კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ნავი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ ნავში იმყოფებით სხვა ნიჩბოსნებთან ერთად- ნიშნავს, რომ დიდი სიხარულს მოგანიჭებენ მხიარული და მიწიერი სიამოვნებების მოყვარე ადამიანები. თუ თქვენი ნავი გადაყირავდება- ეს ფინანსურ კრახს მოასწავებს თქვენთვის, რადგან მაცდუნებელ, მაგრამ სარისკო საქმეში იქნებით ჩართული. თუ სიზმარში გამარჯვებული გახდებით სწრაფი ნიჩბოსნობის შეჯიბრში- ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეყვარებული დაკარგავს ინტერესს თქვენი მოწინააღმდეგის მიმართ. როდესაც გამარჯვებული გახდებით, ადვილად დაიპყრობთ ქალების გულებს, ხოლო თქვენი საქმეები ძალიან წარმატებულად ჩამოყალიბდება. თუ სიზმარში კაიაკით სეირნობთ მშვიდ წყალზე- თავდაჯერებულობა, რომელიც თქვენს იღბალს ეხმარება, დიდი ხნით არ დაგტოვებთ. თავის რჩეულეთან ერთად ნავით გასეირნება- ნაადრევ ქორწინებას და შეთანხმებულ ცხოვრებას მოასწავებს თქვენთვის. თუ ბობოქარ ტალღებზე მოხვდებით- "ჭირვეულის მორჯულება" მოგიწევთ, და მხოლოდ ამის შემდეგ- ბედნიერება. თუ ნიჩაბი ბინძურ წყალს ეხება- საქმეებში იმედგაცრუებას ელოდეთ. პატარა და სწრაფი მდინარე გაუაზრებელ და თავქარიან ქცევებს და წამიერ გატაცებას მოასწავებს, რომელიც იმედ გაგიცრუებთ. თავის ირგვლივ წყლის დანახვა- მომავალში მნიშვნელოვანი მოვლენების ნიშანია. ამ სიზმრებში მნიშვნელოვანი სუფთა და მშვიდ წყალზე ცურვა. თუ თქვენი მიმართულებით გემი ან ნავი მოდის კაშკაშა ცეცხლით- ყველაფერი კარგად იქნება, თუ წყალი მშვიდია. ბობოქარი ტალღები რეალობაში თქვენთვის მღელვარებას მოასწავებს . ძალიან კარგია სიზმარი, რომელშიც მარტო ან მეგობრებთან ერთად ადიხართ გემზე ან ნავში სხედხართ,- იღბალი გელოდებათ. გემიდან ან ნავიდან გადმოვარდნა- ცუდი ნიშანია, თუ არ აღიქვამთ სიზმარს, როგორც გაფრთხილებას.
დაგესიზმრათ ნიჩაბი
მილერის მიხედვით
სიზმარში თავის ხელებში ნიჩბების ნახვა- იმედგაცრუებას მოასწავებს. შესაძლოა, მსხვერპლად შეწირავთ თავის კეთილდღეობას სხვების მხარდაჭერის გულისთვის. ნიჩბის დაკარგვა- თავისი გეგმების ბოლომდე მიყვანის ამაო ძალისხმევას ნიშნავს. გატეხილი ნიჩაბი- იმის ნიშანია, რომ დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა უცებ იმედგაცრუებით შეიცვლება.
ნავი
აიურვედას მიხედვით
სიზმარში ნავით ან გემზე გასეირნება მშვიდ წყალზე იღბალს მოასწავებს, ხოლო მღელვარე წყალზე- უსიამოვნებებს. სიზმარში წყალში ჩავარდნა დიდ საფრთხეს ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ნავი
ცვეტკოვის მიხედვით
იალქნის ქვეშ ცურვა ზურგის ქარით- ჩაფიქრებული გამოვა; ნავში ყოფნა- იმედი, ხანმოკლე ერთგულება; (უცნობ ადამიანთან )- სახლის , საცხოვრებლის შეცვლა; ცარიელი- სიკვდილისა ან ავადმყოფობისკენ; წყალი ნავში- მოგებისკენ; ნავში ავადმყოფია- სიკვდილისკენ; მდინარის გადაცურვა- წარმატება საქმეებში
რატომ გვესიზმრება ნავში ყოფნა
ცვეტკოვის მიხედვით
უბედურებებისგან გათავისუფლება; ნაპირზე გამოსვლა- გამარჯვებისკენ
რატომ გვესიზმრება ნიჩბის მოსმა
ცვეტკოვის მიხედვით
მდგომარეობიდან გამოსვლა, სწორი გადაწყვეტილების ნახვა
სიზმარში გემების და ნახევის ნახვა
ლოფას მიხედვით
ნავები სიმბოლურად გამოხატავენ სხვადასხვა რამეს: სიმდიდრეს, მოგზაურობას, იზოლაციას, საფრთხეს, რომანტიზმს და სრულ იმედგაცრუებას და იმედების დამსხვრევასაც კი. ნავები და კანოე, როგორც წესი, მხოლოდ ტბები და მდინარეების მშვიდ წყალზე ქანაობენ. ამიტომაც, თუ სიზმარში ნახეთ ნავი, რომელიც შორს იმყოფება ზღვაში, ეს ვინმესთან მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტას გულისხმობს. გარე სიტუაციის ანალიზი დაგეხმარებათ უფრო დეტალური ახსნის მიღებაში. გემის სიმბოლიკის მნიშვნელობა მის ტიპზეა დამოკიდებული. ყველაზე სავარაუდო ინტერპრეტაციები- იზოლაცია, საფრთხე, რაღაცისგან გაქცევა და რომანტიკა. იალქნებიანი და ნიჩბიანი გემები ხშირად ერთნაირ სიტუაციაში გვხვდება. იალქნები სიმდიდრეს ან იმედგაცრუებას მოასწავებს, ისინი სიმბოლურად გამოხატავენ კეთილდღეობას ან რომანტიზმს, მაგრამ გარვეულ რისკებთანაა დაკავშირებული: ყოველთვის ხომ არ გვხვდება ზურგის ქარი. ორთქლმავალი სიმბოლურად გამოხატავს ძალას, კონტროლს, სიმდიდრეს, შეჯიბრს ან მოგზაურობას. საშიში სიტუაციის ალბათობა მინიმუმდეა მიყვანილი- მხოლოდ თუ ძრავის გაფუჭებას შეუძლია ხელის შეშლა. გემი, რომელიც იძირება, წყლის, ჩაძირვის შიშს ან არაკომპეტენტურობას ნიშნავს. მაგრამ ყველაზე ხშირად გემი, რომელიც იძირება- თქვენი ცხოვრების რაღაც კონკრეტულ ასპექტს ეხება. იმისთვის, რომ ზუსტად ახსნათ ეს სიზმარი, ნახეთ, ვინ არის გემზე, ან პირიქით, ვინ აკლია აშკარად. გააანალიზეთ, ჩანს თუ არა ტქვენი სიზმრიდან, თუ რატომ იძირება გემა. იცნობთ გემს? რა გრძნობებს განიცდით- სიხარულს და სიმსუბუქეს, თუ შიშს და მღელვარებას?
სიზმარში ნიჩბების ნახვა
ლოფას მიხედვით
ნიჩბები პირველადი სიმბოლოა, რომელიც ადამიანის ბუნებასთან ბრძოლას ნიშნავს. ისინი ბუნების ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გამოხატავენ სიმბოლურად, რომლებიც ჩვენი მისწრაფებების რეალიზაციას უშლის ხელს. სიზმარი, რომელშიც ნიჩბებით წასვლისთვის ემზადებით, გარემოებებთან ბრძოლას ნიშნავს. შეიძლება სამსახურში გადაღლილობას ან დათრგუნვას გრძნობდეთ იმის გამო, რომ ვერ უმკლავდებით ფინანსურ, პიროვნულ ან პროფესიონალურ სირთულეებს. ცხოვრებაში მუდმივად პროგრესისკენ მიისწრაფვით? გრძნობთ თუ არა მხარდაჭერის ნაკლებობას თანამშრომლების, მეუღლის , სხვა პირების მხრიდან? ნიჩბებით მიდიხართ, და შემხვედრ ქარს ებრძვით, რომელიც ცხოვრების მისწრაფებებისგან ყურადღებას გიფანტავთ?
სიზმრის მნიშვნელობა კაიაკის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ კაიაკი, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში გირჩევმნიათ დინების მიმართულებით ცურვა. განსაკუთრებით არ უფიქრდებით თქვენი როგორც პირადი, ისე ინტიმური ურთიერთობების აზრს. გაწყობთ ის, თუ როგორ ყალიბდება, გაჩნდა რა ოდესღაც ვიღაც სხვისი ინიციატივით. არაფერს მოიმოქმედებთ, რომ რამენაირად გაამრავალფეროვნოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება, შეიტანოთ მასში ფანტაზიის ელემენტები. ამიტომაც თქვენთან ერთად დიდხანს ვერავინ ცხოვრობს, რადგან ბეზრდებათ ერთფეროვნება.