სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბაჭია
მილერის მიხედვით
სიზმარში ბაჭიების ნახვა საყოფაცხოვრებო გარემოებებში ბედნიერ ცვლილებებს ნიშნავს : თქვენი შემოსავლებით წინა უფრო მეტად იქნებით კმაყოფილი. სიზმარში თეთრი ბაჭიების ნახვა ნიშნავს ერთგულებას სიყვარულში როგორც დაოჯახებულებისთვის, ისე დაუოჯახებლებისთვის. თუ გესიზმრებათ ბაჭიები, რომლებიც თამაშობენ , ნიშნავს, რომ ბავშვები გაგახარებენ.
დაგესიზმრათ კურდღელი
მილერის მიხედვით
სიზმარში კურდღლის ნახვა, რომელიც გაგექცათ, ნიშნავს , რომ რაღაც ფასეულს დაკარგავთ . თუ ის დაიჭირეთ, შეჯიბრში გამარჯვებას მოიპოვებთ. თუ კურდღელები თქვენი საყვარელი ცხოველებია, თქვენ გარშემო არიან სასიამოვნო, მაგრამ არა ინტელიგენტური მეგობრები. სიზმარში მკვდარი კურდღელი რომელიმე მეგობრის სიკვდილს ან ავადმყოფობას მოასწავებს. კურდღელების ნახვა, რომლებსაც ძაღლები დასდევენ, თქვენს ახლობლებს შორის უსიამოვნებებს და კამათს ნიშნავს, და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მეგობრული ურთიერთობების მოგვარება. თუ სიზმარში კურდღელს ესროლეთ, ეს ნიშნავს, რომ იძულებული იქნებით, მიმართოთ მკაცრ ზომებს, რათა აღადგინოთ თქვენი დარღვეული უფლებები.
რატომ გვესიზმრება ბაჭია
ცვეტკოვის მიხედვით
სიცრუე მეგობრობაში
რატომ გვესიზმრება კურდღელი
ცვეტკოვის მიხედვით
საფრთხე; ნადირობა- შფოთვა; ჭამა- ავადმყოფობა; დარბის - ბედმა გიმტყუვნათ, გაფრთხილება.
სიზმარში ბაჭიის ნახვა
ცხოველების ახსნით
მთვარის ცხოველია. ისევე როგორც კურდღელი, ცხოვრობს მთვარეზე და დაკავშირებულია მთვარის ქალღმერთებსა და დედამიწასთან . აცტეკების სიმბოლიკაში მთვარე არის ბაჭია ან კურდღელი. ჩინეთში თეთრი ბაჭიების ფიგურებს მთვარის დღესასწაულისთვის ამზადებდნენ. ამერიკის აღმოსავლეთის ტყიანი სანაპიროს ინდიელებისთვის ბაჭია ან კურდღელი ზღაპრული ფარისეველი ადამიანია. ასევე გამოხატავს ნაყოფიერებას და ავხორცობას, თუმცა რიტუალებში ტანსაცმელი ბაჭიის ტყავისგან ნიშნავს მორჩილებას დიდი სულის წინაშე. ბაჭია ასევე არის წინაქრისტიანული აღორძინებისა და განახლების სიმბოლო გაზაფხულის ბუნიობის დასაწყისში . წარმოადგენს გაზაფხულის და განთიადის ტევტონური ქალღმერთის , ოსტარას ან ეასტრას ემბლემას. სავარაუდოდ, ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის ( Easter) სახელი სწორედ ამ ქალღმერთის სახელისგან წარმოიშვა.
სიზმრის მნიშვნელობა კურდღლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში კურდღლის ნახვა,- თქვენი სიზმარი მოასწავებს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში უსაფუძვლო შიშები დაგეუფლათ თქვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით. ნაწილობრივ, ეს თქვენი ეჭვიანი ხასიათის ბრალია. გახსოვდეთ, რომ უნდობლობასა და ეჭვიანობას შეუძლია ნებისმიერ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.