სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბეღელი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ნახეთ მარცვლებით ( ხორბალი, ქერი) სავსე ბეღელი, ხოლო მის ირგვლი - გროვები, ეს დიდი და ხანგრძლივი წარმატების ნიშანია. თუ ბეღელი ცარიელია, სიღარიბე და უიღბლობა გელოდებათ.
დაგესიზმრათ მარცვალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ხორბლის , მარცვლით სავსე თავთავების დაფქვის ნახვა თქვენთვის სხვადასხვა მხიარულებას და ბევრ საქმეში წარმატებებს მოასწავებს. თუ ნახულობთ, რომ სხვები იღებენ ხორბლის მოსავალს - ეს სიზმარი თქვენთვის ახლობლებისა და მეგობრების გამო სასიხარულო განცდებს მოასწავებს . ზოგადად სიზმარი მარცვლების შესახებ ერთ-ერთი ბედნიერი სიზმარია. ახალგაზრდა ქალები ამ სიზმარს ნახულობენ იმისთვის, რომ მათ თავისი ბედნიერება დაიჯერონ და ღირსეულ ადამიანს შეხვდნენ.
დაგესიზმრათ მეწისქვილე
მილერის მიხედვით
სიზმარში მეწისქვილის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება. თუ ქალი სიზმარში ნახულობს მეწისქვილეს, რომელიც წარუმატებლად ცდილობს წისქვილის ამუშავებას, ეს მისთვის იმედგაცრუებას ნიშნავს: შესაძლოა, რომ მისი რჩეულის საქმეების მდგომარეობა არც ისე კარგი აღმოჩნდება, როგორც ეს აქამდე ეგონა. ზოგადად, სიზმარი, რომელშიც მოქმედ წისქვილს ნახულობთ, თქვენთვის საქმეებში იღბალს მოასწავებს. და მხოლოდ დანგრეული წისქვილის ნახვა ცხოვრებისეულ განსაცდელს მოასწავებს, რომელიც გეწვევათ, თუ ამ სიზმარს არ აღიქვამთ როგორც გაფრთხილებას.
დაგესიზმრათ ხორბალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ხორბლის გაშლილი ველების ნახვა მოასწავებს სასიხარულო პერსპექტივებს მათთვის , ვინც თქვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს . თუ ხორბალი მომწიფდა, თქვენ ბედნიერი ბედი გაქვთ და სიყვარული თან გეახლებათ. მსხვილი, სუფთა ხორბლის მარცვლების ნახვა თქვენთვის ღია კარს მოასწავებს აყვავებისა და ბარაქისკენ. ხორბლის ნახვა ტომრებში ნიშნავს, რომ თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება, მიაღწიოთ წარმატების მწვერვალს, გამარჯვებით დასრულდება. თუ თქვენი ბეღლის სახურავში ნაპრალებია და მარცვლები სველდება , ეს მეტყველებს იმაზე, რომ თავისი სიმდიდრის გამრავლებისას, არ ზრუნავდით იმაზე, რომ მასზე უფლებები დაიცვათ, და მალე დაინახავთ, როგორ დაზარალდება თქვენი ინტერესები მტრის გამო. სიზმარში იმის ნახვა, რომ ფერდობზე ადიხართ, რომელზეც ხორბლის მარცვლები იზრდება, ნიშნავს, რომ ისიამოვნებთ ბარაქითა და აყვავებით და ნებისმიერ თქვენ მიერ არჩეულ საქმეში ან პროფესიაში გამორჩეული იქნებით. სიზმარში ახალი ხორბლის მწვანე ველზე სიარული მოასწავებს ბარაქას, ბედნიერებას, სანდო მეგობრებს.
დაგესიზმრათ ხორბალი
მცენარეების ახსნით
გამოხატავს სიმდიდრეს.
რატომ გვესიზმრება ბეღელი
ცვეტკოვის მიხედვით
სიმდიდრე
რატომ გვესიზმრება მარცვლები
ცვეტკოვის მიხედვით
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
რატომ გვესიზმრება წისქვილი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭორები, საზრუნავი
სიზმრის მნიშვნელობა ბეღლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბეღელში ყოფნა - მოხვდებით წვეულებაზე, სადაც, თქვენი ნაცნობების გარდა, ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი იქნება. თუ მძინარე ქალია, ეს ნიშნავს, რომ მას რამე უხამსს შესთავაზებენ. თუ სიზმარი კაცმა ნახა, ნიშნავს, რომ მას ექნება სექსი უცნობ ქალთან. ბეღელში ცხოვრება, თითქოს ცხოველი ხართ: ეს სიზმარი მოასწავებს სკანდალს პარტნიორთან, რომელიც დაგაბრალებთ იმას, რომ მას ღალატობთ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.
სიზმრის მნიშვნელობა წისქვილის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში წისქვილში მუშაობა - იმდენად გსურთ, იპოვოთ "იდეალური" ადამიანი, თავისი მეორე ნახევარი, რომ ბევრ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ უშუალოდ პროცესი გსიამოვნებთ. ხომ არ ჯობია, თავისი სურვილები გაიგოთ, სანამ დაიწყებთ მჭიდრო ურთიერთობას ადამიანთან? სიზმარში წისქვილზე კატაობა - შორეული გამგზავრება გელოდებათ, რომელშიც წარმოუდგენელ შეგრძნებებს და, შესაძლოა, ძლიერ სერიოზულ გატაცებასაც განიცდით. თუ სიზმარში შორიდან უყურებდით წისქვილის მუშაობას , თქვენი სიზმარი გამოხატავს ზრუნვის და მფარველობის სურვილს. თანაც გინდათ, რომ ამ ზრუნვის ობიექტი თქვენ თვითონ იყოთ. სიზმარში გატეხილი წისქვილის ნახვა - თვლით, რომ თქვენს პარტნიორის თქვენი არ ესმის, თუმცა არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ პირიქით იყოს. თვითონ გადადგით პირველი ნაბიჯი, მაშინ ურთიერთგაგებასაც მოიპოვებთ.