კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
აკლდამა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
აკლდამა- დროის კავშირის სიმბოლო. თავისი თავის დანახვა ოდესღაც დიდებული და ცნობილი ადამიანის აკლდამასთან- ნიშნავს, რომ მოგიწევთ მემკვიდრეობის მიღება, რომელიც გაგხდით ცნობილს ან შეიტანს თქვენს ცხოვრებაში სკანდალურ ნაკადს. აკლადამის დანგრევის გაჩერება, თავიდან აცილება- თქვენ გახდებით პიროვნება, რომელსაც უმხელენ საიდუმლოს, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. აკლდამას მოძებნა- მოასწავებს სულიერ ჩამოყალიბებას, განახლებას, ჭეშმარიტების გახსნას, რომელიც დაკავშირებულია წარსულთან. აკლდამას ნახვა იქ, სადაც ცოტა ხნის წინ შენობა იდგა- ეს სიზმარი მოასწავებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სხვა ქვეყანაში გადასვლას, წინაპრების სამშობლოზე დაბრუნებას. ცეცხლმოხვეული აკლდამას ნახვა- უწმინდურ ძალასთან შეხვედრის, გათვალვასთან ბრძოლის სიმბოლო, ასევე შავი ძალების განადგურების ცდა, რომლებსაც ზედმეტი გავლენა აქვთ ადამიანებზე. წყალში ჩაძირული აკლდამის ნახვა ნიშნავს, რომ გაიგებთ საიდუმლოებს, რომლებიც დაკავშირებულია ფესვებსა და მემკვიდრეობასთან, და მოგიწევთ გრძელი მოგზაურობა, სანამ არ გაირკვევა ყველა დეტალი.
ბალასტის ნახვა სიზმარში
მილერის მიხედვით
ბალასტის თავიდან მოშორება საჰაერო ბუშტზე- თქვენ თავიდან ააცილებთ ხანგრძლივ ეჭვებს და განცდებს, მიიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას და მოიპოვებთ სიმშვიდეს და თავისუფლებას
ბალდახინის ნახვა სიზმარში
ხასსეს მიხედვით
გექნება დაცვა
ბალზამის ნახვა სიზმარში
ხასსეს მიხედვით
ავადმყოფებისთვის- ჯანმრთელობა, ჯანმრთელებისთვის- სურვილების ასრულება.
ბალონის ნახვა სიზმარში
ხასსეს მიხედვით
დავარდნილის ნახვა- ამაღლებული გეგმების აშენება; აწეულის ნახვა- შენი შრომის ნაყოფის ნახვა; მისი ჰაერში ნახვა- შენი შრომის მდგრადობა
დაგესიზმრათ ბალეტი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბალეტის შესახებ ნიშნავს მეუღლეების არაერთგულებას, ასევე წარუმატებლობას საქმეებში, კომერციაში; კამათს და ეჭვს შეყვარებულებს შორის
დაგესიზმრათ ვალსი
მილერის მიხედვით
სიზმარში ვალსის მოცეკვავეების ნახვა მოასწავებს, რომ თქვენ გექნებათ სასიამოვნო ურთიერთობები მხიარულ, მაგრამ ავანტიურებისკენ მიდრეკილ ადამიანთან. ახალგაზრდა ქალისთვის ვალსის ცეკვა თავის შეყვარებულთან- ნიშნავს, რომ ის ბევრ თაყვანისმცემელს ეყვარება, მაგრამ არც ერთი სერიოზულად არ განიზრახავს მისი ხელის თხოვნას. თუ ის ხედავს თავის შეყვარებულს, რომელიც ცეკვავს მოწინააღმდეგესთან- ეს მოასწავებს, რომ ჭკვიანური მოქცევა და გამძლეობა დაეხმარება მას გადალახოს დაბრკოლებები ბედნიერების გზაზე. თუ ის ცეკვავს ქალთან, მაშინ ყოველთვის ეყვარება სხვებს თავისი ხიბლისა და კეთილი გულისთვის. თუ ხედავს სიზმარში ადამიანებს, რომლებიც ქაოტურად და უშნოდ ტრიალებენ ვალსში- ეს ნიშნავს, რომ სიამოვნების სურვილი მთელი მის გულს დაიპყრობს და მან უნდა გამოიჩინოს გონიერება, რათა არ გაუცრუოს იმედი ახლობლებს და მეგობრებს.
დაგესიზმრათ თეატრი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში თქვენს თავს თეატრში ხედავთ- ნიშნავს, რომ მალე კარგ მეგობრებს შეიძენთ. ასეთი სიზმრის შემდეგ თქვენი საქმეები ასევე კარგად წავა. თუ გესიზმრებათ, რომ ერთ-ერთი მსახიობი ხართ, რომელიც სპეკტაკლშია- ნიშნავს, რომ მომავალი სიხარული არ იქნება ხანგრძლივი. თქვენი თავის დანახვა ვარიეტაში- ნიშნავს, რომ აგისრულდებათ სურვილები და ოცნებები. თუ თქვენ თავს ხედავთ სიზმარში თეატრში და იცინით ან ტაშს უკრავთ- ნიშნავს, რომ მალე უკუაგდებთ ღირსებას ცარიელი კაპრიზის დაკმაყოფილებისთვის. თუ სიზმარში გაიქეცით ცეცხლში გახვეულ თეატრსიდან- ნიშნავს, რომ რეალობაში დაარწმუნებინებთ თავს, რომ ჩაერთოთ სარისკო საქმეში.
დაგესიზმრათ კარნავალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახვა, რომ მონაწილეობას იღებთ კარნავალში, მოასწავებს, რომ მალე ისიამოვნებთ არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით. კოსტიუმირებული კარნავალი ნიღბებით ან უშნო და სასაცილო მასხრების ფიგურებით ნიშნავს სახლში განხეთქილებას. კომერციული საქმეები ასევე არადამაკმაყოფილებლად წავა, ხოლო სიყვარულში არ იქნება ორმხრივობა.
დაგესიზმრათ კატაფალკი
მილერის მიხედვით
სიზმარში კატაფალკის ნახვა- ნიშნავს სახლში დაძაბულს ურთიერთობებს და საქმეების წარუმატებელ მართვას. ეს ასევე წინასწარმეტყველებს სევდას. თუ კატაფალკი დადგა შუა გზაზე- თქვენ შეძლებთ მოწინააღმდეგის დამარცხებას, რომელიც დაუძლეველი გეგონათ.
დაგესიზმრათ კუბო
მილერის მიხედვით
კუბოს ნახვა- ნიშნავს მძიმე დანაკარგს და ძვირფასი ნათესავის ადრეულ წასვლას. კუბოს ნახვა, რომელიც მოფენილია ყვავილებით ეკლესიიდან- ნიშნავს წარუმატებელ ქორწინებას. გლეხს ასეთი სიზმარი მოასწავებს მოსავლის არქონას და საქონლის ავადმყოფობას. საქმიან ადამიანებს- წარუმატებლობას. ახალგაზრდებს- უბედურ ქორწინებას. იგივეს ჰპირდება მოძრავი კუბოს ნახვა: ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ავადმყოფობა, შემდეგ- ქორწინება, რომელსაც ჩრდილავს წინა მოვლენები. კამათს, სერიოზულ ავადმყოფობას, მოქცევების სინანულს მოასწავებს სიზმარი, რომელშიც წევხართ კუბოში ან მასზე სხედხართ
დაგესიზმრათ მეჯლისი
მილერის მიხედვით
ეს ძალიან სასიამოვნო და კარგი ნიშანია იმ შემთხვევაში, თუ ხედვათ ლამაზ და გამოწყობილ ადამიანებს, რომლებიც ცეკვავენ მომხიბლავი მუსიკის ბგერებზე. თუ თქვენ მეჯლისზე ცუდ განწყობაზე ხართ და მოიწყინეთ სხვების მხრიდან უყურადრებობის გამო, შეიძლება მალე ელოდოთ არც ისე სასიამოვნო მოვლენებს.
დაგესიზმრათ ნიღაბი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ნირაბში ხართ, ნიშნავს დროებით გართულებებს: თქვენი დამოკიდებულება თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ იქნება მის მიერ არასწორად აღქმული, და მისი დახმარების მცდელობა- მის მიერ არასწორად გაგებული. მაგრამ თქვენ ღირსეულად შეხვდებით ამ განსაცდელს, და სარგებელს მოგიტანთ. სხვების ნახვა ნიღბებში- იმის ნიშანია, რომ შეებრძოლებით სიყალბეს და შურს. სიზმარში ნიღბის დათვალიერება- ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანი არ იქნება თქვენი ერთგული და თქვენი საქმეები დაზარალდება. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიმზრა, რომ ის ნიღაბს ატარებს- ნიშნავს, რომ ის ცდილობს ადამიანის მოტყუებას, რომელის მის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. თუ მოიხსნის ნიღაბს და ხედავს, თუ როგორ მოიხსნეს სხვებმა- მისთვის გაფრთხილებაა, რომ წარუმატებლობას განიცდის თავისი თავით სხვების მიერ აღფრთოვანების მიღწევის მცდელობისას. სიზმარი უბიძგებს მას მეტი თავმდაბლობისკენ და თავისი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისკენ.
დაგესიზმრათ ოპერა
მილერის მიხედვით
სიზმარში ოპერაში ყოფნა- ნიშნავს სულით ახლოს ადამიანებთან მალე შეხვედრას, ასევე საკმაოდ კეთილხელსაყრელ გარემოებებს თქვენი საქმეების განვითარებისთვის.
დაგესიზმრათ საცობი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ბოთლის საცობს აძრობთ ბანკეტზე, ნიშნავს თქვენთვის მალე აყვავებას, როდესაც თქვენ ნამდვილად იცურებთ ბედნიერებაში. საცობების ნახვა, რომლებიც მედიცინაში გამოიყენება- ავადმყოფობისკენ ან ამაოდ დახარჯული ძალის შეგრძნებისკენ. ტივტივას ნახვა სიზმარში, რომელიც მშვიდად ქანაობს წყნარ, სუფთა წყალში წარმატებას მოასწავებს. თუ წყალი არ არის მშვიდი- თავს მოგაბეზრებენ უპრინციპო, უზნეო ადამიანები. სიზმარში იმის ნახვა, რომ დაცობავთ ბოთლს- თქვენი მიერ კარგად ორგანიზებული საქმეების, მოწესრიგებული ცხოვრების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ის იღებს საცობებს შამპანურის ბოთლიებიდან, სიზმარი მოასწავებს მხიარულ და სიმპატიურ შეყვარებულს, რომელიც დაუთმობს მას ბევრ ყურადღებას და უხვად დაასაჩუქრებს. ასეთი სიზმრის შემდეგ მან უნდა იზრუნოს თავის რეპუტაიაზე და მოუსმინოს მშობლების გაფრთხილებებს.
დაგესიზმრათ ფეხსაცმელი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში თქვენი ფეხსაცმელი დახეულია და ჭუჭყიანი- ნიშნავს, რომ რისკულობთ მტრების გაჩენას კრიტიკით. თუ სიზმარში თქვენზე შავი ფეხსაცმელია- ნიშნავს, ტქვენი საქმეები კარგად წავა, ხოლო რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა კმაყოფილებას მოგიტანთ. ახალი ფეხსაცმელი ცვლილებებს გპირდებათ, რომელიც სასარგებლო იქნება. თუ ფეხსაცმელი გიჭერთ, მოწყვლადი იქნებით იმათ მიმართ, ვინც დასცინის თქვენს საყვარელს. თუ თასმები ფეხსაცმელზე გახსნილია- ნიშნავს, რომ გელოდებათ დანაკარგი, კამათი, ავადმყოფობა. ფეხსაცმლის დაკარგვა გემუქრებათ იმით, რომ თქვენთან გაწყვეტენ ურთიერთობას და ზურგს გაქცევენ. თუ სიზმარში ფეხსაცმელს გპარავენ, მაგრამ დაგრჩებათ წინდები- ნიშნავს, რომ რამის დაკარგვით, რაღაცას მოიგებთ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სიამოვნებით უყურებს ფეხსაცმელს, რომელიც კარგად მოირგო ფეხზე- ეს სიზმარი აფრთხილებს მას ზედმეტი ნდობისგან და ფამილიარობისგან ახალ ნაცნობებთან, განსაკუთრებით გარკვეული წყობის კაცებთან , რომლებთანაც ურთიერთობისას უნდა დაიცვან დისტანცია.
დაგესიზმრათ ქსელები
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის დანახვა, რომ ქსელში ხართ დაჭერილი- ნიშნავს, რომ მტრები თქვენზე უარყოფით გავლენას მოახდენენ თქვენი საქმეების მოჩვენებითი აყვავების პერიოდში. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი მოასწავებს, რომ მისი გარემოცვა მოუტანს ბევრ სიბოროტეს, რის შედეგადაც მარტო დარჩება. თუ სიზმარში წარმატებულად გამოთავისუფლდა ქსელისგან- ძლივს აარიდებს თავს ბოროტებას რეალობაში. თუ დაგესიზმრათ დაყენებული ქსელი- ნიშნავს, რომ უკუაგდებთ საქმის ზედმიწევნით შესრულებას, ხოლო ადამიანებს არაკეთილმოსურნეობას აჩვენებთ. თუ ქსელები ძველი და დახეულია- ეს მოასწავებს ფინანსურ პრობლემებს, რომლებიც ძლიერ აგაღელვებთ.
დაგესიზმრათ ხახვი
მილერის მიხედვით
სიზმარში ბევრი ხახვის დანახვა მოასწავებს სიბოროტეს და შურს, რომელსაც შეხვდებით, როცა წარმატებას მიაღწევთ. თუ თქვენ მას ჭამთ- მტრები უკან დაიხევიან. თუ თქვენ სიზმარში ხედავთ, როგორ იზრდება,- თქვენს საქმეებში იქნება საკმარისი მოწინააღმდეგე, რომლებთანაც ბრძოლა მიანიჭებს სიმძაფრეს თქვენს განცდებს და გემოს თქვენი ცხოვრებისთვის მთლიანობაში. ხახვის შეწვა- ნიშნავს უდარდელობას და ბიზნესში მცირე მოგებას. სიზმარში ნახვა, რომ ჭრით ხახვს და გრძNობთ, რომ თვალები გაგიცრემლიანდათ- იმის ნიშანია, რომ თქვენ დამარცხდებით თქვენი მოწინააღმდეგეების მიერ.
დაგესიზმრათ ხელჯოხი
მილერის მიხედვით
სიზმარში ხელჯოხის ნახვა- მოასწავებს, რომ ხელშეკრულებაში შეხვალთ შესაბამისი გაფორმების გარეშე და ამ ამიტომ განიცდით ფულად ზარალს. თუ სიზმარში სეირნობთ ხელჯოხით- ნიშნავს, რომ საქმეებში მუდმივად იქნებით დამოკიდებული სხვების რჩევებზე. მშვენიერი ხელჯოხით მოხიბლვა- ნიშნავს, რომ ენდობით საქმეში ადამიანებს, რომლებიც მომავალში გამოავლენენ ერთგულებას თქვენ მიმართ
დაგესიმზრათ წარმოდგენა
მილერის მიხედვით
თუ გოგონას ესიზმრება , რომ არის სპეკტაკლზე- ნიშნავს, რომ მისი განწყობის მიღწევას შეეცდება მისთვის საყვარელი ადამიანი, შემდგომში მას ელოდება გათხოვება, რომელიც პასუხობს მის მოლოდინებს. თუ მას ააღელვებს პიესა ან ცალკე საშინელი და შემაძრწუნებელი სცენები- ნიშნავს, რომ წინ ელოდება სასიამოვნო მოულოდნელობები.
თევზაობა ეზოთერიკული სიზმრების ახსნის მიხედვით
ეზოთერიკული ახსნის მიხედვით
ეზოთერიკოსების თანახმად, თევზჭერა სიზმარში მოასწავებს მემკვიდრეობის მიღებას. შესაძლებელია, რომ მალე მიიღებთ მცირე მემკვიდრეობას მშობლებისგან. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სიზმარს განმარტავენ ისე, რომ ვიღაცას ახლობლებისგან სურს თქვენგან მემკვიდრეობის მიღება, ამიტომ ყურადღებით აკვირდება თქვენი საქმეების მიმდინარე მდგომარეობას.
თევზაობა ლოფას სიზმრების ახნის მიხედვით
ლოფას მიხედვით
როდესაც თევზაობთ სიზმარში, რეალობაში მიისწრაფვით ცხოვრებაში ცვლილებებისკენ- ახალი გაცნობები, მოგზაურობა. თუ ამასთან სიუჟეტში ვერაფრით ვერ იჭერთ თევზს, ცხოვრებაში მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი. თუ დაიჭირეთ, არ შეგეპაროთ ეჭვი ჩაფიქრებულის წარმატებაში.
თევზაობა მილერის სიზმრების ახსნის მიხედვით
მილერის მიხედვით
ხშირად თევზი სიზმარში, რომელიც ცურავდა სუფთა წყალსაცავში მოასწავებს უხვ ჯილდოს ბედისგან. თუ ასეთი სიუჟეტი დაესიზმრა ახალგაზრდა ქალს, ის მალე შეხვდება ნანატრ სიყვარულს. მკვდარი, პირიქით, მოასწავებს უსიამოვნებას, სევდა, დანაკარგს. გაიხსენეთ, რას აკეთებდით სიზმარში. თუ თევზს იჭერდით და მაინც დაიჭირეთ, რეალობაში გელოდებათ სერიოზული განსაცდელი. მაგრამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, მას მედგრად გადაიტანთ, სულიერად არ დაეცემით. როდესაც ვერაფრის დაჭერა შეძელით და სიზმარში ცარიელი ხელებით ბრუნდებით, ნიშნავს რომ მოცემულ მომენტში თქვენი სურვილების და იმედი ცარიელია, უმნიშვნელო. როდესაც პროცესის დროს იყენებთ სათევზაო კავს, ბედი სიგნალს გაძლევთ- არის ყველა შანსი რომ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. თუ გვერდიდან აკვირდებოდით, უახლოეს მომავალში გელოდებათ ძალის მოზღვავება, გამოიყენებთ იღბალს. როდესაც ბადეს წყალზე ატარებდით, რეალობაში მიაღწევთ კეთილდღეობის მაღალი დონეს თქვენი გამჭრიახობის წყალობით. ზოგადად სიზმრები სათევზაო ქსელებით მოასწავებს სხვადასხვა სახის განახლებას. მაგრამ თუ ქსელი გახეული იყოს, ელოდეთ უსიამოვნებებს და იმედგაცრუებას. თევზის ბაზარზე წასვლა მოასწავებს მხიარულ და ბარაქიან ცხოვრებას.
თევზაობა ნოსტრადამუსის სიზმრების ახსნის მიხედვით
ნოსტრადამუსის მიხედვით
თევზჭერა- გართულებების სიმბოლოა. შესაძლებელია, მოცემულ ეტაპზე გაჩნდა გართულებები საქმეებში, თითქოს ბეწვის ხიდზე დგახართ. ამიტომ თავისთავად თევზჭერა სიმბოლურად გამოხატავდ პრობლემების გადაწყვეტის გზების ნახვას.
თევზაობა ოჯახური სიზმრების ახსნის მიხედვით
ოჯახური ახსნის მიხედვით
როდესაც გესიზმრებათ თევზაობა, რეალობაში გიყვართ ბუნება და დასვენება. მაგრამ ამასთან ასეთი სიუჟეტი მოასწავებს სერიოზულ განსაცდელს. თუ დაიჭირეთ თევზი, მიაღწევთ წარმატებას. თუ ამ მიზნებისთვის გამოიყენეთ ბადე, წარმატება მოვა საკუთარი გამჭრიახობის წყალობით. ვერაფერი დაიჭირეთ? ისახავთ ცარიელ მიზნებს, რომლებიც დაფუძნებულია ცრუ სურვილებზე.
თევზაობა სიზმრების ჩინური ახსნის მიხედვით
ჩინური ახსნის მიხედვით
თევზჭერა ასოცირდება წამგებიან, უაზრო საქმესთან
თევზაობა ფროიდის სზიმრების ახსნის მიხედვით
ფროიდის მიხედვით
ფსიქოანალიტიკოსის აზრით, თევზაობა სიზმარში სიმბოლურად გამოხატავს განსაკუთრებულ სექსუალურ სურვილს. ალბათ საიდუმლოდ ოცნებობთ სექსზე ორსულ ქალთან, მაგრამ ჯერ ვერ აცნობიერებთ.
თევზაობა ქალის თანამედროვე სიზმრების ახსნის მიხედვით
ქალის თანამედროვე ახსნის მიხედვით
თევზს იჭერდით სიზმარში? მალე წარმატებულს შენაძენს გააკეთებთ. როდესაც უბრალოდ აკვირდებით თევზაობას, შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ რამე შეუსრულებელ საქმეში. მაგრამ თუ დარჩით უთევზოდ , არ ელოდოთ ოცნების ასრულებას. თუ პროცესში ქსელი გამოიყენეთ, შეიძლება მიიღოთ შემოსავალი. ქსელში ნახვრეტები იყო? ალბათ, გამოტოვებთ შანსს, რომლითაც დაგაჯილდოვათ ბედმა და ვერ დაარეგულირებთ ფინანსურ სირთულეებს.
თევზაობა ცვეტკოვის სიზმრების ახსნის მიხედვით
ცვეტკოვის მიხედვით
ქალებისთვის თევზჭერა მოასწავებს უზრუნველყოფილ ქმარს. დაიჭირეთ ცოცხალი თევზი? ცხოვრებაში თან გეახლებათ წარმატება და იღბალი. თუ აკვირდებოდით გვერდიდან თევზაობას, მალე გაიგებთ თქვენს ორსულობაზე.
თევზაობა ხასსეს სიზმრების ახნის მიხედვით
ხასსეს მიხედვით
ხშირად თევზჭერა ასოცირდება წამგებიან, ამაო საქმესთან, რომელიც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. თუ ამასთან უბრალოდ ხელებით იჭერდით, თვითონ მიიზიდავთ უსიამოვნებებს ცხოვრებაში.
რატომ გვესიზმრება აკლდამა
ცვეტკოვის მიხედვით
მფარველობა, წარმატება მფარველობის მეშვეობით, ჩაკეტილი აკლდამაში- იმედგაცრუება, საქმეებისგან მოშორება; მასში ყოფნა- აღიარებისკენ.
რატომ გვესიზმრება ამფითეატრი
ცვეტკოვის მიხედვით
მასში ყოფნა- გრძელი მოგზაურობა საზღვარგარეთ.
რატომ გვესიზმრება თეატრი
ცვეტკოვის მიხედვით
სევდა მეგობრების ან ფულის დაკარგვასთან დაკავშრებით, ამაო მისწრაფებები, კავშირი მსახიობთან
რატომ გვესიზმრება თევზაობა
დიდი თანამედროვე ახსნის მიხედვით
თევზჭერა მოასწავებს სხვადასხვა ავადმყოფობას
რატომ გვესიზმრება თევზაობა
აიურვედას ახსნის მიხედვით
ასეთი სიუჟეტი მოასწავებს კეთილდღეობას ყოფაცხოვრების საკითხებში. თუ თვითონ მიიღეთ მონაწილეობა თევზჭერის პროცესში, წარმატებულ შენაძენს გააკეთებთ. ვერაფერი დაიჭირეთ? ჩანაფიქრი არ ასრულდება.
რატომ გვესიზმრება კაპარჭინა
ცვეტკოვის მიხედვით
ავადმყოფობა
რატომ გვესიზმრება კარნავალი
ცვეტკოვის მიხედვით
გელოდებათ საშიშროება ან მოტყუება
რატომ გვესიზმრება კუბო
ცვეტკოვის მიხედვით
ღია- წარმატება საქმეებში, ახალი- წავა მღელვარება; სახლში შემოაქვთ- წარმატება საქმეებში; გარდაცვლილი დგება- სტუმარი შორიდან; მეგობარი კუბოში- სიახლეები მისი წარმატების შესახებ; ახალგაზრდებისთვის- ქორწინებისკენ; ოჯახისთვის- მოგებისკენ, ფულის წარმატებისკენ; თავად კუბოში- საქმეების დასრულება; სახლი; საცხოვრებელი (განსაკუთრებით, თუ მასში წევხარ); ცურავს წყალზე- სიმდიდრე; ხსნი- უბედურება.
რატომ გვესიზმრება კუბო
ცვეტკოვის მიხედვით
გაკეთება- ქორწილისკენ, ვიღაცა აკეთებს
რატომ გვესიზმრება მეჯლისი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- ავადმყოფობისკენ, ცუდი საქმე; მეჯლისზე ყოფნა- შეხვედრა ავადმყოფთან, საუბარი და გარჩევები
რატომ გვესიზმრება მშვილდი
ცვეტკოვის მიხედვით
მშვილდიდან სროლა- იმედი; დახმარება; მშვილდის ჩუქება- დახმარება გარედან; თქვენ გესვრიან- სტუმარი ან ამბავი შორიდან
რატომ გვესიზმრება საცობი
ცვეტკოვის მიხედვით
მოგება; დაცობა (ბოთლის, გრაფინის)- ხანმოკლე ბედნიერება; არ შედის- საქმე არ გამოვა; საცობი შიგნით მოხვდა ან დანამცეცდა- დაშორება; განქორწინება; საცობის ამოძრობა (ბოთლის)- უბედურებისკენ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი კუბოს შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში დაინახეთ სამგლოვიარო პროცესია, რომელშიც მოაქვთ კუბო. თქვენ უახლოვდებით და ამჩნევთ შეშინებით, რომ მასზე თქვენი სახელია- რეალობაში ეს საშინელი სიზმარი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი ჩვევები, არამედ ცხოვრების სტილიც, რადგან ასაკთან ერთად ადამიანიც უნდა შეიცვალოს. ცარიელი კუბო სიმბოლურად გამოხატავს შინაგან სიცარიელეს და სულიერ ნაღველს. თუ სიზმარში მიდიხართ სამგლოვიარო პროცესიაზე და ატარებთ კუბოს- ნიშნავს, რომ რეალობაში ცუდად მოქცევით, რაც მოუტანს ახლო ადამიანს ბევრ უბედურებას და უსიამოვნებას. სიზმარი, რომელშიც ძალისხმევით ჩაჭედავთ ლურსმნებს კუბოს სახურავზე, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენ ყველაფერს გააკეთებთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა მოიშოროთ თქვენი მანკიერება და სისუსტე. სიზმარში დაცემული კუბოს ნახვა- კარგის ნიშანია. თქვენი მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ საშიშ კატასტროფას. კუბო, რომელზეც დაყრილი მიწა, ნიშნავს საშინელი და შეუდარებელი ბოროტების ყოფნას.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ქარიყლაპიას შესახებ
ვანგას მიხედვით
თევზაობის შედეგად თქვენ აღმოაჩინეთ მსხვილი კბილიანი ქარიყლაპია- ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი არაკეთილმოსურნეები თვითონ მოხვდებიან ხაფანგში, რომელიც თქვენ მოგიმზადეს. სიზმარში გიმასპინძლდებიან გემრიელი კერძით, რომელიც მომზადბულია მდინარის ნადირისგან- რეალობაში უნდა იყოთ ფრთხილად. შეეცდებიან თქვენს შეცდომაში შეყვანას, რათა სარგებელი მიიღონ. დაგესიზმრათ, რომ დაიჭირეთ უზარმაზარი ქარიყლაპია ქერცლის გარეშე- წინასწარმეტყველებს მძიმე განცდებს და ავადმყობობას. მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი , რაც თქვენ თავს ხდება, გამოგზავნილი ღმერთის მიერ ადამიანის სულის და ზრახვების გაწმენდისთვის. ამიტომ მოითმინეთ და ყველაფერს რაც ხდება, მიიღებთ როგორც გარდაუვალს.
რატომ გვესიზმრება ფეხსაცმელი
ცვეტკოვის მიხედვით
(ქალის)- სასიყვარულო ურთიერთობები; დაკარგვა- დაშორება; წითელი ფეხსაცმელი- ვნება; გახდა- ურთიერთობების გაწყვეტა; შიშისგან გათავისუფლება.
რატომ გვესიმზრება კატაფალკი
ცვეტკოვის მიხედვით
სერიოზული ავადმყოფობა; დიდი ცვლილებები; შეკვეთა- ფულადი ხარჯები.
რატომ გვესიმზრება პიესა
ცვეტკოვის მიხედვით
მნიშვნელობა შინაარსის მიხედვით
რატომ გვესიმზრება ხახვი
ცვეტკოვის მიხედვით
გაწმენდა- წარმატება რთულ საქმეში; არის- კამათი.
სიზმარი თევზაობის შესახებ
ასირიული ახსნის მიხედვით
თევზაობა ასოცირდება საკუთარ სექსუალურობასთან, წარმატებასთან. მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ ასე გამოვლინდება მინიშნების მოთხოვნილება, რომელიც შეიძლება წინაპრების გამოცდილებამ მოგცეთ.
სიზმარი თევზაობის შესახებ
აღმოსავლეთის ახსნის მიხედვით
ხშირად სიზმრები თევზჭერაზე გვაფრთხილებს უსიამოვნებების და პრობლემების შესახებ. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სიუჟეტი ასოცირდება სწრაფვასთან, როდესაც ცდილობთ ვინმეს ანკესზე წამოგებას. თავიდან უნდა აარიდოთ ასეთ მოქმედებებს, რადგან მიგიყვანთ შემდგომში უსიამოვნებებისკენ. როდესაც თევზაობის შედეგია ცარიელი სათლი, არ უნდა ელოდოთ მოგებას ჩაფიქრებულისგან- კრახით დასრულდება. როდესაც კავზე დაიჭირეთ თევზი, ცხოვრებაში მოგეცემათ შანსი, რომ გამდიდრდეთ.
სიზმრების ისლამური ახნსა: თევზაობა
ისლამური ახსნის მიხედვით
როდესაც სიზმარში აგდებთ ქსელებთ, რეალობაში ჩამოგიყალიბდებათ ახალი სერიოზული შეძენის სურვილი
სიზმრის მნიშვნელობა ანკესის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ანკესი- ინტრიგის, თქვენ ზურგს უკან რაღაც საუბრების სიმბოლოა. შესაძლებელია, თქვენ თვითონაც ამჩნევდით თქვენკენ მიმართულ ირიბ გამოხედვებს. იყავით მზად იმისთვის, რომ ეს გამოხედვები რამე სერიოზულში გადაიზრდება. სიზმარში თევზის დაჭერა ანკესით- პრობლემა, რომელმაც საკმაოდ ბევრი დრო და ძალა წაგართვათ, გადაწყვეტილი იქნება, და თქვენ განიცდით ღრმა კმაყოფილებას ამის გამო.
სიზმრის მნიშვნელობა ბალეტის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ბალეტი, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის დაცინვა. თქვენ აიძულებთ თქვენ თავს მოითმინოთ ის, რაც არ მოგწონთ, და გრცხვენიათ ისაუბროთ თქვენი უკმაყოფილების მიზეზებზე თქვენ პარტნიორთან, რადგან გეშინიათ მასთან ურთიერთობების გაფუჭების. დარწმუნდით, რომ ასე უფრო მალე გააფუჭებთ, რადგან ალბათ პარტნიორი უკვე გრძნობს რაღაცას.
სიზმრის მნიშვნელობა ქარიყლაპიას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში თევზაობისას ქარიყლაპიას დაჭერა- გელოდებათ შეხვედრა ძველ ნაცნობთან, რომელსაც ადრე იცნობდით, როგორც პირად ცხოვრებაში უიღბლო ადამიანს. ახლა თქვენ გაოცდებით მისი მაღალი პირადი სტატუსით. სიზმარში ქარიყლაპიას ჭამა- თქვენ გახდებით იმის მოწმე, თუ როგორ იქცევა სექსში ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფალი და ძალაუფლებიანი ადამიანის რეპუტაცია. თქვენ ნახავთ, რომ საწოლში მას უყვარს ქვეშევრდომის როლის თამაში და თავისი "მბრძანებლის" ყველა სურვილის შესრულება. ასე რომ, თქვენს ხელში აღმოჩნდება ინფორმაცია, რომელიც ბევრი ღირს, და სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ გამოიყენოთ ის.
სიზმრის მნიშვნელობა ქუსლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
კაცისთვის სიზმარში ქალის დანახვა, რომელიც ქუსლებით დადის, ნიშნავს ნებისმიერი სახის სექსკუალური ფანტაზიებისკენ მიდრეკილებას, რომლის განხორციელებას ცხოვრებაში ვერასდროს ბედავს. გულში თქვენ წარმოიდგენთ თქვენ თავს უფრო გამბედავ ადამიანას, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაშია. თუ მსგავსი შემდეგაც გაგრძელდება, თქვენ რისკულობთ მთელი ცხოვრება დარჩეთ მშიშარა ადამიანად. თქვენი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაიწყოთ თქვენს თავზე წარმოდგენის განხორციელება ცხოვრებაში. თუ ქალი თავის თავს დაინახავს ქუსლებზე მოსიარულეს, ეს სიზმარი მოწმობს საკუთარი სექსუალური როლით დაუკმაყოფილებლობას. თქვენ ის არ ხართ, ვინც ხართ საწოლში. თქვენ უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ, რომლის რეალიზაციაც შეგიძლიათ. სიზმარში ქუსლის მოტეხა სიარულის დროს ან გატეხილი ქუსლით ფეხსაცმლის ჩაცმა- ცოტა ხნის წინ წარუმატებლობა გქონდათ სექსუალურ ნიადაგზე, თქვენ ეს ძალიან განაღვლებთ, და თვლით, რომ ყველაფერი ზუსტად იგივე იქნება. მაგრამ სცადეთ ყველაფერი თავიდან, ოღონდ აუცილებლად იმავე პარტნიორთან- თქვენ ბევრად მეტი შანსი გეძლევათ, რომ დაიბრუნოთ ყოფილი თავდაჯერება. თუ სიზმარში მამაკაცმა დაინახა თავისი თავი ქალთან ერთად, რომელსაც გაუტყდა ქუსლი, ნიშნავს, რომ კაცს ურჩევნია სექსში დომინანტობა, უყვარს, როდესაც პარტნიორი აკეთებს ყველაფერს, რაც მას მოსწონს.
სიზმრის მნიშვნელობა ცისტერნის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ცარიელი ცისტერნის ნახვა- ადამიანს, რომელიც მოგწონთ, არაფერი არ აქვს, გარდა დამაინტრიგებელი გარეგნობისა. არც სულიერი კუთხით, არც სასიყვარულო ხელოვნების აზრით თქვენს ახალ ნაცნობს არ აქვს არც ერთი ნიჭი. თუ სიზმარში თქვენ მიერ დანახული ცისტერნა რამით არი შევსებული, ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენს სახლს, რადგან ის მიუშვით. ეს დაუშვებელია, რადგან სახლი რაღაცით ჰგავს აკვარიუმს, რომელშიც თევზები ცხოვრობენ: თუ არ გამოცვლით წყალს და არ აჭმევთ აკვარიუმის მაცხოვრებლებს, ის ჭაობად იქცევა, ხოლო თევზები დაიხოცებიან შიმშილისგან და სუფთა ჰაერის უკმარისკობისგან.
სიზმრის მნიშვნელობას მეჯლისის შესახებ
ფროიდის მიხედვით
დასიზმრებული მეჯლისი იძლევა სიგნალს იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობები გაჟღენთილია რომანტიულობით. სექსით დაკავება თქვენთვი- ყოველთვის ზეიმია, და ამიტომ აწყობთ მას ისე, თითქოს დღეს საზეიმო დღეა და სწორედ ასე უნდა აღნიშნოთ: შამპანურით, სანთლებით, ლამაზი მუსიკით, და აუცილებლად დიდებულ საცვლებში. გვინდა აღვნიშნოთ: ზეიმიც მოსაბეზრებელია. ისევე როგორც შამპანური და სანთლები.
სიმზრის მნიშვნელობა ნიღბის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ქალისთვის სიზმარში იმის დანახვა, თუ როგორ იკეთებს კოსმეტიკურ ნიღაბს კანისთვის- თქვენ გაქვთ რაღაც წარუმატებლობები სექსუალურ ცხოვრებაში, და თქვენ თქვენ თავში ხედავთ მიზეზს, თუმცა ორივეა დამნაშავე. არ უნდა დაკავდეთ თვითგდემით. ნიღბის გადაგდება- სექსუალური პარტნიორის ცვლილებისკენ. თქვენ მოგინდებათ რამე ახალი თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში, და გადაწყვეტთ, რომ ეს "ახალი" უნდა გახდეს ახალი ადამიანი. სინამდვილეში, არ უნდა იჩქაროთ, ცოტახანი დაელოდეთ, შეიძლება განწყობა შეგეცვალოთ.
ფორიაქის ნახვა სიზმარში
ხასსეს მიხედვით
ნახვა- ფორიაქი; მასში მონაწილეობა- სირთულეები გელოდება.