კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ბანკროტი
აიურვედას ახსნით
ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ არასასურველი ქმედების ჩადენა მოგიწევთ, რომელმაც შეიძლება გავნოთ. ყურადღებით და ფრთხილად იყავით თქვენს ქმედებებში.
დაგესიზმრათ ახლომხედველობა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ახლომხედველი ხართ, საქმეებში გაუგებრობას და არასასურველი სტუმრის მოულოდნელ მოსვლას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის ასეთი სიზმარი მოულოდნელ მოწინააღმდეგეს მოასწავებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ თქვენი შეყვარებული ახლომხედველია, ნიშნავს, რომ ის იმედს გაგიცრუებთ.
დაგესიზმრათ ბანკროტი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ სიზმარი, რომელშიც ვერ იხდით ვალებს და თავს გაკოტრებულად გრძნობთ- რეალურ ცხოვრებაში ამ მხრივ მუქარის არ შეგეშინდეთ. პირიქით, თქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა თქვენი საქმეების საუკეთესოდ ორგანიზების საშუალებას მოგცემთ. თუმცა, თქვენი სული შეიძლება სხვა მღელვარებამ დაამძიმოს. თუ სხვებს ხედავთ გაკოტრებულად, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში კეთილშობილი, საქმეებში პატიოსანი ადამიანები შეგხვდებათ , თუმცა, შესაძლოა, თავისი ზედმეტი გულწრფელობით შეიძლება გავნონ. ახალგაზრდა ქალისთვის ასეთი სიზმარი საყვარელთან კამათს მოასწავებს, რისი მიზეზიც აზრთა სხვადასხვაობა იქნება.
დაგესიზმრათ დოკუმენტი
მილერის მიხედვით
სიზმარში დოკუმენტის, ლიცენზიის ან პატენტის ნახვა კამათს და დანაკარგს ნიშნავს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმარი მისი ბუნებრივი სიხალისის ჩახშობით ემუქრება. ქალისთვის სიზმარში ქორწინების მოწმობის ნახვა იმის ნიშანია, რომ მას არასასიამოვნო ბორკილები ექნება, რომლებიც მის სიამაყეს დაამცირებს. თუ გესიზმრებათ, რომ დოკუმენტს აწერთ ხელს, რეალობაში სასამართლო საქმე გემუქრებათ, რომლის წარმატებული გადაწყვეტისთვის კარგი ადვოკატი დაგჭირდებათ. ზოგადად, სიზმარში დოკუმენტებზე ხელის მოწერა ცუდი ნიშანია.
დაგესიზმრათ ლამაზი
მილერის მიხედვით
სიზმარში ლამაზი ნივთების ნახვა- სიკეთეს ნიშნავს, რომელიც თქვენსა და თქვენს ახლობელ ადამიანებზე გავრცელდება. შეყვარებულისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ მისი შეყვარებული ლამაზი და საყვარელია, მისთვის ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. თუ სიზმარში თავის თავს ლამაზად და მიმზიდველად დაინახავთ- იმის ნიშანია, რომ ბედი ბედნიერებისთვის გამზადებთ. თუ სიზმარში თქვენ ირგვლივ ლამაზ ადამიანებს ხედავთ- ადამიანები გენდობიან.
დაგესიზმრათ ნათელმხილველობა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ ნათელმხილველი ხართ და თავის მომავალს ხედავთ- თქვენს დღევანდელ საქმიანობაში რადიკალურ ცვლილებებს ნიშნავს, რომლებსაც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრა მოჰყვება ვერაგ ადამიანებთან. სიზმარში იმის ნახვა, რომ ნათელმხილველს ეწვიეთ, წარუმატებელ კომერციულ საქმეებს და უბედურ ქორწინებებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ ნისლი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ნისლში იმყოფებით, საეჭვო იღბალს და სახლის უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ ნისლი იფანტება- თქვენი უსიამოვნებები დიდხანს არ გასტანს. სხვების ნახვა სიზმარში- ნიშნავს, რომ მოგებას მიაღწევთ ისე, რომ სხვების უბედურებას გამოიყენებთ.
დაგესიზმრათ სარკე
მილერის მიხედვით
თუ ხედავთ, რომ სიზმარში სარკეში იყურებით- ნიშნავს, რომ უამრავ უთანხმოებას შეხვდებით, თქვენი ტანჯვის მიზეზი ვიღაცის ავადმყოფობა იქნება. სიზმარში გატეხილი სარკის ნახვა- ნათესავის უცაბედ სიკვდილს მოასწავებს. სხვების ნახვა სარკეში- თქვენ მიმართ მათ უსამართლო ქცევებს მოასწავებს. სიზმარში ცხოველების ნახვა- იმედგაცრუებას და დაკარგვას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში გატეხილი სარკის ნახვა წარუმატებელ მეგობროაბს და უბედურ ქორწინებას მოასწავებს. სიზმარში ფერმკრთალი და დაქანცული შეყვარებულის ნახვა- მისი სიკვდილისკენ ან ნიშნობისკენ, რომელიც არ მოხდება. თუ ის ბედნიერი გამოიყურება, თქვენ შრის მსუბუქი განშორება გაძლიერდება. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ისევ თანხმობას მიაღწევთ. სიზმარშ უბრალოდ სარკის ნახვა- ტყუილის ან რთულადგადასალახი დაბრკოლებების ნიშანია. ქალისთვის ეს სიზმარი შეიძლება სახლში არსებული წინააღმდეგობების ან განქორწინების ნიშანი გახდეს.
დაგესიზმრათ სასამართლო
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ სასამართლო პროცესის მონაწილე ხართ,- გაფრთხილებაა, რომ მტრები თქვენ წინააღმდეგ განაწყობენ საზოგადოებრივ აზრს. თუ იცით, რომ თქვენი მხრიდან პროცესი უსამართლოა,- გემუქრებათ სიტუაცია, რომელშიც უღირსოდ მოიქცევით. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში სასამართლო პროცესში მონაწილეობის ნახვა ნიშნავს, რომ ის ცილისწამების მსხვერპლი იქნება, ხოლო ყოფილი მეგობრები მიატოვებენ მას. სიზმარში სასამართლოში წასვლა- საქმეებში აქტიურობისა და ენერგიული ქმედებებისკენ.
დაგესიზმრათ სიგიჟე
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში საკუთარ თავს გიჟად ხედავთ- ეს მომავალი უსიამოვნებებს მოასწავებს. შესაძლოა, ავადმყოფობა გემუქრებათ, რომლის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს გიჟებად ხედავთ, მეგობრების არამდგრადობას და ცუდ მომავალს ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის სიგიჟის ნახვა- ქორწინებაში იმედგაცრუების ნიშანია.
დაგესიზმრათ სილამაზე
მილერის მიხედვით
ნებისმიერი ფორმით სილამაზის ნახვა ძალიან კარგია. მშვენიერი ქალი თქვენს ცხოვრებაში სიამოვნებას მოიტანს, და, შესაძლოა, მომგებიანი კომერციული გარიგებები გელოდებათ. თუ კარგი აღნაგობის და ლამაზი ბავშვი დაგესიზმრათ- ორმხრივ სიყვარულს და ბედნიერ ქორწინებას ნიშნავს.
დაგესიზმრათ ღმერთი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ღმერთს ხედავთ, ეს სიზმარი არაფერს კარგს არ მოასწავებს. დესპოტური ქალის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდებით. თუ ღმერთი გელაპარაკებათ, ფრთხილად იყავით: შეიძლება განგსაჯონ. საქმეებიც არ იქნება წარმატებული. ასეთი სიზმარი ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს და შეიძლება ნაადრევ სიკვდილს ნიშნავდეს. თუ სიზმარში ხედავთ ღმერთს, რომელიც ილოცება, ჩადენილის გამო ღრმად ინანებთ. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ღმერთი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია, საკმაოდ ცნობილი ადამიანის მფარველობა გელოდებათ, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.
დაგესიზმრათ შეხვედრა
მილერის მიხედვით
სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა- საქმეებში უღონობას, საზრუნავს და მღელვარებას ნიშნავს. ახალგაზრდებისთვის სიზმარში თავისი შეხვედრის ნახვა- გრძნობების ორმხრივ "გაცივებას" ნიშნავს. სიზმარში ვინმეს მიერ გაწყვეტილი შეხვედრის ნახვა- რომელიმე საქმეში ნაჩქარევ და გაუაზრებელ ნაბიჯს ნიშნავს, რომელიც უსიამოვნებებს გამოიწვევს.
დაგესიზმრათ შური
მილერის მიხედვით
სიზმარში სხვების შური- მოასწავებს იმას, რომ თქვენი თავაზიანობითა და გულკეთილობით ახალი მეგობრების კეთილგანწყობას მოიპოვებთ. თუ ვინმეს თქვენი შურს- რეალობაში შეიძლება გაუგებრობები მოხდეს მეგობრებთან, რომლებსაც თქვენი პრობლემები გულთან ახლოს მიაქვთ.
დაგესიზმრათ ხილვა
ხასსეს მიხედვით
გაქვს- შეცდომას დაუშვებ
ნისლის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნისლში წასვლა- ახლა ბევრი ახალი ნაცნობი გიჩნდებათ, და ვერ არკვევთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ, და ვის - არა. ეცადეთ, პირველ დროს მაინც ყველას არ ენდოთ. სიზმარში ფანჯარაში ყურება და ნისლის ნახვა- რაღაც მიზეზის გამო სექსის განსაკუთრებულ სურვილს ვერ გრძნობთ. ცდილობთ, გააანალიზოთ, იფიქროთ, რა მოხდა. ჯერ არ დადგა დრო, რომ ცვლილებების ნამდვილ მიზეზს მიხვდეთ, მაგრამ მალე ყველაფერს გაიგებთ. ნისლში ადამიანის მოახლოება- მალე თქვენს გარემოცვაში გაჩნდება ადამიანი, რომლის წყალობითაც ყველაფერს შეიგრძნობთ, რასაც თქვენს მუდმივ პარტნიორთან ვერ გრძნობდით. არ შეეწინააღმდეგოთ გრძნობებს, ისინი მაინც თქვენზე ძლიერია.
რატომ გვესიზმრება ანარეკლი
ცვეტკოვის მიხედვით
წყალში- დაშორება ან შორს ყოფნა
რატომ გვესიზმრება განაჩენი
ცვეტკოვის მიხედვით
ლოდინი- მეგობრების შური ან ეჭვიანობა; განაჩენის მოსმენა- საქმეების დასრულება; განაჩენის განხორციელება- სახელის განთქმა, წარმატება.
რატომ გვესიზმრება გაცნობა
ცვეტკოვის მიხედვით
გაფრთხილება- სიფრთხილე.
რატომ გვესიზმრება გიჟი
ცვეტკოვის მიხედვით
გიჟი ხართ- იღბალი; გიჟის ნახვა- მოულოდნელი ბედნიერება; ( ბევრი)- იმედი არ გამართლდება, ცრუ ამბები.
რატომ გვესიზმრება დათვალიერება
ცვეტკოვის მიხედვით
გადაწყვეტილების მიღება, ფიქრი იმაზე, თუ რა არის დათვალიერების საგანი
რატომ გვესიზმრება თმის სამაგრი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- წარმატება პირადში; თმის დამაგრება- ახალი სიყვარული, ურთიერთობები გაირკვევა.
რატომ გვესიზმრება მოსამართლე
ცვეტკოვის მიხედვით
დაბრკოლება
რატომ გვესიზმრება ნახვა
ცვეტკოვის მიხედვით
თავისი თავის ლამაზად ნახვა- საშიშროება; სხვისი ლამაზად ნახვა- იმის უბედურებისკენ, ვისაც ხედავ; შორიდან- დიდი ხნის შემდეგ, დაბრკოლება ურთიერთობებში.
რატომ გვესიზმრება ნისლი
ცვეტკოვის მიხედვით
გაუგებრობა; გაუბედაობა, მღელვარება. სქელი- რთული მდგომარეობა; ნისლის ქრება- ეჭვები არ გამართლდება.
რატომ გვესიზმრება სარკე
ცვეტკოვის მიხედვით
გოგოსთვის- ქალიშვილობა; გატეხა- ქალიშვილობის დაკარგვა; გათხოვება.
რატომ გვესიზმრება სარკე
ცვეტკოვის მიხედვით
გატეხა- დაკარგვა ღალატის გამო, დაშორება; თავისი სახის ნახვა- ამბები შორიდან, პირადში სარგებელი, ბავშვების დაბადება; როგორ გამოიყურები- ასეთი შენ მიმართ დამოკიდებულება. მთლიანად ხედავ საკუთარ თავს- ავადმყოფობისკენ; სახე არაა- ავადმყოფობა, უიღბლობა; უცნობი- დიდი ცვლილებები, საყვარლის ღალატი; საკუთარი ანარეკლი- უკუგაგდებენ, ფულადი წარუმატებლობები; საყვარლის ნახვა- საბაბი დაშორებისთვის; ცოლი ხედავს ქმარს- ღალატისკენ; უცნობს- შემთხვევითი კავშირი; ( კაცისთვის) უცნობი ქალის ნახვა- კავშირი- ხაფანგი, ფრთხილად იყავით პირადში ხაფანგთან.
რატომ გვესიზმრება სასამართლო
ცვეტკოვის მიხედვით
სასამართლოში ყოფნა- ოჯახური პირადი უსიამოვნებები, სიზმრის მნახველის მიმართ პრეტენზიები, სიზმრის მნახველს ასამართლებენ ( განსაკუთრებით მკვლელობის გამო)- ცხოვრებაში დაწინაურება, კრებაზე მაღალი მდგომარეობა.
რატომ გვესიზმრება სიზმარი
ცვეტკოვის მიხედვით
ძალიან ნათელი სიზმრები- რაღაც მალე განხორციელდება
რატომ გვესიზმრება სიზმარი სარკის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში სარკეში თავისი ანარეკლის ყურება- იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან გაინტერესებთ, რაც ფიქროებნ თქვენზე სხვა ადამიანები. ძალიან ხშრად თქვენს ცხოვრებას გვერდიდან უყურებთ, თავის ქცევებს და საქმეებს აანალიზებთ. თუ სარკეში იყურებით, მაგრამ თავის ანარეკლს ვერ ხედავთ, ასეთი სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ უწმინდური ძალის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებით, რომელიც თქვენი ხელებით ბოროტებას სჩადის. მიმართეთ ღმერთს, თორემ რთული ცხოვრება გელოდებათ. სიზმარში გატეხილი სარკის ნახვა- დიდი უბედურების წინასწარმეტყველებაა. ტანჯვა და ცრემლები გელოდებათ. სიზმარში სარკის წინაშე მკითხაობა იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში საკუთარი მომავლით ზედმეტად დაინტერესებული ხართ. ყველაფრის შესახებ გინდათ, იცოდეთ: იქნებით თუ არა მდიდარი და ბედნიერი, რამდენი შვილი გეყოლებათ, გცემენ თუ არა გარშემომყოფები პატივს გარდაცვალების შემდეგაც. გახსოვდეთ, რომ "უფლის გზა მიუწვდომელია" და ვერავინ ზუსტად ვერ უპასუხებს ყველა თქვენს კითხვას. თუ მუდმივად მიმართავთ სხვადასხვა წინასწარმეტყველებს და თვითონაც მკითხაობთ, მხოლოდ იქცევთ უწმუნდური ძალის ყურადღებას .
რატომ გვესიზმრება სილამაზე
ცვეტკოვის მიხედვით
პეიზაჟის, ხედის, ნახატის სილამაზე- სანუკვარი სურვილების აღსრულება.
რატომ გვესიზმრება სპირალი
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი საწყისი, შემოქმედება, გაჩენა
რატომ გვესიზმრება ტელევიზორი
ცვეტკოვის მიხედვით
გასაჯაროება, გააშკარავება.
რატომ გვესიზმრება ღვთისმშობელი
ცვეტკოვის მიხედვით
ბედნიერი მოვლენა. ჯობია ხატი გამოსახულებით ნახოთ, ვიდრე ცოცხლად. უფალი ან ღვთისმშობელი არაჩვეულებრივი სახით ან უჩვეულო ადგილას, რომელიც ტრადიციულად არ გამოიყურება- ცუდს ან ტყუილს მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება ღმერთი
ცვეტკოვის მიხედვით
ლოცვა- კეთილდღეობა; სიზმრის მნახველს მიმართავს- არაჩვეულებრივი წინასწარმეტყველური სიზმარი; ღმერთის ნახვა- შეცდენა; ( ქალისთვის, გოგოსთვის)- საყვარელი ადამიანი, მამა.
რატომ გვესიზმრება ყურება
ცვეტკოვის მიხედვით
ზემოდან ან ფანჯრიდან- დიდი პრეტენზიები; მოლოდინი
რატომ გვესიზმრება შური
ცვეტკოვის მიხედვით
შრომით მიღწევა, ახსოვხარ
რატომ გვესიზმრება ჩაძინება
ცვეტკოვის მიხედვით
მდგომარეობის დაკარგვა; პასუხისმგებლობის თავიდან არიდება; ( სიზმარში ჩაძინება)- საქმეებში ან ურთიერთობებში ჩაძინება; რეპუტაციის დაკარგვა.
რატომ გვესიზმრება ძილი
ცვეტკოვის მიხედვით
( ჰაერზე, სახლის გარეთ)- შორეული გზა.
რატომ გვესიზმრება ხედი
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი- ბედნიერება, სანუკვარი სურვილების აგსრულება; სოფლის ხედი- ბედნიერება პირადში
სარკე სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სარკე- ორობითობის, საიდუმლოს სიმბოლოა. სიზმარში თავისი ანარეკლის სარკეში ნახვა მოულოდნელი ამბის მიღებას ნიშნავს. თუ სიზმარში სარკე გატეხეთ- რეალობაში თქვენთვის ახლო ადამიანის ვერაგობის გამო განიცდით. სიზმარი, რომელშიც სარკის ანარეკლში ურჩხული დაინახეთ, თქვენი დანაპირების არაგულწრფელობასა და შინაგან სიცარიელეზე მიანიშნებს. დიდი დაბინდული ზედაპირის მქონე სარკის ნახვა- ინტრიგები და ცილისწამების მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში საკუთარ ანარეკლს ვერ ხედავთ- ცუდი ნიშანია. სიზმარში სარკესთან მკითხაობა- შიშს, ეჭვებს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უუნარობას ნიშნავს.
სიზმარში გაცოფებული ადამიანის ნახვა
ხასსეს მიხედვით
მღელვარება; თვითონ გაცოფდი- ბედნიერება, რომელიც გაოცების ღირსია.
სიზმარში ვიდეოსალონის ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ვიდეოსალონში ფილმს უყურებთ- ასეთი სიზმარი წინასწარმეტყველებს, რომ თქვენი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. მეგობართან ვიდეოსალონში წასვლა ნიშნავს, რომ ბრძენი დამრიგებელი გეყოლებათ, ვისი რჩევა რთულ დროს დაგეხმარებათ. ახალგაზრდა გოგოსთვის ასეთი სიზმარი მის თავქარიანობასა და ზედმეტ მინდობაზე მიანიშნებს, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ გამოცდებს გამოიწვევს. თუ ნახეთ, რომ ვიდეოსალონის მესაკუთრე ხართ- ქონების ნაწილს დაკარგავთ, იმ დროს, როცა თქვენი მტრები ფულად სარგებელს მიიღებენ თქვენი უყურადღებობის წყალობით. თუ გათხოვილი ქალი ხედავს სიზმარს, რომელშიც მას უცნობი კაცი ეპატიჟება ვიდეოსალონში, ნიშნავს, რომ თავისი დაუდევრობის გამო, ის ცილისწამების და ბოროტ სიტყვები მსხვერპლი გახდება.
სიზმარში სარკის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრებში სარკეები რაღაცის ზუსტ ანარეკლს გადმოცემენ, საგნებს ასახავენ, ცვლილებები შემოაქვთ, როგორც მულტფილმში " ალისა საოცრებათა ქვეყანაში", სხვა რეალობაში კარებს წარმოადგენს. სარკე ხშირად მღელვარებას იწვევს იმის გამო, რომ შელამაზების გარეშე გვაჩვენებს იმას, რაც წინ გველოდება, რის გამოც ნანახის ინტერპრეტაცია და იმის შესახებ გვიწევს ფიქრი, მოგვწონს თუ არა ის. თუ საკრე საგნებს არათანმიმდევრობით აჩვენებს- ამატებს ან აკლებს დეტალებს,- ის ცხოვრების აღქმას წარმოადგენს რეალური მდგომარეობის ფონზე. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი გარშემომყოფების მამოძრავებელი მოტივების არასწორ განმარტებაზე მიანიშნებს , რომელიც ამ მოტივების მიღების სურვილის არქონაში გამოვლინდება. რა ან ვინ არის დამატებული ან წაშლილი სარკიდან? ბოლოს, სარკე, როგორც სხვა სამყაროში სიმბოლური კარი, ჩვეულებრივ, ქვეცნობიერის მიერ წარმოშობილ ფანტაზიას წარმოადგენს. როდესაც ალისამ სარკეში შევიდა , მან აღმოაჩინა, რომ ის არის მეტაფორა, რომელიც სხვა სამყაროების არსებობაზე მიანიშნებს. არის თუ არა სარკე კარის სახით წარმოდგენილი , თუ სხვა სამყაროს საზღვრების გადაკვეთის ხაზია? რა გიზიდავთ და რა გაშნებთ ამ ახალ სამყაროში?
სიზმარში სასამართლოს ნახვა
ლოფას მიხედვით
სასამართლოში ყოფნა სიზმარში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ მოვლენები არაჩვეულებრივად ვითარდება. ევროპული საზოგადოება ორიენტირებული პრობლემების გადაჭრაზე კანონმდებლობის დახმარებით; შედეგად, სასამართლო პროცესები ჩვენი ეპოქის ახალი ლატარია გახდა. სიზმარში თუ სასამართლოში აღმოჩნდით ჩადენილი დანაშაულია გამო, ეს შეიძლება აბსურდული მოგეჩვენოთ, თუ იმის გამო გაგასამართლეს, რის წინააღმდეგაც კანონები არ არსებობს. ამას გარდა, სასამართლოში მოქმედი პირების როლებს შეიძლება მეგობრები , კოლეგები, მეუღლე, ძმები, დები ან ოჯახის სხვა წევრები ასრულებდნენ. ასეთ სიზმრებში შეიძლება შიში, საფრთხის გრძნობა განიცადოთ იმის გამო, რომ რეალობაში თქვენი ცხოვრება დეტალურ შესწავლას ექვემდებარება. შესაძლოა, არსებობს საიდუმლოები, რომლებსაც ღრმად ქვეცნობიერში მალავთ და რომლებიც უნდა ამოიღოთ იქიდან და ხელახლა შეაფასოთ მათ მიმართ დამოკიდებულება. თუ სიზმარში მართლმსაჯულების ერთი-ერთი წარმომადგენლის როლს თამაშობთ, ალბათ, თავდაცვის აუცილებლობას გრძნობთ. ეს შეიძლება იყოს დაცვა გავლენისგან ან სხვების არაპატიოსანი ქცევისგან, ან იმის შეგრძნება, რომ ადამიანები თქვენთან გულწრფელი არ არიან. თუ სხვა იცავთ, მაშინ, ალბათ, გრძნობთ, რომ გარკვეულ დონეზე ცხოვრება გამარცხებთ. თქვენი კლიენტი იმის გასაღებს წარმოადგენს, თუ როგორ ხდება ეს. სად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი- ჩვეულებრივ სასამართლო დარბაზში თუ, თქვენს ოფისსა ან სახლში? გეჩვენებათ, რომ რამეში უსამართლოდ დაგადანაშაულეს ? გრძნობთ, რომ იბას დაგაბრალებენ, რაც არ ჩაგიდენიათ?
სიზმარში სიზმრის ნახვა
ლოფას მიხედვით
ხშირად ხდება, რომ ვხედავთ სიზმარს იმის შესახებ, რომ გვძინავს. ეს კი ორგანიზმის რეალური მდგომარეობაა, როდესაც რამე გვესიზმრება. თუმცა, სიზმარში ძილი და დასვენება ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. ძილი- ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მდგომარეობაა. ამ დროს მღელვარების წინაშე შეუიარაღებელი ვართ: თავდაცვის უნარი შეზღუდულია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე ზრუნვის უუნარობაზე. ასეთი სახის სიზმრები, როგორც წესი, ამ შემსუბუქების და სიმშვიდის გრძნობას , ან ძალადობის შეგრძნებას იწვევს. მსგავსი სიზმრის ინტერპრეტაციის მნიშვნელოვანი ელემენტებია- პასუხები კითხვებზე იმის შესახებ, თუ როგორ იღვიძებთ და ვინ გაღვიძებთ.
სიზმარში ღმერთის ნახვა
ლოფას მიხედვით
ბოლო დროს პოპ-კულტურაში ღმერთს ორნაირად გამოსახავენ. პირველი გამოსახულება ჯორჯ ბერნსმა შექმნა, რომელიც ჯონ დენვერს ფილმში " ღმერთო!" ეხმარებოდა, მეორე- ჯეიმს ერლ ჯოუნსმა, რომელიც განსაკუთრებულ ბრძანებებს აძლევს რომა დაუნის და დელა რიზუს სატელევიზიო შოუში " ანგელოზის შეხება." პირველ შემთხვევაში, ღმერთი ხელმისაწვდომი და დამლოცველია, მეორეში- ის უფრო დამრიგებლური და ძლევამოსილი ხდება. ღმერთის სახე სხვადასხვანაირად ჩნდება სიზმრებში. ხშირად, ღმერთი არა ადამიანის, არამედ რაღაც ღვთაებრივი საწყისის მქონე სახით ჩნდება, მაგალითად, რელიგიური ხატები, ბიბლია და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ზოგჯერ სიზმარში ღმერთის ყოფნის შეგრძნება ჩნდება. ჩვენს სიზმრებში ასეთი ღვთაებრივი ელემენტის გამოჩენა წინდახედულებისკენ გზას გვიჩვენებს და პრობლემის გადაწყვეტილებას მიგვანიშნებს, რომელსაც სიზმარში შევხვდით. ხდება ხოლმე, რომ ღვთაებრივი სიმბოლო გვაჩერებს, თითქოს შეცდომებისგან გვიცავს. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ ჩვენ წინაშე არჩევანია, რომელსაც აკრძალული ქცევისკენ ან ურთიერთობებისკენ მივყავართ. ასეთ სიზმრებში, მნიშვნელოვანია მიღებული ნიშნების სწორად შეფასება. თავად ღვთაებრივი სიმბოლიკის გამოჩენის ფაქტი ყურადღებას იმსახურებს. ფხიზელ მდგომარეობაში ჩვენი ეგო ღმერთის ზებუნებრივ ძალას უარყოფს. მაგრამ სიზმრის დროს უფრო გახსნილები ვართ და უფალთან ურთიერთობაზე უფრო განწყობილი. ეცადეთ, ამოიცნოთ ამ სულიერ გზავნილში ჩადებული ინფორმაცია. შეესაბამება თუ არა სიზმარში გამოჩენილი ღვთაება მის შესახებ წარმოდგენებს, რომლებიც რეალობაში გაქვთ? სამხედრო საქმეში თავისებური ამოსაცნობი კოდი არსებობს, რომელიც იმის გარკვევაში ეხმარება, თუ რამდენად კეთილსინდისიერად სრულდება ოფიცრების შემადგენლობის ბრძანებები. შესაძლოა, ასეთი კოდი უნდა გამოიყენოთ, სანამ ზუსტად გაარკვევთ, რომ სიზმარში სწორედ უფალი გეწვიათ. სანამ ამ აღმოჩენას მიჰყვებით, შეამოწმეთ, რამდენად შეესაბამება ღმერთის ხასიათს და ბუნებას. ღვთაებრივმა სიმბოლომ შეგაშინათ, გემუქრებოდათ? სცადეთ, თქვენი გრძნობის განმარტება იპოვოთ. ცდილობდა თუ არა ის თქვენთვის რამის თქმას? ხელახლა გადახედეთ თქვენი ცხოვრების ასპექტებს , სანამ გაარკვევთ, იყო თუ არა სიზმარი წინასწარმეტყველური.
სიზმარში ხედების ნახვა
ხასსეს მიხედვით
ლამაზი, ფართო- ბედნიერება და კეთილდღეობა; უშნო- გაუგებარი მომავალი, დაბრკოლებები
სილამაზე
აიურვედას ახსნით
თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზი ხართ, ეს იმის ნიშანია, რომ უშნო გახდებით ავადმყოფობის გამო, და თქვენი სხეული სუსტი გახდება. სილამაზე შეიძლება სიკვდილს მოწმობდეს.
სპირალი
სიმბოლოების და ციფრების ახსნით
სპირალი- ცენტრისკენ მოძრაობის სიმბოლოა. განმანათლებლობისა და სიბრძნისკენ მოძრაობაა, ამიტომაც სპირალს ხშირად დახვეული გველის სახით გამოსახავენ, რომელიც სიბრძნის სიმბოლოა. სპირალი- განვითარების და მუდმივი ცვლილების სიმბოლოა. მსოფლიოში ყველაფრის განვითარება სპირალის პრინციპით ხორციელდება. თითოეული რგოლი- ერთი ციკლის ბოლო და მეორის დასაწყისია. სპირალი- ციკლური რიტმების სიმბოლოა: წელიწადის დროების ცვლა, მთვარის ზრდა და კლება, ადამიანის დაბადება და სიკვდილი. სპირალი - ცხოვრების რიტმია. ზოგჯერ სპირალებს საფლავის ქვებზე ჭრიდნენ, საიქიოში მოგზაურობას ასახავდნენ. გველის ორმაგი სპირალები, დაოსის ნიშანი ინ-იანი საპირისპიროების წონასწორობას გამოხატავს სიმბოლურად. ზამბარა სპირალი- შეკუმშული ენერგიის სიმბოლოა.
ღმერთი
აიურვედას ახსნით
ასეთი სიზმარი ძალიან იშვიათია. ის დიდ წარმატებას და ზრდას მოასწავებს.