კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
გარუჯვის დასიზმრება
მილერის მიხედვით
გარუჯვა – ქალისთვის ცუდის ნიშანია, რადგან ავადმყოფობას და ოჯახურ პრობლემებს ნიშნავს. გარდა ამისა, მათი მხრიდან, ვისი იმედიც ჰქონდა, მიიღებს მხოლოდ უსინდისო და დაუმსახურებელ დამოკიდებულებას.
გუბის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში სუფთა გუბის წყალზე გადადიხართ - ეს ნიშნავს, რომ ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. თუ წყალი ჭუჭყიანია - ავადმყოფობა გელით. თუ დაგესიზმრათ, რომ ბავშვები გადადიან სუფთა წყალზე - ეს მიანიშნებს წარმატებაზე. ახალგაზრდა ქალი თუ ხედავს სიზმარში როგორ მიდის სუფთა, აქაფებულ წყალში - ნიშანია იმისა, რომ მალე ყველაზე ნანატრი სურვილი აუსრულდება.
ზღვის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ზღვის მელანქოლიური ხმა გესმით - ეს ნიშნავს, რომ მოსაწყენი და უნაყოფო ცხოვრება გელით, სადაც არ იქნება სიყვარული და მეგობრობა. ზღვაზე სიზმრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მოლოდინები არ გამართლდება. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ზღვის ზედაპირზე ტივტივებს საყვარელ მამაკაცთან ერთად - რეალურ ცხოვრებაში მისი ოცნებები ასრულდება და ერთგულ მამაკაცს შეხვდება.
ზღვის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ზღვას შორიდან ხედავთ - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში ფიქრობთ სექსზე, როგორც რაღაც მიუწვდომელზე და არარეალურზე, ყოველ შემთხვევაში, მაისგან სიამოვნების მიღებაზე არ ფიქრობთ. სინამდვილეში, მსგავსი წარმოდგენის ქონის მიზეზი არის საკუთარ გარეგნობასთან ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც არ გაძლევთ მოდუნების და სიამოვნების მიღების საშუალებას. მშვიდი ზღვა, რომელსაც ნაპირიდან ან გემიდან უყურებდით, ნიშანავს, რომ რეალურ ცხოვრებაში არ გყოფნით სიმშვიდე და მას ყველგან დაეძებთ, სადაც კი შესაძლებელია. ასეთი სიზმრის შემდეგ უნდა ელოდოთ, რომ სიტუაცია შეიცვლება, გარემო დაგისტაბილურდებათ და მიიღებთ იმას, რაც ასე ძალიან გაკლიათ. თუ დაგესიზმრათ, როგორ ბანაობს უცხო ადამიანი ზღვაში - კარგი ნიშანია, ადამიანის დახმარებას შეძლებთ და ასევე მოაგვარებთ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. თუ თავად ბანაობთ - ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თავს კარგად გრძნობთ, ყველაფერი გამოგდით, წარმატებებს ადვილად აღწევთ - ამ ყველაფრის მიზეზი კი სრუფასოვანი სექსუალური ცხოვრებაა, რომელსაც დღემდე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდით. თუ სიზმარში აღლევებულ ზღვაში შესვლას ცდილობთ, რეალურად ელოდეთ ისეთ სასიყვარულო ღამეს, როგორიც დიდი ხანია არ გქონიათ და დაგავიწყდათ კიდეც, რომ საწოლში მსგავსი დროს ტარება შეიძლება. ამ სიამოვნების მისაღებად არ არის საჭირო სპეციალური ღონისძიებების მიღება, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება. ზღვაში წყლის ქვეშ თუ ცურავთ - ეს ნიშნავს, რომ რეალურად ისეთი რამის გაგებას ცდილობთ, რისი ცოდნაც საერთოდ არ გჭირდებათ. თქვენი დეტალურად ჩაძიების ჩვევა, სასიკეთოს არ მოგიტანთ, პირიქით, გაგაღიზიანებთ.
თიხის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თიხა მიანიშნებს ფინანსურ პრობლემებზე. თუ თიხიან სანაპიროზე ორმოს თხრით, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში მტრები მზად არიან თავს დაგესხან. მიწის თხრის დროს მოულოდნელად თიხის დანახვა - ნიშნავს, რომ ახალ, საინტერესო წამოწყებაში მარცხს განიცდით. განსაკუთრებით ცუდის ნიშანია ასეთი სიზმარი ქალებისთვის - შესაძლოა მცდარი ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი ქცევის არასწორად შეფასება და საბოლოო ჯამში სიყვარულსა და საქმეში უდიდესი მარცხი.
თიხის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში თიხის ნახვა ნიშნავს, რომ ინტიმურ ცხოვრებაში ჩამოუყალიბებელი და რბილი ხასიათი გაქვთ, ამიტომ, თქვენთან სექსით სიამოვნების მიღებას მხოლოდ ისეთი ტიპაჟი ახერხებს, როგორიც თავად ხართ. თიხის ზელვა სიზმარში ნიშნავს თქვენს უშედეგო მცდელობას, პარტნიორისგან საწოლში უფრო აქტიური და მრავალფეროვანი ქმედებების მისაღებად. ნუ ჩათვლით რომ ის ზარმაცია, უბრალოდ მას არ შეუძლია იმ აქტივობების გამოჩენა სექსში, რისი მოლოდინიც თქვენ გაქვთ. შესაძლოა, თქვენი მხრიდან საჭირო იყოს მისი სათანადოდ „გახურება“ და სტიმულირება, მაგალითად ორალური ან მანუალური მეთოდებით.
მდინარის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ნავის მოლოდინში ადიდებული და ჩქარი დინების მქონე მდინარის ნაპირზე დგომა მეორე მხარეს გადასასვლელად, ნიშნავს, რომ დაგეგმილ საქმეებში პრობლემები გაჩნდება და გაუთვალისწინებელი გარემოებები ხელის შემშლელი ფაქტორი გახდება. თუ მშვიდ, სუფთა მდინარეზე გადადიხართ - მიზნების სრულყოფილად მიღწევის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ზღვა
ცვეტკოვის მიხედვით
სანაპიროზე, პლაჟზე სიარული — გამგზავრების ნიშანია; თუ სიზმარში ზღვას უყურებთ — შორიდან ცნობას მიიღებთ; თუ გემით მიცურავთ — მნიშვნელოვანი გარდატეხები გელით; თუ ზღვაში ცისფერი, კამკამა წყალია — საინტერესო შეხვედრა გელით; ზღვაში ცურვა — სურვილების ასრულება; ზღვის სიღრმეში ყოფნა — ფარული ღელვა გექნებათ; სიღრმიდან წყალზე ყურება — უშედეგო მცდელობები; თუ ზღვაში იხრჩობით — თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ახალი წამოწყება საფრთხის შემცველია;
რატომ გვესიზმრება თიხა
ცვეტკოვის მიხედვით
ახლობელის სიკვდილი; მემკვიდრეობის მიღება.
რატომ გვესიზმრება ნაპირი
ცვეტკოვის მიხედვით
დასახული მიზნების მიღწევა.
რატომ გვესიზმრება ქვიშა
ცვეტკოვის მიხედვით
სიმდიდრე; ქვიშაში ჯდომა, ქვიშაზე სიარული - ძველ მეგობართან შეხვედრა.
რატომ გვესიზმრება ყურე
ცვეტკოვის მიხედვით
რთული გარდატეხების ნიშანია; თუ ნავით შედიხართ - მოგება, გამარჯვება გელით; ყურეში ფეხით შესვლა - პრობლემების რთულად და ნელა გადაჭრა; თუ მიცურავთ - პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ნაპირს მიაღწიეთ; უსიამოვნებების სასიკეთოდ დასრულების ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ყურე
ცვეტკოვის მიხედვით
ყურეში შესვლა - მიზნების მიღწევა; მასზე გადასვლა — იმედების გამართლება; ნავით გადაცურვა — გამარჯვება;
ქვიშის დასიზმრება
მილერის მიხედვით
ქვიშა სიზმარში მიანიშნებს შიმშილსა და დაკანარგზე.
ქვიშის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ქვიშაზე იწექით, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბუნებრივი ადამიანი ხართ. თქვენთან სექსი დაუვიწყარი სიამოვნებაა, რადგან ამ საკითხშიც ბუნებრივი ხართ, არ განიცდით შებოჭილობას, მორცხვობას და თქვენი თავდაჯერებულობა პარტნიორზეც გადადის. ინტიმურ ურთიერთობაში მარტივად შეგაქვთ ჰარმონია და სიამოვნება.