ბიზონის სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ბიზონი განასახიერებს თქვენი პარტნიორის ხასიათს - კეთილს, თუმცა საკუთარი ღირსების იშვიათი, ჰიპერტროფირებული გრძნობით, რომელიც ხშირად ნეგატიურად აისახება თქვენზე, რადგან პერიოდულად გადადის დიდების მანიაში. თუ მკვდარი ცხოველი დაგესიზმრათ, რეალურ ცხოვრებაში დიდი ხნის მობეზრებული პარტნიორისგან გათავისუფლდებით. თუმცა, ეჭვი შეგეპარებათ იმაში, ღირს თუ არა დაშორება მასთან და ამის მიზეზი სიბრალულის გრძნობა გახდება. თუ სიზმარში ცხოველი მოგსდევდათ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ვერ ეგუებით თავისუფლების შეზღუდვას. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან თქვენი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა მთავრდება სკანდალით და ურთიერთობების გარჩევით. როგორ წამოგიდგენიათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობის აწყობა ისე, თუ თქვენს ცხოვრებაში ჩარევის არანაირ უფლებას არ მისცემთ? თუ სიზმარში ეფერებოდით ცხოველს - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში მიზნად დაისახეთ იმ ადმიანის დამორჩილება, რომელიც გამოირჩევა სიჯიუტით და თავისუფლების მოყვარეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი წარუმატებელი იქნება, რამდენადაც ასეთი ადამიანის დამორჩილება უბრალოდ აბსურდული და შეუძლებელია.
დაგესიზმრათ ხარი
მილერის მიხედვით
კარგად გამოკვებილი ხარის ნახვა ნიშნავს, რომ გახდებით ლიდერი თქვენს გარემოცვაში და ქალებს მოუნდებათ თქვენთან ყოფნა. მწვანე საძოვარზე მსუქანი ხარების დანახვა მოასწავებს წარმატებას და საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას, რომელზეც მანამდე არც კი ოცნებობდით. თუ ხარები გადაიხარნენ ბალახისკენ- ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობა ოდნავ შემცირდება, ხოლო მეგობრები თქვენ ზურგს შეგაქცევენ. თუ ხედავთ რჩეულ ჯიშიან ხარებს- მოასწავებს ბედნიერ ქორწინებას მდიდარ პატარძალზე ან შეერთებას თავის ყოფილთან, ერთგულ შეყვარებულტან. მკვდარი ხარის დანახვა- სევდის ნიშანია. თუ ხარები სვამენ წყალს სუფთა გუბიდან ან ნაკადულიდან- შესაძლებელია თქვენ გვერდით საყვარელი და ერთგული ქალის გამოჩენა. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს- ის მიიღებს თავისი ერთგული შეყვარებულის შეთავაზებას.
დაკოდილი ხარის დასიზმრება
მილერის მიხედვით
მსგავსი ტიპის ცხოველის დასიზმრება მიანიშნებს, რომ რეალურად ნამდვილ მეგობრებს შეიძენთ, ასევე დიდ სიამოვნებას მიიღებთ უახლოეს მომავალში წვეულებაზე დასწრებით. ასეთი სიზმრის შემდეგ გექნებათ ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, ხოლო რთულ პერიოდში საიმედო მხარდაჭერას მიიღებთ.
კამეჩის დასიზმრება
ცხოველების ახსნის მიხედვით
ამერიკელ ინდიელებში კამეჩი და ბიზონი ზებუნებრივ ძალებს, ენერგიას, გამძლეობას და შეუპოვრობას ასახავს. ბუდიზმში მიცვალებულთა ღმერთი იამა ზოგჯერ კამეჩის თავით ან სულაც მისი ფორმით გამოისახება. დაოსიზმში ლაო-ცზი სწორედ ამ ცხოვრელზე, მხოლოდ მწვანე ფერის ხარზე იყო ამხედრებული გაუჩინარებამდე. ზოგჯერ კამეჩი იკავებს ხარის ადგილს გარკვეულ ახსნებსა და სიმბოლიკაში. მაგალითად, „ათი მაძოვარი ხარი“ - სადაც აბსოლუტური შავიდან, ხარი ტრანსფორმირდება აბსოლუტურ თეთრ ფერში.
მინოტავრის დასიზმრება
მითიური ცხოველების ახსნის მიხედვით
ამ სიმბოლიკას სხვადასხვა ახსნა აქვს: ბუნების ველური ვნებები, სოლარული ხარი, მოქნილობის პრინციპი, ცხოვრების სახიფათო გზა, ადამიანში ღვთიური ინსტინქტის არსებობა და ა.შ.
რატომ გვესიზმრება ხარი
ცვეტკოვის მიხედვით
ავადმყოფობა, სევდა, თუ წითელი ან შავი; მოგდევთ ხარი, ხბო- მემკვიდრეობისკენ; თეთრი ხარი ან თეთრი კამეჩი- დიდი შემოსავალი; აწიეთ რქებზე- სახელი განთქმა; ხარი საერთოდ უფეროდ- სარგებელი ცხოველის სიდიდეზე.
რატომ გვესიზმრება ხარი
ცვეტკოვის მიხედვით
ავადმყოფობა, მწუხარება - თუ ხარი წითური ან შავია; თუ მოგსდევთ - მემკვიდრეობის მიღება; თეთრი ხარი ან კამეჩი - დიდი შემოსავალი; თუ რქებით აგწიათ - უდიდესი წარმატება; ხარი ზოგადად (ფერის გარეშე) - სარგებლის ნახვა ცხოვრელის ზომიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდია, მით მეტი.
რქოსანი პირუტყვის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
სიზმარში რქოსანი პირუტყვი განასახიერებს ავტორიტარულ მამაკაცს ან ქალს, თუ ცხოველს აბსურდული რაოდენობის რქები აქვს - ეს ნიშნავს, რომ ზემოთხსენებული ადამიანი თქვენთვის მიუღებელია. შეეცადეთ განსაზღვროთ თქვენი ემოციები და დამოკიდებულება რქოსანი პირუტყვის მიმართ - გახსნებთ თუ არა ის ვინმეს რეალური ცხოვრებიდან? თუ სიზმარში ნახეთ, რომ რქები აქვს მაგალითად ძაღლს - ეს მიანიშნებს სექსუალურ ურთიერთობაში დაძაბულობაზე. ყურადღება მიაქციეთ ვითარებას, რადგან შესაძლოა, რომ თქვენს გარშემო ვიღაც ცდილობს არაერთმნიშვნელოვანი მოტივებით იმოქმედოს თქვენთან მიმართებაში. რქოსანი ცხოველი ასევე განასახიერებს სხვა ადამიანის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც შეეცდება დაგრთგუნოთ საკუთარი ძალით და ავტორიტეტით. ამასთან, თქვენ შეიძლება დაგეუფლოთ ერთგვარი, სექსუალური ღელვა, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად გავლენის მოხდენის ფაქტის სიხშირე და სიძლიერე.
სიზმარში კამეჩის ნახვა
მილერის მიხედვით
თუ ქალს ესიზმრება, რომ კამეჩებს ხოცავს - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდებს ხელს, ხოლო ნებისყოფისა და მონდომების დახმარებით უარს იტყვის მატერიალურ სიკეთეებზე, რის გამოც აღიარებას მოიპოვებს მამაკაცების მხრიდან და მისთვის სასურველს მიაღწევს. გარდა ამისა, კამეჩის დასიზმრება მიანიშნებს, რომ ძლიერი, გავლენიანი, თუმცა არც თუ ისე ჭკვიანი მტრები გაგიჩნდებათ. ისინი ღიად იმოქმედებენ თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ თქვენი დიპლომატიური მიდგომა და ტაქტიკა დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში.
სიზმარში ხარის დანახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
სიმბოლოს აქვს ორმაგი აზრი. ჩვეულებრივ ხარი განასახიერებს მამაკაცურ პრინციპს, მზის აღმდგენ ძალას, რომელიც ეძღვნება ყველა ციურ ღმერთს, ასევე ნაყოფიერებას, მამაკაცურ წარმოების ძალას, მეფურ წარმოშობას. სხვა შემთხვევებში სიმბოლურად გამოხატავს მიწას და ქალის ბუნებრივ ძალას. როდესაც ხარი მთვარის ხდება , მასზე დადიან მთვარი ქალღმერთები- ასტარტა და ევროპა, და ის ნიშნავს მამაკაცური და ცხოველური საწყისის მოთვინიერებას. ხარზე მხედარი ან ხარები, რომლების ურემს ატარებენ, არიან მზის მეომრის ატრიბუტები, რომელიც დაკავშრებულია ცასთან, ქარიშხალსა და მზის ღმერთებთან. ხარის ღრიალი სიმბოლურად გამოხატავს გრუხუნს, წვიმას და ნაყოფიერებას. არის რა მამაკაცის მწარმოებლური ძალის განსახიერება, ხარი ასოცირდება მზის ნაყოფიერ ძალებთან, წვიმასთან, ქარიშხალთან, გრუხუნსა და ელვასთან, შესაბამისად, როგორც მშრალ ისე ტენიან სტიქიებთან. ცის ღვთაებები ძალიან ხშირად გვხვდება ხარის სახით, ხოლო ქალღმერთები გამოისახებიან მათთან, როგორც მეუღლეებთან. ხარის მსხერპლშეწირვას და ტავრობოლიას აქვს ადგილი ატისის და მიტრას ღვთისმსახურებაში, და ასევე ახალი წლის ძველ აღნიშვნაში. ხარის სიმბოლიკა- ჩვეულებრივი საქმეა შუმერულ და სემიტურ კულტებში. ადამიანი-ხარი- ჩვეულებრივ დარაჯია, რომელიც იცავს ან შუა ნაწილს, ან განძს, ან რამე კარს. ის იცავს ბოროტებისგან და ჩვეულებრივ არის აპოტროპიული. ხარის თავი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის შეიცავს მის ცოხვრებისეულ პრინციპს, და ნიშნავს მსხვერპლს და სიკვდილს. ხარის დაკვლა ახალ წელს სიმბოლურად გამოხატავს ზამთრის სიკვდილს და შემქმნელი სიცოცხლის ძალის დაბადებას. ბუდიზმში ხარი განასახიერებს პიროვნებას, ეგოს და არის მკვდრების ღმერთის, იამას, ატრიბუტი, რომელიც ზოგჯერ გამოსახულია ხარის ან კამეჩის თავით . კელტებს ღმერთი-ხარი სიმბოლურად გამოხატავს ძალას და სიმძლავრეს. დრუდიებისთვის ხარი- მზეა, ხოლო ძროხა- მიწა. ჩინელებში ხარი ითვლება თორმეტი მიწიერი ტოტის ერთ-ერთ ცხოველად. ქრისტიანობაში ხარი განასახიერებს სასტიკ ძალას და არის წმინდა ევსტაფის ემბლემა, რომელიც აწამეს სპილენძის ხარში, და წმინდა ტესლას ემბლემა. ეგვიპტელებში ხარი აპისი იყო ოზირისის ავატარი და "პტას მეორე ცხოვრება და მსახური". მას თაყვანს სცემდნენ მნევსის და მერვერის სახით. ის იყო მიძღვნილი მზის ღმერთ რას, რომელიც ციური ხარის სახით, ყოველდღიურად განაყოფიერებდა ცის ქალღმერთ ნუტს. მიწის ღმერთი ნები ასევე იყო ციური ქალღმერთების ხარი. ხარის ბარძაყი ითვლებოდა სეტის ფალოსურ ფეხად, სიმბოლურად გამოხატავდა ნაყოფიერებას, ძალას და ჩრდილოეთ პოლუსს. ბერძნებში ხარი ითვლებოდა ზევსის ატრიბუტად, როგორც ციური ღმერთის, ასევე დიონისის ატრიბუტად, რომელსაც გამოსახავდნენ რქებით, და ზოგჯერ ხარის ტავითაც, როდესაც განასახიერებდა მამაკაცურ პრინციპს. მიძღვნილია პოსეიდონს, რომლის მერიქიფეებიც ეფესში იყვნენ "ხარები". როგორც ტენიანი ძალა, ხარი იყო აფროდიტას ატრიბუტი. იაჰვეს ებრალეებში- ეს არის "ისრაელის ხარი", შესაბამისად, ის წარმოადგენდა იაჰვეს სიმძლავრეს. ინდუსებში არის ძალის, სიჩქარის, ნაყოფიერების, ბუნების რეპროდუქციული ძალის სიმბოლო. შივა მოგზაურობს ხარზე ნანდინეზე, დასავლეთის დამცველზე. ხარი ასევე არის აგნის ატრიბუტი- "მძლავრი ხარის" და ინდრას ფორმით მის ნაყოფიერ ასპექტში. ხარი სიმბოლურად გამოხატავს ასევე აიდიტის ყოვლისმომცველ ცხოვრებისეულ სუნთქვას. ძალა, რომელსაც სომა ანიჭებს, ხშირად უტოლდება ხარის ძალას. რუდრა უერთდება ქალღმერთ-ძროხას. ირანელებში ხარი განასახიერებს მსოფლიოს სულს, ხოლო მისი მწარმოებლური ძალები ასოცირდება მთვარესა და კეთილ წვიმიან ღრუბლებთან. ხარი იყო პირველი შექმნილი ცხოველი და პირველი ცხოველი, რომელიც არიმანმა მოკლა. ხარის სულისგან წარმოიშვა ყველაფერი შექმნილის კამათი შედეგად. მინოსის კულტურას ეს არის დიდებული ღმერთი. ხარს მსხვერპლად წირავნდნე მიწის და მიწისძვრების ღმერთს: "ხარი გაეხარდება იმას, ვინც არყევს დედამიწას",- ჰომერი. ზოგიერთ კულტურაში ითვლებოდა, რომ ხარი იწვევს მიწისძვრებს, ეხება რა მიწას რქებით, და მაშინ ყველას ესმის მისი ღრიალი. კრიტოსზე ის, როგორც ცანს, წარმოადგენს ბუნების რეპროდუქციულ ძალას. მიტრაიზმში ხარი ითვლება მზის ღმერთად, ხოლო ხარის მსხვერპლშეწირვა იყო მიტრაიზმში ცენტრალური ცერემონია. ასევე განასახიერებს ადამიანის ცხოველურ ბუნებასა და ცხოვრებაზე გამარჯვებას, რომელმაც სიკვდილი გაიარა. ხარი ლომთან არის სიკვდილის სიმბოლო. ძველ რომში ხარი ითვლებოდა იუპიტირეს, ცის ღმერთის, ატრიბუტად, რომელიც მიძღვნილი იყო მარსს, ვენერას და ევროპის ატრიბუტად, როგორც მთვარის ღვთაებებს. ევროპა, როგორც განთიადის სიმბოლო, იყო გატარებული ცაზე მზის ხარის მიერ. სკანდინავიელებში ხარი- თორის ატრიბუტია და ეძღვნება ფრეეს. შუმერებსა და სემიტებში ციური ხარი თხრიდა ღრმა ღარს ცაზე. რამმანი, აშური და ადი დადიოდნენ ხარებზე და იწოდებოდნენ "ციურ ხარებად". მარდუქი, ან მეროდახი, იდენტიფიცირდება გუდიბირთან, "სინათლის ხართან". მზე, ენლილი, ან ენკი,- "ცის და მიწის მრისხანე ხარია". მთვარის ღმერთი სინი ასევე იღებს ხარის გარეგნობას. ჰეთების მზის ღმერთი თეშუბი იღებს ხარის გარეგნობას და არის ეას ერთ-ერთი ასპექტი, როგორც ჯადოს ღმერთის, და ხშირად გამოისახება შუმერულ ხელოვნებაში როგორც შესასვლელის დარაჯი. სირიული და ფინიკიური ვაალი ან ბელი, ნიადაგის ნაყოფიერების და გროვების მზის ღმერთი სიმბოლურად გამოხატავდა ხარს. აკადის "წარმმართველი ხარი" იწყებს ზოდიაქოს წელიწადს. ფრთიანი ხარები განასახიერებენ დამცველ სულებს. ხარის ზოდიაქალური მნიშვნელობა- კურო არის მზის და გაზაფხულის შემქმნელი ძალის სიმბოლო.
სიზმარში ხარის ნახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
ამ სიმბოლოს ორმაგი აზრი აქვს. ჩვეულებრივ ხარი განასახიერებს მამაკაცურ პრინციპს, სოლარულ ძალას, ზეციურ და ღვთიურ ენერგიას, ასევე ნაყოფიერებას, დიდგვაროვნულ წარმომავლობას. სხვა მხრივ განასახიერებს მიწას და ქალის ბუნებრივ ძალას. მთვარის ხარზე ამხედრებული არიან ქალღმერთები - ასტარტა და ევროპა, და ხარი გამოსახავს მამაკაცური და ცხოველური საწყისების შერწყმას. სოლარული მებრძოლის ატრიბუტს წარმოადგენს ხარზე ამხედრებული მეომარიც, რომელიც დაკავშირებულია ზეცასთან და სოლარულ ღვთაებებთან. ხარის ბღავილი განასახიერებს ელვას, წვიმას და ნაყოფიერებას. მამაკაცური ძალის განმასახიერებელი ხარი ასოცირდება მზის, წვიმის, ქარიშხლის, ჭექაქუხილის და ელვის ძალებთან - როგორც მშრალ, ისე სველ სტიქიებთან. ზეციური ღვთაებების გამოსახვაც ხშირად სწორედ ხარის სახით ხდება. ათისისა და მითრას მიმართ მორჩილების გამოხატვა სწორედ ხარის მსხვერპლად შეწირვით ხდება. ხარი იკვლებოდა ძველად ახალი წლის შესახვედრადაც. ეს სიმბოლო განსაკუთრებით აქტუალურია შუმერულ და სემიტურ კულტურაში. ხარკაცი - ეს არის ჩვეულებრივი მცველი, რომელიც იცავს განძს, სასახლეს, ან კარიბჭეს ბოროტებისა და ბნელი ძალებისგან. საახალწლოდ ხარის დაკლა ზამთრის სიკვდილისა და ახალი ცხოვრებისეული ძალით შევსების სიმბოლოა. კელტებში ღმერთი-ხარები განასახიერებენ ძალას და ძლიერებას. დრუიდებში ხარი არის მზე, ხოლო ძროხა - მიწა. ჩინურ კულტურაში, ხარი ითვლება მიწერი ცხოველების ნაკრებიდან ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ. ქრისტიანულ კულტურაში ხარი განასახიერებს უხეშ ძალას და წმ. ევსტაფის ემბლემას წარმოადგენს. ეგვიპტეში ხარი იყო ოზირისის ავატარი. ხარის სიმბოლო უკავშირდება მზის ღმერთ რას, რომელისაც ზეციური ხარის გამოსახულება ჰქონდა და ყოველდღიურად ანაყოფიერებდა ცის ქალღმერთ ნუთს. მიწის ღმერთი ნებიც ხარის ფორმით გამოისახებოდა. ხარის თეძო ძალას, ხოლო კანჭი მთლიანად გამოსახავდა სეტის ფალოსსა და ნაყოფიერებას. ბერძნულ მითოლოგიაში ხარი ითვლებოდა ზევსის, დიონისეს და აფროდიტეს ატრიბუტად. ებრაელებში იაჰვე - „ისრაელის ხარს“ ნიშნავს. შესაბამისად, ხარი განასახიერებს იაჰვეს ძალაუფლებას. ინდუსებში ხარი ძლიერების, სისწრაფის, პროდუქტიულობისა და უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოა. შივა სწორედ ხარზე ამხედრებული მოგზაურობს. ხარი წარმოადგენს აგნის, ინდრას და აიდიტას ატრიბუტს. ღმერთი რუდრა ერწყმის ქალღმერთ-ძროხას. ზოგიერთ კულტურაში ითვლებოდა, რომ ხარი იწვევს მიწისძრვას მასზე რქებით მიწოლით. კრეტაზე ხარი რეპროდუქტიული ძალების სიმბოლო იყო. მითრაიზმში ხარი სოლარულ ღმერთად ითვლებოდა, ხოლო ხარის მსხვერპლად შეწირვა უმთავრესი ცერემონია იყო. ხარი ლომთან ერთად სიკვდილის სიმბოლოა. ძველ რომში ხარი ითვლებოდა იუპიტერის ატრიბუტად და მარსის სიმბოლოდ. მთვარის ღმერთი სინიც ასევე იღებს ხარის სახეს. ხეთური მზის ღვთაება თეშუბი ხარის სახეს იღებს და წარმოადგენს ეას ერთ-ერთ ასპექტს, როგორც მაგიის ღმერთი და ხშირად გამოისახება შუმერულ ხელოვნებაში შესასვლელი კარიბჭის მცველად. სირიული და ფინიკური ვაალი, იგივე ბელი, რომელიც სოლარულ ღვთაებას წარმოადგენს და ნაყოფიერების სიმბოლოა, გამოსახულია სწორედ ხარის ფორმით. ხარის ზოდიაქალური მნიშნველობა არის კურო, რომელიც წარმოადგენს მზის სიმბოლოს და გაზაფხულის განახლდებად ძალას.
ხარი
აიურვედას ახსნის მიხედვით
თქვენ მდიდარი და იღბლიანი გახდებით. შავი ხარი დიდი რქებით აფრთხილებს თქვენი მტრების მოძალადე ბუნების შესახებ.
ხარის დასიზმრება
მილერის მიხედვით
მოვლილი და ნაკვები ხარის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ლიდერი გახდებით თქვენს გარემოცვაში და ქალები ეცდებიან დაგიახლოვნდენ. მსუქანი ხარების ნახვა საძოვარზე - საზოგადოებაში მაღალი სოციალური მდგომარეობის დაკავებას და საქმიანობაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. თუ ხარები ბალახს ძოვენ - ეს ნიშნავს, რომ შემოსავლები გარკვეულწილად შეგმიცირდებათ და მეგობრებიც ზურგს შეგაქცევენ. თუ ნარევ, ჯიშიან ხარებს ხედავთ - ბედნიერი ქორწინება მდიდარ ქალზე ან ყოფილ საყვარელთან დაბრუნება გელით. მკვდარი ხარის ნახვა - მწუხარების ნიშანია. თუ ხარების წყალს სვამენ ანაკარა მდირანიდან - თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო გარეგნობის, ერთგული ქალი გამოჩნდება. თუ ასეთ სიზმარს ქალი ნახულობს - საყვარელი მამაკაცის მხრიდან ხელის თხოვნას უნდა ელოდეს.
ხარის დასიზმრება
აიურვედას მიხედვით
წარმატებული და მდიდარი გახდებით. შავი ხარი დიდი რქებით სიზმარში ნიშნავს, რომ მტრები გააქტიურდებიან და აგრესიას გამოავლენენ.
ჯორის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ჯორზე ზიხართ - ეს ნიშნავს სახიფათო საქმეში ჩართვას. მაგრამ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით მისვლის შემთხვევაში, საკმაოდ ხელშესახები შედეგები გელით, რომელსაც თავდაუზოგავი შრომით მიიღებთ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება თეთრი ჯორი, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მდიდარ მამაკაცზე გათხოვდება, თუმცა ის ნაკლებად კულტურული იქნება. მორბენალი ჯორის ნახვა ქალისთვის ნიშნავს, რომ მამაკაცების მხრიდან ყურადღება მოაკლდება და ხელის მთხოვნელიც არ ეყოლება. თუ სიზმარში ჯორი წიხლს გარტყამთ - დიდი იმედგაცრუება გელით სიყვარულსა და ქორწინებაში. მკვდარი ჯორის ნახვა - განქორწინებას და საზოგადოებაში სოციალური მდგომარეობის გაუარესებას ნიშნავს.