კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
ბისერების სიზმარში ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბისერის ნახვა ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში წვრილმანებს ზედმეტად უღრმავდებით. გაკლიათ ენერგეტიკა, რომელიც დაგეხმარებათ საპირისპირო სქესს თავი მოაწონოთ და შეაყვაროთ. თქვენთან სექსი სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ პედანტს.
ბისერის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ბისერის ნახვა - მაღალი თანამდებობის პირებისგან ყურადღება გექნებათ. ბისერების დათვლა - სასიხარულო ამბებს გაიგებთ. ბისერის აცმა - შეძლებული ადამიანების წრეში გაერევით. თუ სიზმარში აბნევთ ბისერებს - მეგობრების მხრიდან პატივისცემას დაკარგავთ.
რატომ გვესიზმრება მძივები
ცვეტკოვის მიხედვით
დარდი, იუიმედობა.
სამკაულის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
პრობლემები; არასასიამოვნო კავშირი.
სამკაულის დასიზმრება
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში სამკაულს ირგებდით, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში პარტნიორს ემორჩილებით სრულად. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ეს სწორია და ზუსტად ასე უნდა იყოს - ძალიან ცდებით. თაყვანისცემა და სრული მორჩილება გაკარგვინებთ მისი მხრიდან პატივისცემით დამოკიდებულებას. შეიძლება ახლა სიამოვნებს ასეთი მორჩილება, მაგრამ მალე, ეს ყველაფერი გააღიზიანებს და თქვენით აღფრთოვანებული აღარ იქნება.
სამკაულის სიზმარში ნახვის ახსნა
მილერის მიხედვით
თუ ქალს ესიზმრება, რომ საჩუქრად იღებს სამკაულს - ნიშანია იმისა, რომ მის გვერდით მოსიყვარულე მამაკაცი და მშვენიერი ოჯახია. სამკაულის დაკარგვა ნიშნავს, რომ ნაადრევ ასაკში დაქვრივდება. ლამაზი ყელსაბამი თუ უკეთია ქალს სიზმარში, მაღალ სოციალურ მდგომარეობას მიაღწევს, რომლის უფლებაზეც თავად სერიოზული ეჭვი შეეპარება. ეს სიზმარი ქალისთვის ასევე ნიშნავს, რომ რამოდენიმე არაკეთილსინდისიერი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება.