ორსული ქალი
ისლამური სიზმრის ახსნის მიხედვით
თუ ქალის ორსულობა მის ქმარს ესიზმრება - კარგი ამბების გაგებას, წარმატებული პერიოდის დადგომას ნიშნავს. საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში დასიზმრება - ქონების გაორმაგების, შემოსავლების გაზრდის შანსი მოგეცემათ. თუ ასეთ სიზმარს გაუთხოვარი ან ქალიშვილი ქალი ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მალე გათხოვდება. ასაკოვანი ქალისთვის მსგავსი სიზმარი ჯანმრთელობის გაუარესების ნიშანია.
ორსული ქალი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ ახალგაზრდა გოგოს ესიზმრება, რომ მშობიარობის მოლოდინშია - შესაძლოა მოატყუონ. ზრდასრული ქალისთვის ასეთი სიზმარი სასიხარულო ამბის გაგებას ნიშნავს. ხოლო მამაკაცისთვის - რაიმე მნიშვნელოვანის დაგეგმვას. ორსულად სხვისი ნახვა - გაურკვევლობა. თუ მომავალი ბავშვის სქესი ცნობილია, მაშინ ბიჭი ნიშნავს მატერიალურ კეთილდღეობას, ხოლო გოგო - მოულოდნელ ინტიმურ ურთიერთობებს.
ორსული ქალის დასიზმრება
ეზოთერიკული სიზმრის ახსნის მიხედვით
ასეთი სიუჟეტი ეზოთერიკოსების აზრით მიანიშნებს ფინანსურ ზარალზე და ხარჯებზე. თუ ფეხმძიმედ თავად ხართ, ეს ნიშნავს, რომ ზარალის მიზეზი თქვენ არ ხართ. თუ სხვა არის - ფულს გესესხებიან, რომელსაც სავარაუდოდ აღარ დაგიბრუნებენ. ამიტომ, ფრთხილად იყავით.
ორსული ქალის შესახებ სიზმრის ახსნა
ვანგას მიხედვით
თუ ცხადად ხედავთ სიზმარში, რომ ბავშვს თავად ელოდებით - ცხოვრებაში სასიკეთო მოვლენები გელით. თუ ბავშვის გაჩენა თქვენს გეგმებში არ შედის, მაშინ ასეთი სიზმარი ჯანმრთელობის გაუარესებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. თუ სხვა არის ორსულად - მოულოდნელი შემოსავლის მიღება. თუ მამაკას ესიზმრება, რომ მისი ცოლი ან საყვარელი მშობიარობს - მის მიმართ ღრმა გრძნობების ქონისა და მისი საზრუნავისგან დაცვის ნიშანია. მთლიანობაში, ორსულობაზე სიზმრების ნახვა წარმოადგენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არსებულ განცდებზე. მსგავსი სიუჟეტის სიზმარში ნახვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებების მიმდინარეობა.
ორსული ქალის შესახებ სიზმრის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი თვლიდა, რომ სიზმრის ასეთი სცენარი საკმაოდ კონკრეტულია და მიანიშნებს უახლოეს მომავალში ჩასახვას. ქალის ცხოვრებაში პოტენციური მამის არარსებობისას, არის შანსი, რომ მალე შეხვდება მას და შექმნის მყარ ოჯახურ კავშირს. მამაკაცს საკუთარი ორსულობა ესიზმრება იმ შემთხვევაში, თუ მამობაზე და მშობლის ინსტინქტების რეალიზაციაზე ოცნებობს.
ორსულობის დასიზმრება
ცვეტკოვის მიხედვით
მოტყუება (ახალგაზრდა გოგოსთვის); სიამაყე, სიხარული (ქალისთვის); გეგმების დასახვა (მამაკაცისთვის); ფეხმძიმე ქალის ნახვა — უსიამოვნებები; მშობიარეს ნახვა (გოგოსთვის) — მხიარული ცხოვრება; დედის განაწყენება; საქმეების დასრულება (მამაკაცისთვის); ვაჟის შეძენა — სწრაფი შემოსავალი, მოგება; გოგოს შეძენა — ახალი, მოულოდნელი და ბედნიერი ურთიერთობები.
ორსულობის სიზმარში ნახვის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
თუ ქალს დაესზიმრა, რომ ფეხმძიმედ არის, ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს მდგომარეობა არ დააყოვნებს. მამაკაცისთვის მსგავსი სიზმარი ნიშნავს, რომ მას სურს ბავშვი ჰყავდეს პარტნიორი ქალისგან.
რატომ გვესიზმრება ორსული ქალი
მილერის მიხედვით
თუ მომავალი დედა სიზმარში თავად ხართ, ეს მიანიშნებს ოჯახურ საკითხებში არეულობას ან იმას, რომ თქვენი შვილები მომხიბვლელები არ იქნებიან. რეალური ორსულობის დროს, მსგავსი სიზმარი მარტივი მშობიარობის და ყველაფრის მშვიდობის დასრულების ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ორსული ქალი
ნოსტრადამუსის მიხედვით
საკუთარი ორსულობის ნახვა მოსალოდნელი უსიამოვნებების ნიშანია. ისინი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, თუმცა დაკავშირებული იქნება მატერიალურ ზარალთან. სიზმარში სხვისი ნახვა ფეხმძიმედ - ფულის სასესხებლად მოგაკითხავენ.
რატომ გვესიზმრება ორსულობა
მილერის მიხედვით
თუ ქალს ესიზმრება, რომ ორსულად არის, ეს მიანიშნებს მის უბედურ ცხოვრებაზე ქმართან ერთად, ხოლო შვილები შეუხედავები ეყოლება. ქალიშვილისთვის ასეთი სიზმარი სახელის გატეხვას და მასზე ჭორების გავრცელებას ნიშნავს. თუ მძინარე ქალი მართლაც ფეხმძიმედ არის, ასეთი სიზმარი ახისნება როგორც ფეხმძიმობის მშვიდობის დასრულება და ძალების სწრაფად აღდგენა.
რატომ გვესიზმრება ფეხმძიმე ქალი
ფეხმძიმობის საერთო ახსნის მიხედვით
ასეთი სიზმარი სასიხარულო ამბის გაგებას მიანიშნებს. რიგ შემთხვევებში, ასეთი სიუჟეტი შეიძლება იყოს უსიამოვნებების მიმანიშნებელიც. ამიტომ, საჭიროა სიზმრის ახსნის სხვადასხვა წიგნებზე დაყრდნობით და ნანახი სიზმრის დეტალების გათვალისწინებით მოხდეს მისი გაშიფვრა.
სიზმარში ორსულობის ნახვა
ლოფის მიხედვით
ფეხმძიმობა თქვენს სიზმრებში ხვდება ორი მიზეზით, პირველი - ეს არის სიზმარი საკუთარი თავზე, ფეხმძიმობის პერიოდში, მეორე - თქვენი რეალური ფეხმძიმობა წარმოადგენს ბიძგის მიმცემ მოვლენას და განმარტავს სიტუაციის არსს. ნებისმიერი სქესის ადამიანი შეიძლება სიზმარში დაორსულდეს, აქ არ არსებობს შეზღუდვა არც ასაკში. ზოგადად, ორსულობა შემოქმედებითობის, სქესობრივი სიმწიფისა და სიმდიდრის სიმბოლოა, თუმცა, არსებობს მრავალი სახის სიტუაცია, რომელსაც დამატებითი განმარტება და ახსნა სჭირდება. თუ თქვენ დაორსულებაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალი ხართ, ასეთი სიზმარი შეიძლება მიანიშნებდეს უახლოეს მომავალში თქვენს გადასვლას თვითანალიზის ახალ ეტაპზე. იუნგის მიხედვით ერთ-ერთი არქეტიპია მშობლის არქეტიპი, რომელსაც გენის შენარჩუნების ინსტინქტი ამოძრავებს. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ფეხმძიმე მდგომარეობაში საქმიანობთ, ეს მიანიშნებს, რომ ბავშვობის ასაკიდან გამოდიხართ და გადადიხართ ზრდასრულობის ეტაპზე. თუ სექსუალური კუთხით ხართ აქტიური, მაგრამ დაორსულება არ გაქვთ მიზნად, ასეთი სონი შეიძლება იყოს თქვენი თვიური ციკლის ჰარმონიულად თანმხლები მოვლენა. მამაკაცი, რომელიც სიზმარში საკუთარ თავს ხედავს ორსულად, ხშირად იმყოფება ისეთ სიტუაციაში, როცა მისი მამაკაცური ღირსება, ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი სიზმარი მამაკაცებისთვის ასევე ნიშნავს, რომ ის გარკვეული გამოვლინებაა მათი შემოქმედებითი მხარის. ორსული მამაკაცები სიზმარში შობენ არამარტო ბავშვებს, არამედ იმას, რაც გარკვეულწილად ამართლებს მათ მისიას სამყაროში. ფეხმძიმობის ფაქტმა რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მოვლენები სიზმარში. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ხისტი, სასაცილო, მძაფრი. გასაკვირიც არ არის, რადგან რეალური ფეხმძიმობა სხვადასხვაგვარი განცდების წყაროა, დაწყებული ღელვით და დასრულებული ეიფორიით. ფეხმძიმობის დროს ასევე ადამიანს ესიზმრება სხვა ტიპის სიზმრები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ცოლ-ქმრულ ღალატთან, პარტნიორის გარდაცვალებასთან, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან, მუცლის მოშლასთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, ტყუპების გაჩენასთან, ასევე გაზრდილ განაყოფიერების უნართან. პარტნიორის ღალატთან ან მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიზმრები, ხშირად ჩნდება როგორც საპასუხო რეაქცია დაუცველობის გრძნობაზე, გარეგნობის შეცვლაზე ან სექსუალური ცხოვრების აქტივობაზე. მრავალჯერადი მშობიარობის და განმეორებითი ორსულობის დასიზმრება უფრო რთული ასახსნელია, რადგან ფეხმძიმობის გარკვეულ ეტაპზე, ქალი დათრგუნული და დაძაბულია, რაც გამოწვეულია მშობიარობის შიშით.