სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გაუპატიურება
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა , რომ თქვენი ნაცნობები გააუპატიურეს, ნიშნავს, რომ მალე რომელიმე თქვენს მეგობარს უბედურება დაემართება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში მას დაემართება უბედურება, რომელიც მის ღირსებას შელახავს, ხოლო შეყვარებული მიატოვებს.
დაგესიზმრათ მსხვერპლი
მილერის მიხედვით
სიზმარში რომელიმე ინტრიგის მსხვერპლი გახდით - ეს თქვენთვის სულიერ დატანჯულობას მოასწავებს იმის შედეგად, რომ მტრებმა დაგამარცხეს. თქვენი ოჯახური ურთიერთობებიც დაძაბული იქნება. თუ სიზმარში სხვებს ემუქრებით და სხვებზე ძალადობთ , ეს მოასწავებს იმას, რომ უნამუსოდ მოიპოვებთ სიმდიდრეს, და თქვენი დაუშვებელი ქმედებები თქვენი ახლობლების მწარე იმედგაცრუებას გამოიწვევს.
დაგესიზმრათ საკურთხეველი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნახულობთ მღვდელს საკურთხეველთან - ეს ნიშნავს კამათს და უთანხმოებას კომერციულ და ოჯახურ საქმეებში. ჯვრისწერის ნახვა თქვენი მეგობრების ცხოვრებაში სევდიან მოვლენებს ნიშნავს. სიზმარში საკურთხეველი მოგევლინებათ იმისთვის, რომ შეცდომის დაშვება თავიდან აგარიგოთ. ეს სიზმარი შეიძლება სინანულს ნიშნავდეს.
რატომ გვესიზმრება მოძალადე
ცვეტკოვის მიხედვით
ხედავთ და ცნობთ მას ( ქალისთვის) - პირადი საქმეების მოწყობის იმედი; გაგაუპატიურეს- წარმატებული გათხოვება, ფული, თუ არასასიამოვნო გრძნობები არ გაქვთ.
რატომ გვესიზმრება საკურთხეველი
ცვეტკოვის მიხედვით
ახალი შესაძლებლობები; მსხვერპლის შეწირვა, ყვავილების დადება- ქორწილი; დაჩოქილი- დახმარება იმისთვის, ვინც დაიჩოქა
სიზმარში გაუპატიურების ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრები გაუპატიურების შესახებ არის სიზმრები სისასტიკის შესახებ . შეიძლება შეასრულოთ თავდამსხმელის, მსხვერპლის ან დამკვირვებლის როლი. ასეთი სახის სიზმრებში თქვენი როლი და გრძნობები, რომლებსაც გარშემომყოფების მიმართ განიცდით, არის საკვანძო ფაქტორი სიზმრის მნიშვნელობის გაგებისთვის. თუ განმეორებადი სიზმრები გესიზმრებათ, რომლებშიც გაუპატიურების მსხვერპლის როლში გამოდიხართ, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, თამაშობს თუ არა რამე როლს თქვენს სიზმრებში პოსტტრავმატული სტრესი. ერთხელ ნანახი სიზმარი, რომელშიც გაუპატიურების მსხვერპლი ხართ, ჩვეულებრივ, გადმოსცემს სასტიკ, უსამართლო ან დაუნდობელ დამოკიდებულებას თქვენ მიმართ რეალურ ცხოვრებაში. ასეთ სიზმრებში მოძალადე არის ადამიანი სახის გარეშე. ეს აიხსნება იმით, რომ თქვენთვის ახლო ადამიანები, თქვენი დაჩაგვრისთვის, ინარჩუნებენ სხვა, უფრო პოზიტიურ სახეს . სიზმარი არ მიანიშნებს ფაქტობრივ აგრესიაზე თქვენ წინააღმდეგ, არამედ გაფრთხილებთ, რომ სხვების დაქვემდებარებაში მოხვდით. აგრესორის როლი გაუპატიურების სცენაში ჩვეულებრივ მიანიშნებს გადაუჭრელ კონფლიქტეზე ან მრისხანებაზე ვინმეს მიმართ. ძალადობის მსხვერპლიც ხშირად არის ადამიანი სახის გარეშე. მაგალითად, თუ იკავებთ მრისხანებას უფროსის , მშობლის, მასწავლებლის ან საწინააღმდეგო სქესის კოლეგის მიმართ, შეიძლება დაგესიზმროთ სიზმარი გაუპატიურების შესახებ. რეალურ ცხოვრებაში არსებული მრისხანების წყაროს ბუნების გაგება დაგეხმარებათ ასეთი სიზმრის მნიშვნელობის ამოცნობაში. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ განთავისუფლდით ამ გრძნობისგან, ასევე შეიძლება დაგეხმაროთ მის ამოცნობაში. 25 წლის ქალი ასე აღწერს თავის სიზმარს: " ჯერ კიდევ მანამ, სანამ სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას დავიწყებდი, ხშირად მესიზმრებოდა სიზმრები, რომლებშიც თოკით მიბმული კაცები იყვნენ. მე მათზე სექსუალურ ზემოქმედებას ვახდენდი. ასეთი შევიწროება ყოველთვის მათი ნების საწინააღმდეგო იყო. მხოლოდ მე ვძალადობდი, და ჩემი სურვილით ვხელმძღვანელობდი. კაცები ჩემთვის უცნობი იყვნენ, ზოგჯერ მათ სახეებსაც ვერ ვამჩნევდი. უცნაურია, რომ ასეთ სიზმრებს ვნახულობდი მანამ, სანამ გავიგებდი, თუ რა არის სინამდვილეში სექსუალური ცხოვრება. ". ქალს უკიდურესად რთული ურთიერთობები ჰქონდა თავის მამასთან. იმის მიუხედავად, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა ინცესტის ან სექსუალური შევიწრეობის მცდელობები, მათი ურთიერთობები სითბოთი არ გამოირჩეოდა. ქალის სიტყვებით, მათი ურთიერთობები ზოგჯერ მწვავდებოდა და სასტიკიც ხდებოდა. მაგრამ ურთიერთობების გაუმჯობესებასთან ერთად, გაუპატიურების შესახებ სიზმრების გამეორების სიხშირე შემცირდა. გაუპატიურების სცენის დამკვირვებლის როლი ხშირად შემაშფოთებელია, რადგან უძლურებას გრძნობთ იმის გამო, რომ მსხვერპლს ვერ ეხმარებით. ზოგჯერ ინტუიციურად გრძნობთ კავშირს მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ფარულ ბოროტებაზე, ან თქვენს დაჩაგრულ მდგომარეობაზე რეალურ ცხოვრებაში. ასეთი მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, უკეთ გაიგოთ ურთიერთობები თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის. შესაბამისად, ფსიქოლოგიური დაცვა, რომელიც მიიღეთ სცენაში ირიბად მონაწილეობის შედეგად, თავის ძალას კარგავს, როდესაც დამკვირვებელი გაიგებს, ვინ იღებს უშუალო მონაწილეობას გაუპატიურებაში.
სიზმარში იმის ნახვა, რომ მსხვერპლი გახდით
ლოფას მიხედვით
საზოგადოებაში კრიმინალის შესახებ ცოდნა გვამზადებს იმ შესაძლებლობისთვის, რომ შეიძლება პოტენციური მსხვერპლები გავხდეთ. ამისგან არავინ არის დაზღვეული. სიზმრები იმის შესახებ, რომ მსხვერპლი გახდით , ფართოდ გავრცელებულია, და მათი რიცხვი იზრდება. სიზმარში შეიძლება ნებისმიერი ვინმეს/რამის მსხვერპლი გახდეთ: ცემის, გაუპატიურების, გაძარცვის, მკვლელობის, თაღლითობის, წყენის მიმყენებელი ძმის, დის, მშობლის, მეუღლის, პარტნიორის, საგნის და სხვა რამის. თითოეულ ხერხს, რომლითაც მსხვერპლი გახდით, აქვს გარკვეული აშკარა და ფარული ნიშნები. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რამდენად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებოდით მანამ, სანამ მსხვერპლი გახდებოდით, და ვინ იყო აგრესორი. ადამიანი, რომელთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდით, უცებ ბოროტი გახდა? ეს ძალადობის შემთხვევითი აქტი იყო, რომელიც უცნობმა ჩაიდინა? გრძნობდით, რომ აგრესორი გეძახდათ, ან მასთან რამენაირად იყავით დაკავშირებული? როდესაც ამ კითხვებზე პასუხს გასცემთ, უნდა გადახვიდეთ დანაშაულისა და მისი აზრის გამოკვლევაზე.
სიზმრის მნიშვნელობა მსხვერპლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში მსხვერპლი გახდით - ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარ თავს სექსუალური გაგებით მსხვერპლად აღიქვამთ . თქვენთვის არ არის დამახასიათებელი ინტიმური ცხოვრების აღქმა როგორც საწინააღმდეგო სქესთან თქვენი ურთიერთობების თავისებური გზა. ალბათ, თუ ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში მოხვდით, თქვენ დაგაბრალებენ. თქვენი ბრალია, რომ საწინააღმდეგო სქესი თქვენში მხოლოდ თავისი ვნების დაკმაყოფილების საგანს ხედავს. სიზმარში ვინმეს მსხვერპლად შეწირვა - ასეთი სიზმარი მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ხშირად სწირავთ თქვენი მეორე ნახევრის ინტერესებს, ვარაუდობთ რა, რომ გაგიგებენ და აუცილებლად გაპატიებენ. თქვენი საქციელი არაკანონზომიერია. ასე არ უნდა მოიქცეთ, რათა ეს ადამიანი არ დაკარგოთ.