პარკის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ლამაზ პარკში სეირნობთ, ეს ნიშნავს, რომ მომავალში წარმატებები გელით. თუ საყვარელ ქალთან ერთად სეირნობთ – ქორწინება მშვიდი და ბედნიერი გექნებათ. ულამაზო პარკი, ბალახისა და მცენარეების გარეშე - ცუდის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება პარკი
ცვეტკოვის მიხედვით
განტვირთვისა და ახალი პერსპექტივების ნიშანია; პარკის დაკეტილი კარი, ან პარკში ჩაკეტვა — დაკარგული შესაძლებლობებია; ლამაზი პარკი — სურვილების ასრულება; ქალისთვის — პაემანი, სიყვარული;
ხეივნის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ხეივნის ნახვა – ნიშნავს, რომ თქვენი ბედი ისეთი წარმატებული არ იქნება, როგორც ადრე. ბევრი უსიამოვნო და გამაღიზიანებელი საზრუნავი გაგიჩნდებათ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ღამე დადის ხეივანში – რეალობაში ის ცდილობს მოერიდოს არაკეთილმოსურნე მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას.