სიზმრების ახსნა
კვერთხი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ჯადოსნურ კვერთხს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანზე და მას ჭეშმარიტება დაანახოს. ხელში კვერთხის დაჭერა ნიშნავს ფილოსოფიური აზროვნებისა და მსოფლმხედველობისკენ მიდრეკილებას. თუ სიზმარში ვინმემ კვერთხით დაგარტყათ , ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მოტეხილი კვერთხი ღრმა ცხოვრებისეულ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ამაღლებულ ადგილზე სხედხართ კვერთხით ხელში, ეს ძალაუფლებისკენ ფარულ მისწრაფებას ნიშნავს. სიზმარი, რომელშიც ნახეთ კვერთხი და გვირგვინი, შეუზღუდავ ძალაუფლებას ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება კვერთხი
ჰასეს მიხედვით
დანახვა - დანაკარგი და ნერვიულობა; ხელში ქონა (კაცისთვის) - ცოლის მორჩილებაში ყოფნა.
სიზმრის მნიშვნელობა კვერთხის შესახებ
ფროიდის მიხედვით
კვერთხი განასახიერებს მამაკაცურ საწყისს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ის კვერთხს იქნევდა, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში მას კონკრეტული კაცის დამორჩილება სურს. კაცისთვის ეს სიზმარი საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს მოასწავებს , რომელსაც გაგრძელება არ მოჰყვება.