მსახიობების ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში მსხახიობი ქალის ნახვა ნიშნავს, რომ გარემოცვისგან მოულოდნელად და უსაფუძვლოდ მიიღებთ გამართლებას და კმაყოფილებას. თუ დამწუხრებულ მსახიობ ქალს ხედავთ - სიხარულით დაეხმარებით მეგობარს ვალებისგან ან სხვა უსიამოვნებებისგან გათავისუფლებაში. თუ ქალი ხედავს საკუთარ თავს მსახიობად, რეალობაში შემოსავლის შოვნის მოძიება დაგჭირდებათ, თუმცა, თქვენი შრომა დაფასდება. თუ გესიზმრებათ, რომ მსახიობ ქალზე ან კაცზე ხართ შეყვარებული, თქვენი მიდრეკილებები და ნიჭი დაგეხმარებათ იშრომოთ სიამოვნებით და კმაყოფილება მიიღოთ. მკვდარი მსახიობი ქალის ან კაცის ნახვა, ნიშნავს, რომ დიდი უბედურებაა მოსალოდნელი და გეგმები ჩაგეშლებათ ამის გამო. თუ მოხეტიალე, ღარიბ მსახიობებს ხედავთ - საქმიანობაში უარესობისკენ მიმართული ცვლილებები გელით. მათთვის, ვინც საქმიანობით არ არის დაკავებული, ეს სიზმარი ცუდი გარდატეხების მიმანიშნებელია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში დანიშნულია მსახიობზე, ეს ნიშნავს, რომ მისი გატაცება სინანულის გრძნობას გაუჩენს. მამაკაცი თუ ერთობა მსახიობ ქალთან სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ ცოლთან ან შეყვარებულთან ჩხუბი უსიამოვნებებს მოუტანს. სიზმარში მოყვარული მსახიობის სცენაზე ნახვა ნიშნავს, თქვენი გეგმების უმოკლეს დროში განხორციელებას და სიხარულს. სცენაზე ტრაგედიის ნახვა, გაფრთხილებაა იმის თაობაზე, რომ რაღაც ავი ზრახვები ტრიალებს თქვენს გარშემო. თუ ვერ არჩევთ რას ხედავთ კონკრეტულად - ესეც ცუდის მიმანიშნებელია.