურებები მოჰყვება. თუ ნახეთ, რომ ყველა კბილი მოგძვრათ, ნიშნავს, რომ უბედურება გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი კბილები გაფუჭებულია და ისინი ამოიღეთ, ნიშნავს, რომ შიმშილი და სიკვდილი სწორედ თქვენ გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან ნადები მოიშორეთ, რის შემდეგაც ისინი ჯანმრთელი და თეთრი გახდა, ნიშნავს, რომ თქვენი უძლურება დროებითია; როდესაც ის გაივლის, შესრულებული ვალდებულების გაცნობიერება გაგახარებთ. თუ სიზმარში თქვენი კბილების სითეთრით და სრულყოფილებით აღფრთოვანებული ხართ, გელოდებათ საყვარელი მეგობრები და ბედნიერება, რომელსაც სურვილების ასრულება ანიჭებს. თუ სიზმარში ერთ-ერთი კბილი ამოიღეთ და ის დაკარგეთ, შემდეგ კი ენით პირში ცარიელ ადგილს ეძებთ, მაგრამ ის ვერ იპოვეთ და ეს გამოცანა ამოუხსნელი დატოვეთ, ეს ნიშნავს, რომ გელოდებათ შეხვედრა ადამიანთან, რომლის ნახვაც არ გინდათ. თუმცა, ეს შეხვედრა მაინც შედგება. შემდეგ კი ამ ადამიანთან შეხვედრას განაგრძობთ და, მეგობრების ირიბი გახედვის მიუხედავად, ამ შეხვედრებისგან სიამოვნებას იღებთ. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენმა სტომატოლოგმა კარგად გაგიწმინდათ კბილები , შემდეგ დილას კი აღმოაჩინეთ, რომ ისინი ისევ გაყვითლდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინტერესების დაცვას სხვა ადამიანებს მიანდობთ, მაგრამ მალე გაიგებთ, რომ ისინი რომელიმე მატყუარას მლიქვნელ დაპირებებს ვერ შეეწინააღმდეგებიან.
კბილები სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
კბილები ცხოვრებისეული ენერგიის დაკარგვის, განცდის სიმბოლოა. სიზმარში იმის ნახვა, რომ კბილები ამოგიღეს , რეალობაში რომელიმე ახლობლის დაკარგვის გეშინიათ. თუ სიზმარში კბილები გცვივათ- თქვენი დაბნეულობა და უმოქმედობა ხელს უშლიან მიზნის განხორციელებას. სიზმარში დამპალი და დაშლადი კბილების ნახვა ნიშნავს ავადმყოფობებს, ჯანმრთელობის პრობლემებს. სიზმარი, რომელშიც პირში კბილის მაგივრად ცარიელი ადგილი ნახეთ , გაფრთხილებთ ცხოვრებისეული ენერგიის დაკარგვისა და ნაადრევი სიბერის შესახებ. თუ კბილი გტკივათ, ნიშნავს, რომ პირადი პრობლემების გადაჭრით უნდა დაკავდეთ.
რატომ გვესიზმრება კბილები
ცვეტკოვის მიხედვით
თეთრი, სუფთა- იღბალი, ჯანმრთელობა; დამპალი- კამათი; გახეხვა ან კბილის პასტის ყიდვა- სასურველი სტუმარი, იღბალი საქმეებში; რბილი, იმსხვრევა ( ხის ან შუშის)- სიკვდილი; რაღაც გაიჭედა კბილებში- ძველი ჩხუბი, მობეზრებული ურთიერთობები; ცუდი კბილების დაკარგვა- საზრუნავის დაკარგვა; ამოღება- მაბეზარ ადამიანთან ურთიერთობების გაწყვეტა ; ხელოვნური- სიყალბე სიყვარულში; ცუდი- ავადმყოფობა; ცვენა, განსაკუთრებით სისხლით- ნათესავის გარდაცვალება; მარჯვენა კბილების დაკარგვა- კაცის ან მოხუცი ადამიანის დაკარგვა; მარცხენა- ქალის ან ახალგაზრდას; ჩამტვრეული- უიღბლობა; ჩასმა- მოგება; ცვივა უსისხლოდ, მთლიანი- ახლობლებთან დაშორება ; კბილები ( ღრძილები, ყბები)- ახლო ნათესავები; ყბები შეიძლება ოჯახურ საკუთრებას ნიშნავდეს. კბილის ტკივილი- ურთიერთობები ვინმე ახლობლებთან ან მეგობრებთან მალე დალაგდება.
სიზმარში კბილების ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრები კბილების და კბილის ცვენის შესახებ ფართოდ გავრცელებულია. ხშირად ასეთი სიზმარი მშფოთავია, თუმცა ისეთი შიშის მომგვრელი არ არის, როგორც კოშმარი. სიზმარში კბილები ხშირად მხოლოდ მძინარეს აწუხებს. სხვა მოქმედი პირები ან ვერ ამჩნევენ კბილების დაკარგვას, ან მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამას. 19 წლის გოგონა ჰყვება: " საძინებელში ვარ, თმას ვივარცხნი. შემოდის ბიჭი და მეკითხება, ვხვდები თუ არა ვინმეს. ვეუბნები, რომ არა. მაშინ ის პაემანზე მპატიჟებს. ვთანხმდები. ის ჩემს კოცნას აპირებს, და ვთხოვ, რომ ერთი წამი დამაცადოს. წავედი საპირფარეშოში. როდესაც გავიმშრალე პირი, ჩემმა კბილებმა ცვენა დაიწყო! თითოეული კბილი, რომელსაც ვეხებოდი, ცვიოდა. არანაირი სისხლი, უბრალოდ ცარიელი ადგილები პირში. დავბრუნდი შეწუხებული, მაგრამ ბიჭმა ვერაფერი შეამჩნია. თავს განადგურებულად ვგრძნობ". ეს გოგონა ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში ის შინაგან დისკომფორტს განიცდიდა კაცთან ურთიერთობების შეწყვეტის გამო. მას მათი აღდგენა სურდა. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის შესაძლებლობა მას ამისგან იკავებს. სიზმრები კბილების დაკარგვის შესახებ ხშირად წარმოადგენს სიზმრებს შეცბუნების ან პოტენციურად შესაძლებელი უხერხული სიტუაციების შესახებ . კბილების დაკარგვის შესახებ სიზმრების სხვა შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური შეგრძნებები, როგორიცაა კბილების ჭრაჭუნი ან კბილების მაღალი მგრძნობელობა. კბილები ჩაგიმტვრიეს თუ ისინი უმიზეზოდ გცვივათ?