დაგესიზმრათ ხოჭოები- რატომ?
მილერის მიხედვით
მილერის თანახმად, სიუჟეტი ხოჭოების შესახებ ნეგატიური თვალსაზრისით განიმარტება. გაიხსენეთ, რა მოხდა სიზმარში. თუ ხოჭოები სხეულზე ცოცავდნენ, მალე შეიძლება კანის სხვადასხვა დაავადება , ან მატერიალური სირთულეები წარმოიქმნას. მაგრამ თუ სიზმარში ხოჭო მოკალით, შეგიძლიათ ელოდოთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დიდი ხოჭოს შესახებ სიზმრის ფსიქოლოგიური ახსნა
ფროიდის მიხედვით
ფროიდის თანახმად, ხოჭოების შესახებ სიზმრების ახსნა სხვადასხვანაირად შეიძლება. პირველ რიგში, ხოჭოები ასოცირდება სიზმრის მნახველის სიამაყესთან მეორე ნახევრის მიმართ. რაღაც მიზეზით, საკუთარ თავს პარტნიორზე მაღლა აყენებთ, უპირატესობას ანიჭებთ ფიზიკურ მონაცემებს, სექსუალურ ფორმას. ასეთი ქცევა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ- პარტნიორი დათრგუნული იქნება, რაც შედეგად ურთიერთობების გაწყვეტით დასრულდება. კიდევ ერთი ვარიანტი- ქედმაღლობა გარშემომყოფთა მიმართ. ირგვლივ არავის არ აქვს მნიშვნელობა, არავინ არის თქვენი ყურადღების ღირსი, ყველა ზედმეტად არასაინტერესოა. თუ ასეთივე დამოკიდებულეა გაქვთ პარტნიორის მიმართ, შეიძლება გაგიჩნდეთ აზრები ღალატის შესახებ რომელიმე უფრო საინტერესო პიროვნებასთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმარს, რომელშიც რქიანი ხოჭო ნახეთ. ასეთი მწერი განასახიერებს დღევანდელი პარტნიორის სექსუალურობას, ამ კუთხით რაღაც არ გაწყობთ. ამ მიზეზით, შეიძლება უთანხმოება მოხდეს, რაც საბოლოოდ გახდება საბაბი დაშორებისთვის.
თუ დაგვესიზმრა შავი ხოჭო, რა გავაკეთოთ
ვანგას მიხედვით
ამ ახსნაში შეგიძლიათ იპოვოთ ხოჭოების შესახებ სიზმრების სხვადასხვა განმარტება. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მოასწავებს ავადმყოფობებს უახლოეს მომავალში, ასევე შურს გარშემომყოფების მხრიდან. ამიტომაც, უნდა შეისწავლოთ თქვენი გარემოცვა- ვიღაც შეთქმულებას , ცილისწამებას ამზადებს, არასასიამოვნო ჭორებს ავრცელებს. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ვინმე ახლობელსაც შურდეს, განსაკუთრებით, თუ მწერი შავი ფერის იყო. ასეთი ადამიანი არ გავნებთ, მაგრამ ნეგატიური გრძნობა ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს. სიზმარში ხოჭო მოკალით? ეს კარგი ნიშანია, რომელიც მოასწავებს მტრებისა და მოშურნეების დამარცხებას. თუ ხოჭო დაფრინავდა, გარემოცვაში მლიქვნელი ადამიანი გაჩნდება. მას მეგობრად თვლით, მაგრამ სინამდვილეში მას რაღაც არასასიამოვნო მიზანი აქვს- გავნოთ თქვენ, ახლობლებსა და ამით სარგებელი მიიღოს. თუ მწერები საწოლში ცოცავდნენ, და თანაც, ნაცნობი ადამიანის ფიგურა შეამჩნიეთ, ფრთხილად იყავით. ამ პიროვნებას უნდა, რომ გავნოთ, და თავისი მიზნებისთვის გამოგიყენოთ . ამას გარდა, ბევრი ხოჭო შეიძლება მოასწავებდეს ჯანმრთელობის გაუარესებას, ლეტალური შედეგითაც კი. თუ ამასთან, მწერმა გიკბინათ, მძიმე დაავადება არის ცხოვრების არაჯანსაღი სტილის და ცუდი საქციელის შედეგი. თანაც, ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, და იმისთვის რომ უბედურება თავიდან აიცილოთ ან შედეგები შეამციროთ, უნდა წახვიდეთ ეკლესიაში და აღსარება ჩააბაროთ.
რატომ გვესიზმრება დიდი ხოჭო
ცვეტკოვის მიხედვით
ამ ახსნის თანახმად , ხოჭოები განასახიერებენ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებებს. თუ დიდი ხოჭო დაიჭირეთ, კონფლიქტი ლოგიკურ დასასრულამდე მივა , სახლში სიმშვიდე აღდგება. ამას გარდა, მსგავსი სიზმარი მოასწავებს წარმატებას სამუშაო გარემოში, მაგალითად, თანამდებობაში დაწინაურება ან ხელფასის მომატება. მაგრამ თუ სიზმრის მნახველმა ხოჭო მოკლა, მან თავისი ხელებით შექმნა დაბრკოლება ცხოვრებაში- სწორედ ის შეუშლის ხელს წარმატებას წამოწყებებში.
რატომ გვესიზმრება ხოჭო
ცვეტკოვის მიხედვით
სიხარული; სხეულზე ან თავში- უსიამოვნებები ნათესავებსა ან ნაცნობებთან; სიცრუის შესაძლებლობა ; ხოჭოების მოკვლა - საეჭვო გამდიდრება; ცოცავენ- საქმეები კარგად არ მიდის, გამოტოვებული შესაძლებლობები.
რატომ გვესიზმრება ხოჭოები
ზოგადი ახსნით
როდესაც სიზმარში ხოჭოებს ნახულობთ, ამაში სასიამოვნო არაფერია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ადამიანს რეალობაში მწერების ეშინია. ამიტომაც ბევრი ამხსნელი ეთანხმება იმ აზრს, რომ ხოჭოები უსიამოვნებებს მოასწავებენ. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ფინანსურ სირთულეებთან, ჯანმრთელობის პრობლემებსა და ახლობლებთან ურთიერთობებთან. თუმცა, ეს სიზმარი უნდა ახსნათ დეტალების გათვალისწინებით.
სიზმარში ხოჭოს სიმბოლოს ამოცნობა
აღმოსავლური ახსნით
აღმოსავლურ ახსნაში ხოჭოები პრინციპულად საწინააღმდეგო მოვლენებს მოასწავებენ. თუ მწერი სხეულზე ცოცავდა, შესაძლოა, რეალობაში მტერს სათანადოდ ვერ აფასებთ. სწორედ ამიტომ არასასიამოვნო სიტუაციაში ხვდებით, რომლისთვისაც საერთოდ არ იქნებით მზად. როდესაც სიზმარში უზარმაზარი ხოჭო ნახეთ , რომელიც ნელა ცოცავდა თქვენი მიმართულებით, რეალობაში წინდაუხედაობას გამოავლენთ. შესაძლებლობისდაგვარად, დაგეგმეთ თქვენი მომავალი, გათვალეთ თქვენი ქმედებები და ყოველთვის უყურეთ პერსპექტივას- ასეთი ქცევა დაგეხმარებათ უსიამოვნებების თავიდან აცილებაში. ამას გარდა, ხოჭოები ხშირად მოასწავებენ ტყუილს. თავი უნდა აარიდოთ ცუდ კომპანიებს, დააკვირდეთ თქვენს გარემოცვას, მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.