კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება მაღვიძარა
ცვეტკოვას მიხედვით
მოულოდნელობა; უცნაური შემოტრიალება საქმეებში, რომელიც არ არის მძინარეზე დამოკიდებული; მოვიდა შენი დრო
სიზმარში მაღვიძარას ნახვა
ლოფას მიხედვით
თუ ყოველდღიურად თქვენ გაძლევდნენ 84 600 დოლარს, როგორ განკარგავდით ამ ფულს? სწორედ ასე განვკარგავთ დროს. რამდენიც არ უნდა იყიდოთ, ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ყოველთვის დეფიციტში იქნება. მაღვიძარა, როგორც სიზმრის ფორმა. მაღვიძარა სიზმარში- ეს არის შეხსენება შემზღუდავების და შეზღუდვების შესახებ. მისი გამოჩენა შეიძლება იყოს ყოველდღიური საქმეების ან დროის ნაკლებობის, მისი რაციონალურად გამოყენების უუნარობის ან კონცეპტუალური პრობლემების, ასევე გარკვეულ ეტაპზე სასიცოცხლო ამოცანების ლოგიკურ დასასრულამდე შესრულების უუნარობის ანარეკლი. ბოლო შემთხვევაში მაღვიძარა ესიზმრება ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი დრო დედამიწაზე ამოიწურა და ვერაფერს გამოასწორებენ. მაღვიძარას გამოყენება მეხსიერებაში სიზმრების აღსადგენად. როგორც აჩვენებს კვლევები, სწრაფი ძილის ფაზები მეორდება ცხრაწუთიანი პერიოდით, ხოლო მეხსიერებაში სიზმრის აღდგენის უნარი იზრდება 20%-დან 70%-მდე, თუ გააღვიძებთ მძინარეს შუა ძილში, სწრაფი ძილის ფაზაში. თუ დააყენებთ მაძვიძარას ისე, რომ დარეკოს დაძინებიდან 6 ან 7-ნახევარ საათში, მაშინ, გაღვიძებისას, თქვენ სავარაუდოდ ბოლო სიზმრის ყველა დეტალს აღადგენთ. რას გამოხატავს თქვენთვის სიმბოლურად მაღვიძარა- იმედს, რომლის გამოხატვა შეიძლება სიტყვებით "როგორც იქნა დადგა დრო.."; ან შიშს დროის წინაშე "დროს მიდის.."?