სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ თხრა
მილერის მიხედვით
სიზმარში მიწის სამუშაოების ნახვა ნიშნავს, რომ გელოდებათ რთული, მაგრამ სულაც არა ღარიბი ცხოვრება. თუ მიწის თხრის დროს რაღაც მბზინავი ძვირფასი ნივთები იპოვეთ , ეს კარგ ბედ-იღბალს მოასწავებს. მაგრამ ორმოში დიდი სიცარიელის აღმოჩენა ნიშნავს, რომ უბედურება გეწვევათ. წყალი, რომელმაც აავსო ორმო, რომელიც ამოთხარეთ, ნიშნავს, რომ თქვენი ყველაზე დაძაბული ძალისხმევების მიუხედავად, არსებული მდგომარეობა თქვენს ნებას არ ექვემდებარება.
დაგესიზმრათ მიწა
მილერის მიხედვით
სიზმარში ნაყოფიერი მიწის ნახვა კარგი ნიშანია; მაგრამ თუ მიწა უნაყოფოა , მარცხი და უიღბლობა გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ ზღვაში ცურვის დროს შორს მიწა დაინახეთ, ეს კარგი სიზმარია, რომელიც მოულოდნელ ბრწყინვალე პერსპექტივებს მოასწავებს. სიზმარში ბაღში ახალი დამუშავებული მიწის ნახვა თქვენთვის აყვავებას და კეთილდღეობას მოასწავებს. თუ თქვენი ტანსაცმელი მიწით არის დასვრილი, უნდა დატოვოთ სახლი, და ავადმყოფობას გადაურჩეთ.
დაგესიზმრათ პლანეტა
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ პლანეტა , რეალობაში დამღლელი გამგზავრება და უხალისო სამუშაო გელოდებათ.
რატომ გვესიზმრება თხრა
ცვეტკოვის მიხედვით
სიკვდილი; რამის ამოთხრა - პირადში დაუფლება; ვინმე თხრის - გაიგებენ საიდუმლოს.
რატომ გვესიზმრება მიწა
ცვეტკოვის მიხედვით
ხავსით ან ბალახით დაფარული- მდიდარი ქორწილი; თხრა - მალე დაკრძალვა; მიწაზე წოლა- მცირე უსიამოვნებები; რბილი მიწის თხრა - საქმეების მალე დასრულება; მიწა მოგცეს- სიმდიდრე, კეთილდღეობა , რაც ზომაზე არის დამოკიდებული; ლამაზი, თვალწარმტაცი და მოვლილი მიწის ნახვა - ლამაზი ცოლი და ბედნიერი ქორწინება; მიწისქვეშა გზები ( დიდხანს სასიარულო)- პატივისა და სიმდიდრის რთული მიღწევა , საქმეებში გავნებთ სასოწარკვეთა და კრიტიკა; მიწისქვეშა გზებზე დაკარგვა- მალე მომგებიანი გზა; მიწა იძვრის- ბედნიერი ცვლილებები.
რატომ გვესიზმრება სიზმარი მიწის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში კარგი, ნაყოფიერი მიწის ნახვა მოასწავებს კარგ მოსავალს და მდიდარ ცხოვრებას. თუ ცარიელი მიწა დაგესიზმრათ, მომავალში კაცობრიობას საშინელი შიმშილი ელოდება ხანგრძლივი გვალვის შედეგად. სიზმარში გამსკდარი მიწის ნახვა ძლიერი მიწისძვრის ნიშანია, რომელიც ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ადამიანები ღმერთს განაცვიფრებენ, და ის დედამიწას შეარყევს. სიზმარში ციური სხეულის ნახვა, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავს მოწმობს იმას, რომ მალე საოცარ საიდუმლოს გაგიმხელენ. თქვენ დაამყარებთ კონტაქტს სხვა პლანეტების მაცხოვრებლებთან, რის შედეგადაც მსოფლიოს ბევრ სიახლეს და საინტერესო რამეს გააცნობთ. თუ დაგესიზმრათ ყინულით დაფარული დედამიწა , ჩვენს პლანეტას მალე გამყინვარება ელოდება. დადგება ხანგრძლივი ზამთარი , და მიწა ყინულით დაიფარება რამდენიმე წლით. სიზმარში პატარა კუნძულზე ყოფნა , რომელზეც თქვენთან ერთად ბევრი ადამიანი იმყოფება , დემოგრაფიული კრიზისის ნიშანია. სიზმარში ახალი მიწის აღმოჩენა ყველა საქმეში იღბლის ნიშანია.
სიზმარში მიწის ნახვა
ლოფას მიხედვით
მიწა უამრავი ინტერპრეტაციული მნიშვნელობით გამოირჩევა . დედამიწა და დედაბუნება არის ორი სიტყვა, რომლებიც გამოიყენება მიწის აღწერისთვის, როგორც სიცოცხლის წყაროსი. სიზმარში მიწა განასახიერებს ჩვენი ყოფის წყაროს. ზოგიერთ შემთხვევაში მიწა გადმოსცემს ჩვენს განცდებს სახლზე, სახლის სიმყუდროვეზე ან ეს შეიძლება იყოს ე.წ. "ქაოსური" სიზმარი სამყაროს დასრულების შესახებ. სიზმრები, რომლებშიც ბუნების წინაშე შიში გვეუფლება, შეიძლება იყოს გაზეთების სათაურების ზემოქმედების შედეგი.